TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 156
Previous part

Chapter: 3  
Verse: 1   Link to exak Link to gelatat Link to sept   და მოვიქეცით და მივედით გზასა მას ბასანად კერძო და გამოვიდა ოლ, მეფჱ ბასანისაჲ, შემთხუევად ჩუენდა, იგი და ყოველი ერი მისი ღუაწლით ბრძოლისა ჰედრაინდ.

Verse: 2   Link to exak Link to gelatat Link to sept   
სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა მე: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდები მისგან, რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიეს ყოვლითურთ ერით მისით და ყოვლითურთ ქუეყანით მისით და უყო მას, რაჲცა-იგი უყავ სეონ, მეფესა მას ამორეველთასა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყოს ესობონს.

Verse: 3   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მოგუცა უფალმან ღმერთმან ჩუენმან ოგ, მეფჱ იგი ბასანისაჲ, და ყოველი იგი ერი მისი და მოვსართ იგი და ყოველი სოფელი მისი და არა დაშთა სოფელსა მისსა ნათესავი.

Verse: 4   Link to exak Link to gelatat Link to sept   
დავიპყართ ყოველი ქალაქები მათი, მას ჟამსა შინა არა იყო ქალაქი, რომელი არა ვიპყართ მათგანი, სამეოცი ქალაქი დავიპყართ სოფლებით მათით არგობ, მეფისა მის ოგისი, ქუეყანისა მის ბასანელთაჲსა.

Verse: 5   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ყოველი ესე ქალაქები ძნელოვანები და ზღუდე მათი მაღლები და მოქლონები მათი განგებული, ხოლო ქალაქები იგი უზღუდოჲ ფრიად მრავალი მოვსართ,

Verse: 6   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ვითარცა შევქმენით სეონ, მეფჱ ესებონელთაჲ, და მოვსართ ყოველი ქალაქები ერთბამად და ცოლები მათი და შვილები მათი მოვსართ,

Verse: 7   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და საცხოვარი მათი და ფასი მონაგები მათი ნატყუენავსა თანა განვიყავთ წილით და დავიპყართ ქვეყანა იგი მათი.

Verse: 8   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მიერ ჟამსა შინა ჴელთაგან ორთა მეფეთა ამორეველთაჲსა, რომელნი-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა ნაღუარევითგან არნონით ვიდრე ჰერნონდმდე.

Verse: 9   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რომელთა-იგი ტაიჭიკ სახელ-ედების ჰაერმონ, რომელ-იგი არს სანიორი, რამეთუ ამორეველმან მან სანირ სახელი უწოდა მას.

Verse: 10   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ყოველი ქალაქები ნისონისაჲ და ყოველი გალაადი და ყოველი ბასაანი ვიდრე სელლქალდმდე და ედრაემდ, ესე ყოველი ქალაქები ოგისი, მეფისა მის ბასანელთაჲსა.

Verse: 11   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რამეთუ ოგ, მეფჱ ბასანელთაჲ, მარტო დაშთა რაფანელთაგან. და იყო ცხედარი მისი ცხედარი რკინისაჲ და ძნელოვანსა მას ძეთა ამონისთასა დადგომილ იყო იგი, ცხრა წყრთაჲ სიგრძე მისი და ოთხ წყრთა სივრცე მისი წყრთა მამაკაცისათა.

Verse: 12   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ქუეყანაჲ იგი მათი დავიმკჳდრეთ ჩუენ მას ჟამსა შინა, რომელ არს კიდედმდე ნაღუარევისა მის არნონისა და ვიდრე ზოგადმდე მთისა მის გალადელთაჲსა: და ქალაქები იგი მათი მივეც რუბენს და გაადს.

Verse: 13   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ნეშტი იგი გალადისაჲ და ყოველი იგი ბასანი მეფისა ოგისი მივეც კერძოსა მას,

Verse: 14   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ნათესავსა მანასესა და ყოველი იგი გარემო სოფლები არგობისი და ყოველი ბასანი ქუეყანად რაფაინისა შერაცხილ არიან, და იაირ, ძემან მანასესმან, დაიპყრა ყოველი იგი სოფლები არგობისაჲ ვიდრე საზღვრადმდე გარგასისა. და მაქათი სახელი უწოდა მას სახელად თავისა თჳსისა ბასანა ვათაირ მოდღეინდელად დღედმდე.

Verse: 15   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და მაქირს მივეც გალაადი.

Verse: 16   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და რუბენს და გაადს მივეც ქუეყანისა მის გალაადისაჲ ვიდრე ნაღუარევადმდე არნონისა შუა საზღვრითგან ნაღუარევისა მის ვიდრე იაბოკდმდე ნაღუარევი იგი, რომელ არს საზღვარი ძეთა მათ ამონისთაჲ.

Verse: 17   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და არაბიაჲ და იორდანე თჳთ საზღვარი არს მაქანარადმდე არაბიელთა და ზღჳთ მარილოვნითგან და ასელოთით ვიდრე ჴევადმდე აღმოსავლითისა.

Verse: 18   Link to exak Link to gelatat Link to sept   
გამცენ თქუენ მას ჟამს შინა და გარქუ: უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცა თქუენ ქუეყანა ეგე ნაწილად მკჳდრობისა თქუენისა, შეიჭურენით, განემზადენით, წარგუალეთ ძმათა თქუენთა თანა ძეთა მათ ისრაჱლისათა ყოველი კაცი ძლიერი მოღუაწე.

Verse: 19   Link to exak Link to gelatat Link to sept   
გარნა დედაწული თქუენი და საცხოვარი თქუენი და ნაყოფი თქუენ უწყი, რამეთუ მრავალ არს საცხოვარი იგი თქუენი, დაუტევენით ქალაქთა მაგათ თქუენთა, რომელ-ეგე მიგეც თქუენ.

Verse: 20   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ვიდრემდე განსასუენებელი სცეს უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათა თქუენთა, ვითარცა-ეგე თქუენ და დაემკჳდრნენ იგინიცა ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მისცეს მათ წილი იორდანესა მდინარესა მიიქცეს კაცად-კაცადი თითოეულად სამკჳდრებელთავე თჳსთა, რომელ მიგეც თქუენ.

Verse: 21   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ვამცენ ისოს, ძესა ნავესა, მას ჟამსა შინა და ვარქუ: თუალთა თქუენთა იხილეს, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან თქუენმან ორთა მათ მეფეთა, ეგრე უყოს უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველთა მათ მეფეთა, რომელთა-იგი მიხუალთ თქუენ მუნ.

Verse: 22   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ნუ გეშინინ, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი ჰბრძოდეს თქუენ წილ.

Verse: 23   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ვევედრე უფალსა მას ჟამსა შინა და ვთქუ:

Verse: 24   Link to exak Link to gelatat Link to sept   
უფალო, უფალო, შენ იწყე ჩუენებად მონისა შენისა ძალი შენი სიმტკიცე შენი, ჴელი ეგე მტკიცე და მკლავი მაღალი. ვინ არს ღმერთ ცათ შინა, ანუ ქუეყანასა ზედა, რომელმცა ყო ესე, რომელ-ესე შენ ჰყავ ჩუენთჳს.

Verse: 25   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ანუ მსგავს ძლიერებისა მაგის შენისა? აწ ჯერ-თუ-გიჩნდეს, წიაღვჴდე, ვიხილო ქუეყანაჲ იგი კეთილთაჲ, რომელ-იგი არს წიაღ ორდანესა, მთაჲ იგი კეთილი და ადგილი იგი ლიბანისაჲ.

Verse: 26   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და უგულებელ-მყო მე უფალმან თქუენთჳს. მერმე მომიგო მე უფალმან და მრქუა: კმა იყავნ შენდა, ნუღარა შესძინებ სიტყუად ჩემდა სიტყუასა მაგას,

Verse: 27   Link to exak Link to gelatat Link to sept   
არამედ აჰჴედ შენ თხემსა მთისა მაგის გამოთლილისასა და აღიხილენ თუალნი შენნი ზღუად კერძო და სამხრით, და ჩრდილოჲთ, და დასავალად და აღმოსავალად და იხილე თუალითა შენითა, რამეთუ არასადა წიაღსლვად ხარ შენ წიაღ იორდანესა.

Verse: 28   Link to exak Link to gelatat Link to sept   
არამედ შენ ამცენ ისოს და ნუგეშინის-ეც მას, რამეთუ ესე წიაღუძღუეს ერსა მას და მანცა დაუმკჳდროს მათ ქუეყანაჲ იგი, რომელ-ეგე შენ იხილე. დავსხედით ჩუენ ღელესა ერთსა მახლობელად სახლსა მას ფოგორისსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.