TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 299
Previous part

Chapter: 7 

Section: (a) 
Verse: 1   Link to sept   და * თჳსი იგი ტაძარი აღასრულა სოლომონ ათცამეტსა წელსა და აღასრულა ყოველივე საქმე ტაძრისა მის თჳსისა.

Verse: 2   Link to sept   
და აღაშენა ტაზარი იგი მაღნარისა მისგან ლიბანისა ას წყრთა - სიგრძო მისი და ერგასის წყრთა - სივრცე მისი და ოცდაათ წყრთა - სიმაღლე მისი და სამნაკეცად გარემო სვეტთა მათ ძელითა ფიჭჳსათა და სამჴარნი სვეტთა მათ ფიჭჳსანი.

Verse: 3   Link to sept   
და დართვა ტაძარი იგი ზედა კედელთა მათ და სვეტთა მათ რიცხჳ სვეტებისა მის ორმეოცდახუთ და ათხუთმეტგან განკარულ შინაგან.

Verse: 4   Link to sept   
გარემო და ზედა მოტიხრულ სამნაკეცლად განწვალვით.

Verse: 5   Link to sept   
და ყოველი იგი ბჭეები და ყოველი ფოლოცები ტაძრისა მის ოთხნაკეცლად განწვალა და ბჭითი ბჭედ სამნაკეცლად.

Verse: 6   Link to sept   
და კამარები სვეტებისა მის იქმნა, ერგასის წყრთა, - სივრცე მისი, შედგმულ კამარანი იგი პირისპირ ურთიერთას და სუეტნი იგი ხარისხნი პირისპირ კამარათა მათ.

Verse: 7   Link to sept   
და კამარა იგი საყდრისა მის, სადა დაჯდის შჯად შინა კამარისა მის აქმნა სართული ძელთაგან ფიჭჳსათა კიდით კიდედ.

Verse: 8   Link to sept   
და სახლსა მას საყოფელსა თჳსსა ქმნა ეზო ერთი კამარედი მსგავსად მისივე ქმნულებისა და ტაძარი იგი ასულისა ფარაოსისა, * რომელ მოიყვანა სოლომონ ცოლად თჳსა, მსგავსად მათვე კამარათა.

Section: (b) 
Verse: 9   Link to sept   
ქვათაგან პატიოსანთა უთლელთა შებრძვინვით ურთიერთას სიგრძით შინაგან და გარეშე საძირკველთაგან ვიდრე სართულადმდე.

Verse: 10   Link to sept   
და გარეშე ეზოსა მის დიდისა მომტკიცებულ ქვითა დიდითა ათ წყრთით და რვა წყრთით.

Verse: 11   Link to sept   
და ზეშთა ქვითა პატიოსნითა უთლელითა მსგავსად მისვე საზომთა და ძელითა ფიჭვისათა.

Verse: 12   Link to sept   
ეზო, რომელი-იგი დიდი გარემო სამნაკეცლად უთლელითა და ჯერი ერთი ფიცრითა შედგმულითა მოადგა ძელითა ფიჭუთა და აღაშენა ეზო იგი ტაძრისა მის უფლისა შინაგან კამარათა მათ პირისპირ ტაძრისა მის.

Verse: 13   Link to sept   
და მიავლინა მეფემან სოლომონ და მოიყვანა ქირამ ტჳროსით,

Verse: 14   Link to sept   
ძე დედაკაცისა ერთისა ქურივისა, რამეთუ იყო იგი ნათესავისაგან ნეფთალიმისა, და მამა მისი კაცი ტჳრელ ჴელოვანთმოძღუარ სპილენძისა და სავსე სიბრძნითა და მეცნიერებითა, გულისხმისმყოფელ ყოველსა საქმესა სპილენძისასა, და მოვიდა სოლომონ მეფისა და უქმნა ყოველივე იგი საქმე.

Section: (g) 
Verse: 15   Link to sept   
და შექმნნა დასხმით ორნივე იგი სუეტნი კამარას მის ათრვამეტ წყრთა - სიმაღლე სუეტისა მის, საზომითა ათოთხმეტ წყრთა ** სიმსხო სვეტისა და ოთხ - ოთხთით შუა კარები მისი, ეგრეცა მეორე იგი სუეტი.

Verse: 16   Link to sept   
და ორნი სუეტისთავნი ზედა სუეტთა მათ დასხმითნი სპილენძისანი, ხუთ წყრთა - სიმაღლე ერთისა მის სუეტისა თავისა და მეორისა მის სუეტისა - ხუთ წყრთა.

Verse: 17   Link to sept   
და ქმნა ორნი სატიხარნი დასაფარველად ერთისა მის სუეტისთავისა და ორნი სატიხარნი დასაფარველად მეორისა მის სუეტისთავისა, ქმნილი დამოკიდებით

Verse: 18   Link to sept   
და ორთავე მათ სუეტთა ბროწეულისსახედ სპილენძისა გარემო სატიხარსა მას მოაქმნა დამოკიდებით შემდგომით შემდგომად, ეგრევე სახედ იქმნა მეორესა მას სუეტისთავსა.

Verse: 19   Link to sept   
და ორთავე მათ სუეტისთავთა მოაქმნა შროშნისსახედ კამარასა მას თანა საზომითა ოთხ წყრთა.

Verse: 20   Link to sept   
სატიხართა მათ ზედა ორთავე სუეტთასა ბროწლის სახედ ორასი გარემო მოდგომილი ორთავე მათ სუეტისთავთა.

Verse: 21   Link to sept   
და აღუდგინა სუეტნი იგი კამარასა მას ტაძრისასა და აღმართა სუეტი იგი ერთი მარჯულ და უწოდა სახელი მისი იაქუმ, და აღმართა სუეტი იგი მეორე მარცხულ, და უწოდა სახელი მისი ბოოზ.

Section: (d) 
Verse: 22   Link to sept   
და ზედ სუეტისთავთა მათ მოაქმნა შროშნისსახედ და აღასრულა საქმე იგი სუეტთა მათ.

Verse: 23   Link to sept   
და * ქმნა ზღუაჲ იგი რვალისა ათ წყრთა ყურით, ყურ მრგვალ გარემო და სიფართე მისი იყო ოცდაათსამმეტ წყრთა და ხუთ წყრთა სიმაღლე მისი.

Verse: 24   Link to sept   
და სამყაროთა ზედა, რომელთა დგა საზომით გარემო ათ წყრთა და მოადგა სამყაროთა მათ ზედა და დასხმით დასამტკიცებელად.

Verse: 25   Link to sept   
და ათორმეტი კურო ქვეშე ზღუასა მას, სამნი იგი ხედვიდეს სამხრად კერძო და სამნი იგი ხედვიდეს ჩრდილოდ კერძო და სამნი იგი ხედვიდეს ზღუად მიმართ და სამნი იგი ხედვიდეს აღმოსავალად, და ზღუაჲ იგი მათ ზედა და ბჭენი ყოველთანი შემართ.

Verse: 26   Link to sept   
და სიზრქო მისი მტკაველითა და ბაგენი მისნი, ვითარცა წედისანი, და სახე შროშანისა გარემო და შთაისხის ვითარ ორ ათას ოდენ მარი.

Verse: 27   Link to sept   
და ქმნნა მექონოთნი ათნი სპილენძისანი, ხუთ წყრთა სიგრძო ერთისა მის მექონოთისა და ოთხ წყრთა სივრცე მისი და ექუს წყრთა სიმაღლე მისი.

Verse: 28   Link to sept   
და ესე ქმნილებაჲ იყო მექონოთთა მათ ხორშად ქმნულ ზედა და ხორშად ქმნულ გარემო წარსავალთა მათ და ზედ

Verse: 29   Link to sept   
ხორშთა მათ წარსავალთასა ლომისსახენი და კურონი და ქერობინნი და ზედა გარემოსავალთა მათ ეგრევე სახედ და ზედ ლომთა მათ და კუროთა მათ ქმნულებაჲ დამოსლვითა.

Verse: 30   Link to sept   
ოთხნი ურმისთუალნი სპილენძისანი ერთისა მის მექონოთისა და განსაცმელნი სპილენძისანი ოთხკერძოვე, ბეჭნი მათნი ქუეშე ავაზანთა მათ და ბეჭნი კაცისსახენი ჩასხმულნი ატყირბულნი მათ თანა.

Verse: 31   Link to sept   
და პირი მისი სუეტისთავითგან აღმართ წყრთა ერთ; და იყო პირი მისი მრგუალ, ეგრესახედვე წყრთა და კერძო სიზრქო მისი და გარემო ბჭენი მისნი წახნაგისსახედ მოქმულ ოთხ კედლად და არა მრგულად.

Verse: 32   Link to sept   
და ოთხნი ურმისთვალნი ქუეშე სამყაროთა მათ და ჴელნი მისნი ურმისთვალთა მათ მიმართ და მექონოთთა და სიმაღლე ურმისთვალთა მათ წყრთა და კერძო.

Verse: 33   Link to sept   
და ქმნილებაჲ ურმისთვალთა საეტლეთა და ჴელნი მათნი და ქედნი მათნი და ბეჭნი მათნი და ყოველი ქმნილებაჲ მათი დასხმითი რვალისა.

Verse: 34   Link to sept   
და ოთხნი მჴარნი ზედა ოთხთა მათვე კიდეთა მექონოთისათა, მუნვე შემართ მექონოთად ბეჭნი მათნი.

Verse: 35   Link to sept   
ზედა თავსა მას მექონოთისასა წყრთისა ერთისა კერძო სიდიდით მრგულად გარემო ზედა თავსა მის მექონოთისასა და ჴელნი მისნი გამოდგმითნი მისგანვე.

Verse: 36   Link to sept   
და განეღებოდეს შედგმულსა ზედა ჴელთა მისთასა და ხორშთა მისთა ქერობინნი და ლომნი და დანაკისკუდნი გამოქმნულნი მისგან პირისპირ ურთიერთსა შინაგან და გარეშე.

Verse: 37   Link to sept   
და მისსახედვე ქმნა ყოველი იგი ქმნილებაჲ ათთა მათ მექონოთთა. ერთი საზომი და ერთი სწორება და ერთი სახე იყო ყოველთა მათ.

Verse: 38   Link to sept   
და ქმნა ათნი ქოთნისსახენი ქვაბნი სპილენძისანი და შთაისხის ერთმან ქვაბმან ორმეოცი მარი და იყო ოთხ წყრთა საზომი ქვაბთა მათ და ქვაბი ერთი თითოეულად ზედა ათთა მათ მექონოთთა.

Verse: 39   Link to sept   
და დადგნა მექონოთნი იგი ხუთნი მჴარით კერძო ტაძრისა მის მარჯვენით და ხუთნი მჴრით ტაძრისა მის მარცხენით და ზღუაჲ იგი დადგა მჴრით მარჯვენით კერძო მზისა აღმოსავალით და ბღუარით.

Verse: 40   Link to sept   
და ქმნა ქირამ სიავ-ქვაბნი, სიავ-ქვაბნი იგი გამატფობელად და ტასტები იგი და აღასრულა ქირამ ყოველი იგი საქმე, რომელ უქმნა მეფესა სოლომონს ტაძარსა მას უფლისასა.

Verse: 41   Link to sept   
და სუეტნი ორნი გარე-მოდგმით ქანდაკებული ზედა ორთა მათ სუეტისთავთა და ორ-ორი მოტიხრული დასაფარველად გარემოქანდაკებულთა მათ ქმნილთა ზედა სუეტისთავთა.

Verse: 42   Link to sept   
და ოთხასნი ბროწეულისსახენი ორთა მათ სატიხართა და ოთხნაკეცად მოდგმული ბროწეულისსახედ მათვე საქციელთა მექონოთისათა ზედა ორთა მათვე სუეტთა.

Verse: 43   Link to sept   
და ქოთნისსახენი იგინი ქვაბნი ათნივე ზედა მექონოთთა მათ.

Verse: 44   Link to sept   
ზღუაჲ იგი ერთი და ათორმეტნი იგი კურონი ქუეშე ზღუასა მას.

Verse: 45   Link to sept   
და სიავნი იგი განმატფობელნი სამნი და ტასტები იგი და ყოველივე იგი ჭურჭელი, რომელნი უქმნა ქირამ მეფეს სოლომონს ტაძარსა მას უფლისასა და სუეტები ორმეოცდარვა ტაძარსა მას უფლისასა და ტაძარსა მას მეფისასა და ყოველი იგი საქმე, რომელ ქმნა მეფემან ქირამ, სპილენძისაგან ხოლო, და არა იყო სწორი სპილენძისა მის, რომლისაგან ქმნა ყოველი იგი საქმე მრავალი და დიდი, და არა იყო სწორ ბრწყინვალებისა მის სპილენძისა.

Verse: 46   Link to sept   
კიდესა იორდანისასა ოდენ უქმნა მეფესა დასხმითი და სპილენძისა სიზრქესა მის მიწისასა, შთასხა ყოველი საშუალ სოკაქოთსა და სირთანსა.

Verse: 47   Link to sept   
და მისცა მეფემან სოლომონ ყოველი იგი საქმარი, რამეთუ დიდად ფრიად იყო სიმრავლითა და არა იყო რიცხჳ სპილენძისა მის.

Verse: 48   Link to sept   
და ქმნა სოლომონ ყოველი იგი სამსახურებელი ტაძრისა მის უფლისასა და საზორველი იგი ოქროსანი და ტაბლა იგი, რომელსა ზედა პური იგი შესაწირავისა დაიდებოდა, ოქროსა.

Verse: 49   Link to sept   
და სასანთლენი იგი ოქროსანი ხუთნი მარჯუენით და ხუთნი მარცხენით პირისპირ დაბირისა, რჩეულისა ოქროსა, და ლამპარნი იგი და სასანთლენი და მოსაწმენდელნი იგი ოქროსანი.

Verse: 50   Link to sept   
და წირთხლები იგი და სამსჭვალები და ტაბლები იგი და პინაკები იგი და საგლელნი ოქროსაგან რჩეულისა და კარები სახლისა მის შინაგანისა წმიდასა მას წმიდათასა და კარები ტაძრისა მის ოქრო რჩეულ.

Verse: 51   Link to sept   
და * აღასრულა ყოველი იგი საქმე, რომელი ქმნა მეფემან სოლომონ ტაძარსა მას უფლისასა, და შეიღო სოლომონ სიწმიდე იგი დავითის მამისა თჳსისა და ყოველი იგი სიწმიდე სოლომონისი: ვეცხლი და ოქრო და ყოველი ჭურჭელი იგი მისცა საფასედ ტაძარსა მას უფლისასა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.