TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 314
Previous part

Chapter: 22 
Verse: 1  Link to sept   და დასხდეს სამ წელ, და არა იყო ბრძოლა შორის ასურასტანელთა და შორის ისრაიტელთა.

Verse: 2  Link to sept   
****** და იყო, წელსა მას მესამესა შთავიდა იოსაფატ, მეფე იუდასი, მეფისა მის ისრაჱლისა.

Verse: 3  Link to sept   
და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან მონათა თჳსთა: არა უწყით, რამეთუ ჩუენი არს რამათ გალაიდი? და ჩუენ დადუმებულ ვართ მოღებად ჴელთაგან მეფისა ასურთასა?

Verse: 4  Link to sept   
და ჰრქვა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: გამოვედ ჩემ თანა ბრძოლად რამათდ გალადიისა. და ჰრქვა იოსაფატ მეფესა ისრაჱლისასა: ვითარცა შენ, ეგრეთცა მე, ვითარცა ერი შენი - ერი ჩემი და ვითარცა საჴედარნი შენნი - ეგრეთცა და საჴედარნი ჩემნი.

Verse: 5  Link to sept   
და ჰრქუა იოსაფატ, მეფემან იუდისმან მეფესა ისრაჱლისასა: მო და ვკითხოთ დღეს უფალსა.

Verse: 6  Link to sept   
და შეკრიბნა მეფემან ისრაჱლისამან ყოველნი წინაწარმეტყუელნი თჳსნი, ვითარ ოთხას ოდენ კაცი და ჰრქუა მათ მეფემან: მივიდე რამათ გალადისა ზედა ბრძოლად, ანუ ადგილ-ვიპყრა? და ჰრქუეს: აღდეგ და მოცემით მოსცეს უფალმან ჴელთა მეფისათა.

Verse: 7  Link to sept   
და ჰრქუა იოსაფატ მეფესა მას ისრაჱლისასა: არს ვინ აქა წინაწარმეტყუელი უფლისა, ანუ არა? და ვკითხოთ მის მიერ უფალსა.

Verse: 8  Link to sept   
და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: არს აქა კაცი ერთი ღმრთისა, რომლისა მიერ ვკითხემცა უფალსა და მე მოვიძულე იგი, რამეთუ არა იტყჳს ჩემთჳს კეთილსა, არამედ ძჳრსა, მიქეა, ძე იემლაისი. და ჰრქუა იოსაფატ, მეფემან იუდასმან: ნუ ეგრე იტყჳ, მეფე.

Verse: 9  Link to sept   
და მოუწოდა მეფემან ისრაჱლისამან საჭურისსა ერთსა და ჰრქუა: ადრე მოიყვანე მიქეა, ძე იემლაჲსი.

Verse: 10  Link to sept   
და მეფე ისრაჱლისი და იოსაფატ, მეფე იუდასი, სხდეს თჳთვეულად, სავარძელთა ზედა ჭურვილნი ბჭეთა მათ თანა სამარიასათა და ყოველნი იგი ქურუმნი მისნობდეს წინაშე მათსა.

Verse: 11  Link to sept   
და ქმნნა სედეკია, ძემან ქანანისამან, რქანი რკინისანი და თქვა: ესრეთ იტყჳს უფალი: ამით ერქენდე და მოსპო ასურასტანელი სრულიად.

Verse: 12  Link to sept   
და ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს ეგრეთვე და იტყოდეს: აღვედ რამათად გალადისად, და წარგემართოს და მოგცეს უფალმან ჴელთა შენთა მეფე იგი ასურასტანელთა.

Verse: 13  Link to sept   
და მოციქული იგი, რომელ მივიდა წოდებად მიქეასა, უთხრა მას და ჰრქუა: აჰა, ეგერა, ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი იტყჳან, ვითარცა ერთითა პირითა კეთილსა მეფისათჳს. აწ იყავნ სიტყუაჲ შენი, ვითარცა ერთისა მათგანისა და იტყოდე კეთილსა.

Verse: 14  Link to sept   
და თქუა მიქეა: ცხოველ არს უფალი, რამეთუ, რაჲცა მრქვის მე უფალმან, მასცა ვიტყოდი.

Verse: 15  Link to sept   
და მოვიდა მეფისა და ჰრქუა მას მეფემან: მიქეა, აღვიდეა რამათ გალადისა ბრძოლად, ანუ ვდგე აქა? მიუგო და ჰრქუა: აღვედ და წარგემართოს და მოგცეს უფალმან ჴელთა შენთა.

Verse: 16  Link to sept   
ჰრქუა მას მეფემან მერმე: გაფუცებ შენ, რათა სთქუა ჭეშმარიტი სახელითა უფლისათა.

Verse: 17  Link to sept   
და ჰრქვა მიქეა: არა ეგრე, ვიხილე ყოველი ისრაჱლი განბნეული მთათა, ვითარცა სამწყსო, რომლისა არა არიან მწყემს. და თქუა უფალმან: არა ვინ არს მაგათა უფალ, მიიქცედ თჳთეულად სახიდ თჳსა მშჳდობით.

Verse: 18  Link to sept   
და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს, მეფესა იუდისასა: არა გარქვა შენ, ვითარმედ არა წინაწარმეტყუელებენ ჩემთჳს კეთილსა, არამედ ძჳრსა?

Verse: 19  Link to sept   
და ჰრქუა მიქეა: არა ეგრე, არა თუ მე რაჲმე, არამედ ისმინე სიტყუაჲ უფლისა, რამეთუ ვიხილე უფალი ღმერთი ისრაჱლისა მჯდომარე ზედა საყდართა თჳსთა და ყოველნი ერნი ზეცისანი დგეს გარემო მისა მარჯულ და მარცხლ.

Verse: 20  Link to sept   
და თქუა უფალმან: ვინ შეიტყუოს აქაბ, მეფე ისრაჱლისა, და აღვიდეს და დაეცეს რამათ გალადსა? და თქვეს ვინმე ესრე და ვინმე ეგრე.

Verse: 21  Link to sept   
და წარვიდა სული წინაშე უფლისა და თქუა: მე შევიტყუო იგი. და ჰრქუა მას უფალმან: რათა?

Verse: 22  Link to sept   
და ჰრქუა მას: მივიდე და ვექმნე სული ცრუ პირსა ყოველთა მათ წინაწარმეტყუელთა მისთასა. და ჰრქუა: შეიტყუე, და შეუძლო, განვედ და ყავ ეგრე.

Verse: 23  Link to sept   
და აწ, აჰა, მოსცა უფალმან სული სიცრუსა პირსა ყოველთა მათ წინაწარმეტყუელთასა და უფალი იტყოდა შენ ზედა ძჳრსა.

Verse: 24  Link to sept   
და მიუდგა თანა სედეკია, ძე ქანანისი, და სცა ღაწუსა მიქეასსა და ჰრქუა: რომელი სული უფლისა არს იგი, რომელ განმეშორა ჩემგან და გეტყოდა შენ?

Verse: 25  Link to sept   
და ჰრქუა მიქეა: აჰა, შენ თჳთ იხილო მას დღესა შინა, რაჟამს შეივლტოდი სენაკით სენაკად დამალვად.

Verse: 26  Link to sept   
და თქუა მეფემან ისრაჱლისამან: შეიპყართ მიქეა და მიეცით ამნონს, ქალაქაპეტსა, და იოასს, ძესა მეფისასა.

Verse: 27  Link to sept   
და არქუთ: ესრე იტყჳს მეფე, შესვით ეგე საპყრობილესა და ჭამოს პური ჭირისა და წყალი იწროებისა, ვიდრემდე მოვიქცე მშჳდობით.

Verse: 28  Link to sept   
და ჰრქუა მიქეა: და უკუეთუ მოქცევით მოიქცე მშჳდობით უკუე. ვიდრე არა მეტყოდა მე უფალი. და თქუა მეფემან: აწ ისმინეთ ყთველმან მაგან ერმან.

Verse: 29  Link to sept   
და განვიდა მეფე იგი ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფე იუდასი, მის თანა რამად გალადისა.

Verse: 30  Link to sept   
და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს, მეფესა იუდასასა: შევიმოსო სხვად და შევიდე ბრძოლად და შენ შეიმოსო ჩემი სამოსელი. და უცნაურ იქმნა თავი მეფემან ისრაჱლისამან და შევიდა ღუაწლსა მას.

Verse: 31  Link to sept   
და მეფემან ასურასტანისამან ამცნო მეეტლეთა მათ თჳსთა და ჰრქუა: ნუ შეახებთ ნუცა დიდსა, ნუცა მცირესა, არამედ მეფესა ხოლო ისრაჱლისასა.

Verse: 32  Link to sept   
და იყო, ვითარცა იხილეს მეეტლეთა მათ იოსაფატ, მეფე იუდასი, და თქუეს ურთიერთას: ვგონებთ, თუ ესე არს მეფე იგი ისრაჱლისა. და გარე-შეიცვეს იგი და ღაღად-ყო იოსაფატ.

Verse: 33  Link to sept   
და იყო, ვითარცა იხილეს მეეტლეთა მათ, რამეთუ არა იგი იყო მეფე ისრაჱლისა, მიაქციეს მისგან.

Verse: 34  Link to sept   
და მოირთხა ერთმან ვინმე მოისართაგანმან და სცა მეფესა ისრაჱლისასა ჯაჭუსა ზედა და განაწონა ფილტუსა. და ჰრქუა მეეტლესა მას თჳსსა: მოაქციე ეტლი ეგე და უკუნმაქციე ღვაწლისა ამისგან, რამეთუ წყლულ ვარ.

Verse: 35  Link to sept   
და განძლიერდა ღუაწლი იგი მას დღესა შინა და მეფე დგა ზედა ეტლთა მათ პირისპირ ასურასტანელთა მათ დღითგან მიმწუხრამდე. და გარდამოექანებოდა სისხლი იგი წყლულისა მისგან და აღავსებდა უბესა მის ეტლისასა. და ვითარცა დამწუხრდა, აღმოჴდეს სულნი.

Verse: 36  Link to sept   
და შთასულასა ოდენ მზისასა ჴმობდა ქადაგი ერისა მის და თქუა: მოიქეცით თჳთეულად ქალაქსა თჳსსა, ქუეყანად თჳსა.

Verse: 37  Link to sept   
რამეთუ მოკუდა მეფე. და მოვიდეს სამარიად და დაფლეს იგი სამარიას.

Verse: 38  Link to sept   
და განრცხნეს ეტლნი იგი სისხლისა მისგან წყალთა მათ სამარიასათა. და ლოკდეს ღორნი და ძაღლნი სისხლსა მისსა და როსპიკნი იბანნეს სისხლსა მას მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა პირითა ელიასითა.

Verse: 39  Link to sept   
და ნეშტნი სიტყუათა აქაბისთანი და ყოველი, რაცა ქმნა და სახლი იგი პილოსძვალისა, რომელი ქმნა, და ყოველნი იგი ქალაქნი, რომელ აღაშენნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა.

Verse: 40  Link to sept   
და დაიძინა აქაბ მამათა თჳსთა თანა და მეფობდა ოქოზია, ძე მისი, მის წილ.

Verse: 41  Link to sept   
და იოსაფატ, ძე ასასი, მეფობდა ზედა იუდასა წელსა მეოთხესა აქაბ მეფისა ისრაჱლისა.

Verse: 42  Link to sept   
და ოცდა ათხუთმეტისა წლისა იყო იოსაფატ დადგომასა მას მისსა მეფედ და ოცდახუთ წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა ასუბა, ასული სალსალასი.

Verse: 43  Link to sept   
და ვიდოდა ყოველთა გზათა ასას, მამისა თჳსისათა და არა გარდააქცია მათგან და ქმნა სამართალი წინაშე უფლისა.

Verse: 44  Link to sept   
გარნა მაღალნი იგი, რამეთუ მოსპნა; ერი იგი უზორვიდავე და უკმევდა საკუმეველსა ზედა მაღალთა მათ.

Verse: 45  Link to sept   
და მშვდობაჲ იყო შორის იოსაფატისა და მეფისა მიმართ ისრაჱლისა.

Verse: 46  Link to sept   
და ნეშტნი სიტყუათა იოსაფატისთანი და ძლიერებანი მისნი, რომელ ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასათა.

Verse: 47  Link to sept   
და შეწირულნი, რომელ დაშთომილ იყუნეს დღეთა მათ მამისა მისისათა, მოსპნა ქუეყანით.

Verse: 48  Link to sept   
და მეფე არა დგა ედომს დამტკიცებულად.

Verse: 49  Link to sept   
და მეფემან იოსაფატ ქმნნა ნავნი მიმავალნი თარსით და სოფირად, რომელთა მოაქუნდა ოქრო და არღარა ვიდოდეს, რამეთუ დაიმუსრნეს ნავნი იგი გასიონ გაბერს.

Verse: 50  Link to sept   
მიერ ჟამსა ჰრქუა ოქოზია, ძემან აქაბისამან, იოსაფატს: მოვიდენ მონანი შენნი მონათა ჩუენთა თანა და ნავნი შენნი ნავთა ჩემთა თანა და არა ინება იოსაფატ.

Verse: 51  Link to sept   
და დაიძინა იოსაფატ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა მას დავითისასა და მეფობდა იორამ, ძე მისი, მის წილ.

Verse: 52  Link to sept   
და ოქოზია, ძე აქაბისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა სამარიას წელსა მას მეჩჳდმეტესა იოსაფატისასა, მეფისა იუდასასა, მეფობდა ისრაჱლსა ზედა ორ წელ.

Verse: 53  Link to sept   
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და ვიდოდა გზათა აქაბის, მამისა თჳსისათა, და გზათა იეზაბელის, დედისა თჳსისათა, სახლისა მის იორობოამისა, ძისა ნაბატისასა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი,

Verse: 54  Link to sept   
და ამონა კერპთა მათ, თაყუანი-სცა მათ და განარისხა უფალი ღმერთი ისრაჱლისა უმეტეს ყოველთა მათ წინანდელთა მისთა.
Section:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.