TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 274
Previous part

Chapter: 6 
Verse: 1  Link to sept   კუალად შეკრიბნა დავით ყოველი ჭაბუკი რჩეული სახლისაგან ისრაჱლისა, ვითარ სამასი ათასი კაცი.

Verse: 2  Link to sept   
* და წარვიდა დავით და ყოველი ერი მის თანა, მდიდარნი და მთავარნი სახლისა იუდასნი, აღსლვად ბორცუსა მას ზედა წარმოღებად კიდობნისა მის სჯულისასა, რომელსა ზედან წოდებულ არს სახელი უფლისა ღმრთისა ძალთასა, რომელსა ზედან დადგინებულ იყო ქერობინი მას ზედა.

Verse: 3  Link to sept   
და აღიღის და დადგის კიდობანი იგი სჯულისა ურემსა ზედან ახალსა.

Verse: 4  Link to sept   
და ** წამოიღეს იგი სახლისა მისგან ამინადაბისა, რომელი იყო ბორცუსა მას ზედა, და ოზიას, ძმათა მისთა და ძეთა ამინადაბისათა მოაქუნდა ურემი იგი კიდობნითურთ ღმრთისათ, და ძმანი მისნი ვიდოდეს გარემოსა კიდობანსა.

Verse: 5  Link to sept   
და დავით და ყოველი ერი ისრაჱლისა იმღერდეს წინაშე კიდობანსა ღმრთისა ნესტჳთა და ქნარითა, ბობღნითა და ლინითა და პირად-პირადითა სახიობითა.

Verse: 6  Link to sept   
და მოიწინეს ვიდრე კალომდე ორნია იებოსელისა. მას ჟამსა მიჰყო ჴელი თჳსი ოზია კიდობანსა ღმრთისასა, რათამცა დაამტკიცა, რამეთუ შეხარა იგი ზვარაკმან.

Verse: 7  Link to sept   
და განრისხნა გულისწყრომით უფალი ოზიასა ზედა, მუნთქუესვე ურიდებისა მისთჳს განგალა იგი და მოკუდა კიდობანსა მას თანა უფლისასა წინაშე ღმრთისა.

Verse: 8  Link to sept   
*** და შეუძნდა დავითს შემუსრვაჲ იგი ოზიასი. და ეწოდა ადგილსა მას" შესამუსრველი ოზიასი " მოდღენდელად დღედმდე.

Verse: 9  Link to sept   
და შეეშინა დავითს უფლისაგან და თქუა: ვითარ შევიღო სახიდ ჩემდა კიდობანი სჯულისა ღმრთისა?

Verse: 10  Link to sept   
და არა უნდა დავითს მიქცევად კიდობანი იგი უფლისა მისისა ქალაქსა დავითისასა, არამედ მიაქცია სახიდ აბედადისა გეთელისა.

Verse: 11  Link to sept   
და დადგა კიდობანი უფლისა მუნ სამ თუე ოდენ და აკურთხა უფალმან სახელი იგი აბედადისი გეთელისა.

Verse: 12  Link to sept   
* მიუთხრეს დავითს: აკურთხა უფალმან სახლი აბედარისი და ყოველივე, რაჲცა არს მისი, კიდობნის გამო ღმრთისა! წარვიდა დავით და აღმოიღო კიდობანი სჯულისა ღმრთისა სახლისაგან აბედადისა ქალაქად დავითისა სიხარულით.

Verse: 13  Link to sept   
** და იყუნეს მის თანა, რომელთა მოაქუნდათ კიდობანი იგი, მემღერნი შჳდ დასად და საკლავები ზუარაკთა და კრავთა.

Verse: 14  Link to sept   
დავით როკვიდა წინაშე კიდობნისა მის პარითა შორის მოსტჳნვართა მათ და მბობღნართა წინაშე უფლისა მკული სამკაულითა ძოწეულითა.

Verse: 15  Link to sept   
და დავით და ყოველთა ერთა ისრაჱლისათა მოიღეს კიდობანი ღაღადებითა ჴმითა ნესტჳსათა.

Verse: 16  Link to sept   
და შევიდოდა რა კიდობანი იგი უფლისა ქალაქად დავითისა, და მელქოლ, ასული საულისი, იჭჳრებოდა სარკმლით გამო და იხილა მეფე დავით, რამეთუ როკვიდა ქნარითა, მომღერალი წინაშე კიდობნისა უფლისა, და განგმო გულსა შინა თჳსსა.

Verse: 17  Link to sept   
და მოიღეს და დადგეს კიდობანი იგი ღმრთისა კარავსა მას შინა, რომელი აღმართა დავით. და შეწირა დავით წინაშე უფლისა საკუერთხნი მშჳდობისანი.

Verse: 18  Link to sept   
** და რაჟამს აღასრულა შეწირვაჲ მსხუერპლთა და მშჳდობისათა, აკურთხა ყოველი იგი ერი სახელითა უფლისა ყოვლისა მპყრობელისათა.

Verse: 19  Link to sept   
და განუყო ყოველსა მას ერსა და ყოველსა ძალსა ისრაჱლისათა დანითგან ვიდრე ბერსაბემდე: მამაცსა და დიაცსა, თჳთო კუერი პური და თითო დარანი ჴორცი და თჳთო მანდარი ტაბაკისაგან. და წარვიდა ერი იგი სახიდ თჳსად.

Verse: 20  Link to sept   
და შეიქცა დავით კურთხევად სახლისა თჳსისა. და გამოეგებოდა მას მელქოლ, ასული საულისა, აკურთხა იგი და ჰრქუა: რაბამადღა რამე ჰაეროვან და დიდებულ იყავ შენ დღეს, მეფე ეგე ისრაელისა, რაჟამს განკვართულ იყავ შენ და მოხჳდოდე წინაშე მონათა შენთა და მჴევალთა, ვითარცა ვინ განიკვართის როკვასა თჳსსა, ეგრე რამე განკვართულ იყავ დღეს.

Verse: 21  Link to sept   
მიუგო დავით მელქოლს და ჰრქუა: წინაშე უფლისა ჩემისა ვიხარებდე და ვროკვიდე. ხოლო კურთხეულ არს უფალი ჩემი, რომელმან გამომირჩია მე უფროს მამისა შენისა და ყოვლისა სახლისა მისისა, რამეთუ დამამტკიცა მე მთავრად ყოველსა ზედა ერსა თჳსსა ისრაჱლსა.

Verse: 22  Link to sept   
მის წინაშე ვიხარებდე, და ვიმღერდე და ვროკვიდე წინაშე უფლისა და განვიკუართო სიხარულით უფრო და უფროს და შეურაცხად გამოვჩნდე წინაშე თუალთა შენთა და თუალთა მჴევალთა შენთასა, რომელთა წინაშე მარქუ მე, ვითარმედ: დიდებულ რამე შჩნდი!

Verse: 23  Link to sept   
და მელქოლს, ასულსა საულისასა, აღარა ესვა შვილი, ვიდრე სიკუდიდმდე მისა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.