TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 326
Previous part

Chapter: 12 
Verse: 1  Link to sept   შემდგომად მეშჳდისა მის წლისა იუისა მეფობდა იოვას, ძე ოქოზიასი, ორმეოც წელ იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - საბა ბერსაბეთ.

Verse: 2  Link to sept   
და ქმნა იოას სამართალი წინაშე უფლისა ყოველთა დღეთა, რომელ განანათლა იგი იუდაე მღდელმან.

Verse: 3  Link to sept   
ხოლო მაღალთა მათგან არა განეშორა და მუნ უზორვიდა ერი იგი და უკმევდეს საკუმეველსა მაღალთა მათ.

Verse: 4  Link to sept   
და ჰრქუა იოას მღდელთა მათ: ყოველი ვეცხლი, რომელი შეწირულ არს ტაძარსა მაგას უფლისასა სიწმიდეთა მაგათ, ვეცხლი თჳთოეულად კაცად -კაცადისა აღსრულებულისა, შერაცხილ სულთათჳს, ყოველი, ვეცხლი რაოდენი მოუჴდეს გულსა კაცისასა შეღებად სახლსა მაგას უფლისასა.

Verse: 5  Link to sept   
მოიღონ მღდელთა მათ კაცად-კაცადმან მოფარდულთაგან თჳსთა და მათ აღაგონ ბედეკი სახლისა მის უფლისა ყოველსა შინა, სადაცა პოონ ბედეკი.

Verse: 6  Link to sept   
და იყო, ოცდამესამესა წელსა იოას მეფისასა არა აღაგეს მღდელთა მათ ბედეკი სახლსა მას უფლისასა.

Verse: 7  Link to sept   
და მოუწოდა მეფე იოას იუდაე მღდელსა და ყოველთავე მათ მღდელთა და ჰრქუა მათ: რასა არა აღაგეთ ბედეკი სახლისა მის უფლისა? და აწ ნუ მიიღებთ ვეცხლსა ყოველთაგან მოფარდულთა თქუენთა, არამედ ბედეკისა მისთჳს სახლისა უფლისა მიეცით იგი.

Verse: 8  Link to sept   
და აღუთქუეს მღდელთა მათ არა მოღებად ვეცხლი ერისა მისგან და არცა აღგებად ბედეკი ტაძრისა მის.

Verse: 9  Link to sept   
და მოიღო იოდაე კიდობანი ერთი და უქმნა ჴურელი პირსა ზედა მისსა და დადვა იგი საკურთხეველსა მას თანა უფლისასა. და მისცეს მღდელთა მათ, რომელნი-იგი სცვიდეს კართა მათ, ყოველი ვეცხლი, რომელ იპოვა სახლსა მას უფლისასა.

Verse: 10  Link to sept   
და იხილეს, ვითარმედ ფრიად არს კიდობანსა მას შინა. აღვიდა მწიგნობართა მოძღუარი იგი სამეუფოსი და მღდელი იგი დიდი და აღრაცხეს ვეცხლი იგი, რომელი იპოვა სახლსა მას უფლისასა.

Verse: 11  Link to sept   
და მისცეს ვეცხლი იგი ჴელთა მოქმედთა საქმისა ჭურჭლისათა სახლსა მას უფლისასა და მისცეს ხუროთა მათ ძელთასა და მაშენებელთა მათ სახლისა მის უფლისათა.

Verse: 12  Link to sept   
და გამომქანდაკებელთა მათ და გამომკვეთელთა ქვისათა სასყიდლად ძელისა და ქვათა გამოკუეთილთა აღსაშენებელად ბედეკისათჳს სახლისა მის უფლისა და მისცეს ყოველი იგი საჴმრად ტაძრისა მის.

Verse: 13  Link to sept   
და რათა არა ქმნეს მისგან სახლსა მას უფლისასა კარები ვეცხლისა და სამსჭუალები და ტაბლები და ნესტვები და ყოველი ჭურჭელი ოქროსი და ყოველი ჭურჭელი ვეცხლისა და ვეცხლისა მის შეწირულისა სახლსა მას უფლისასა.

Verse: 14  Link to sept   
არამედ მოქმედთა მათ საქმისათა მისცეს იგი აღსაგებელად სახლისა მის უფლისა.

Verse: 15  Link to sept   
და არა იყო რიცხჳ ვეცხლისა მის, რომელთა ჴელთა შინა იყო მიცემად მოქმედთა მათ, რამეთუ ერთგულ იყუნეს მოქმედნი იგი.

Verse: 16  Link to sept   
და ვეცხლი იგი შეწირული ცოდვათათჳს არა შევიდოდა ტაძარსა მას უფლისასა, არამედ მღდელთა მათ იყო.

Verse: 17  Link to sept   
მას ჟამსა გამოვიდა აზაელ, მეფე ასურასტანისა, და ეწყო გეთსა, გამოიღო იგი და მიმართა აზაელ მისლვად იერუსალჱმსა ზედა.

Verse: 18  Link to sept   
და აღიღო იოას, მეფემან იუდაისამან, ყოველნი იგი სიწმიდენი, რომელნი განწმიდნა იოსაფატ და იორამ და ოქოზია, მამათა მისთა მეფეთა იუდასთა და თჳსნი იგიცა სიწმიდენი, ყოველი იგი ვეცხლი, რომელ იპოვა საფასესა სახლსა მას უფლისასა და სახლსა მეფისასა და მიუძღვანა აზაელს, მეფესა მას ასურთასა, და წარვიდა იერუსალჱმით.

Verse: 19  Link to sept   
და ნეშტნი სიტყუათა იუასისათა და ყოველი, რაჲ ქმნა, აჰა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მეფეთა იუდასთა.

Verse: 20  Link to sept   
და აღდგეს მონანი მისნი მის ზედა ზაკჳთ და დასცეს იოას სახლსა მას მაალონისთა, საყოფელთა მათ გალაადისთა.

Verse: 21  Link to sept   
და იოზაქარ, ძემან იემუთესმან, და იეზებეთ, ძემან მისმან, შერაცხილთა მონათა მისთა, სცეს და მოკლეს იგი. და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისასა და მეფობდა ამესა, ძე მისი, მის წილ.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.