TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 317
Previous part

Chapter: 3 
Verse: 1  Link to sept   და იორამ, ძე აქაბისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა სამარიას წელსა მას მეათვრამეტესა იოსაფატის, მეფის იუდასასა, და მეფობდა ათორმეტ წელ.

Verse: 2  Link to sept   
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ მამამან და დედამან მისმან, და დაამჴუნა ძეგლნი იგი, რომელ აღმართნა მამამან მისმან.

Verse: 3  Link to sept   
ხოლო ცოდვასა მას იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი, შეუდგა და არა განეშორა მათგან.

Verse: 4  Link to sept   
და ამოს, მეფე მოაბისა, იყო ნოკედს და მოსცემდა ხარკსა მეფესა მას ისრაჱლისასა და ასი ათასსა კრავსა და ასი ათასსა ვერძსა ურისველსა.

Verse: 5  Link to sept   
და იყო, შემდგომად სიკუდილისა მის აქაბისსა და განუდგა მეფე იგი მოაბისა მეფესა მას ისრაჱლისასა.

Verse: 6  Link to sept   
და გამოვიდა მეფე იორამ სამარიად მას დღესა შინა, აღიხილა ისრაჱლი და წარვიდა.

Verse: 7  Link to sept   
და წარავლინნა მეფემან იოსაფატისა, მეფისა იუდასა და ჰრქუა: მეფე მოაბისა მეცრუვა მე. აწ გამო-თუ-ხჳდე ჩემ თანა ბრძოლად მოაბისა? და თქუა: განვიდე, რამეთუ ვითარცა შენ, ეგრეცა მე და ვითარცა ერი შენი, ეგრეცა ერი ჩემი და ვითარცა საჴედარნი შენნი, ეგრეცა საჴედარნი ჩემნი.

Verse: 8  Link to sept   
და ჰრქუა: რომელსა გზასა მივმართოთ? და ჰრქუა იორამ: გზასა მას უდაბნოსასა, ედომით კერძო.

Verse: 9  Link to sept   
და წარვიდეს მეფე ისრაჱლისა და მეფე იუდეასი და მეფე ედომისა და დაიდარნეს შჳდ დღე გზასა მას. და არა ეპოვა წყალი ბანაკსა მას და არცა საცხოვარსა მათსა, რომელი იყო მათ თანა.

Verse: 10  Link to sept   
და თქუა მეფემან ისრაჱლისამან: ,ა́ რამეთუ განგუწირნა ჩუენ უფალმან, სამნი ესე მოსრულნი მეფენი, მიცემად ჴელთა მოაბისთა.

Verse: 11  Link to sept   
და თქუა იოსაფატ მეფემან: არამე არს აქა წინაწარმეტყუელი უფლისა და ვაკითხემცა უფლისა მიერ ჩუენთჳს? და თქუა ერთმან ვინმე ყრმამან მეფისა ისრაჱლისამან: არს აქა ელისე, ძე საფატისი, რომელი სცემდა ჴელთსაბანელსა ელიას.

Verse: 12  Link to sept   
და თქუა იოსაფატ: არს სიტყუაჲ უფლისა მის თანა. და მივიდეს მისა მეფე იგი ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფე იუდასი, და მეფე ედომისი.

Verse: 13  Link to sept   
და ჰრქუა ელისე მეფესა მას ისრაჱლისასა: რა ძეს შენი და ჩემი? მივედ შენ წინაწარმეტყუელთა მამისა შენისათა და წინაწარმეტყუელთა დედისა შენისათა! და ჰრქუა მას მეფემან ისრაჱლისამან: მო-მე-გვიყვანნა უფალმან სამნი ესე მეფენი მიცემად ჴელთა მოაბელთასა?

Verse: 14  Link to sept   
და თქუა ელისე: ცხოველ არს უფალი, რომელმან განმაძლიერა მე წინაშე მისა, უკუეთუმცა არა თუალ-ვასხენ იოსაფატს, მეფესა იუდასსა, არცაღამცა მიგხედე და გიხილე შენ.

Verse: 15  Link to sept   
და აწ მომგუარეთ მე მაქებელი! და მოგვარეს ერთი მაქებელი, და იყო, ვითარცა იტყოდა ქებასა მას, იყო მის ზედა ჴელი უფლისა.

Verse: 16  Link to sept   
და ჰრქვა: ესრე იტყჳს უფალი, არა იხილოთ ქარი და არცა იხილოთ წჳმა. და ნაღვარევი ეგე აღივსოს წყლითა და სუათ თქუენ და საცხოვარმან თქუენმან და კარაულმან თქუენმან.

Verse: 17  Link to sept   
და მცირე არს ესე ყოფად წინაშე თუალთა უფლისათა. და მოგცეს უფალმან მოაბი ჴელთა თქუენთა.

Verse: 18  Link to sept   
და დასცნეთ ყოველნი იგი ქალაქნი რჩეულნი და ძლიერნი და ყოველი ხე შუენიერი დასცეთ და ყოველი წყაროები აღმოავსოთ და ყოველი ადგილი შუენიერი განრყუნეთ თქუენ.

Verse: 19  Link to sept   
და იყო, განთიადსა მას ოდენ შეწირვასა ოდენ მსხუერპლისასა და, აჰა, წინაწარმეტყუელნი მოვიდოდეს გამოსლვითა ედომით. და აღივსო ქუეყანა წყლითა.

Verse: 20  Link to sept   
და ყოველსა მოაბსა ესმა, ვითარმედ მივლენან ესე მეფენი წყობად მათა. და აუწყეს ყოველთავე სარტყლისშემრტყმელსა მახჳლოსანსა მათა მიმართ და აღიმსთვეს განთიადსა მას და დადგეს საზღვარსა მათსა.

Verse: 21  Link to sept   
და მოეფინა მზე წყალთა მათ ზედა და იხილა მოაბ პირისპირ წყალი იგი მეწამული, ვითარცა სისხლი.

Verse: 22  Link to sept   
და თქუეს: სისხლი იგი მახჳლისა არს ჴდომით, ვიდრემდე ჴდებოდეს ურთიერთას მეფენი იგი, დაეცნეს ურთიერთას და, აჰა, აწ მალე იყავნ ტყუენვად მოაბ.

Verse: 23  Link to sept   
და მიმართეს ბანაკსა მას ისრაჱლისასა და აღდგეს ისრაიტელნი და დასცეს მოაბი და ივლტოდეს პირისგან მათისა და შეუდგეს და მოსრვიდეს მოაბსა.

Verse: 24  Link to sept   
და ქალაქნი მათნი დაამჴუნეს და ყოველივე ნაწილი კეთილი კაცად-კაცადმან ქვითა აღმოავსო და ყოველივე თავი წყაროთა აღმოავსეს ქვითა და ყოველი ხე შუენიერი დასცეს და არა დაუტევეს ქვა ქვასა ზედა ზღუდეთა მათთა. და გარემოადგეს მას შურდულოსანნი და დასცეს იგი.

Verse: 25  Link to sept   
და იხილა იგი მეფემან მოაბისამან, რამეთუ განძლიერდა მის ზედა ღუაწლი იგი, მიმართა შჳდასითა კაცითა მახჳლოსანითა მიწევნად მეფისა მის ზედა ედომისასა და ვერ შეუძლო.

Verse: 26  Link to sept   
და მოიყვანა ძე იგი თჳსი პირმშო მეფემან, რომელ დაედგინა მეფედ თავისი თჳსისა წილ, და შეწირა იგი მსხუერპლად ზღუდესა მას ზედა. და იყო სინანულ დიდ შორის ისრაჱლსა და წარმოვიდეს მიერ და მივიდეს ქუეყანად თჳსად.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.