TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 328
Previous part

Chapter: 14 
Verse: 1  Link to sept   წელსა მეორესა სუფევასა იოასისათა, ძისა იოაქაზისასა, მეფისა ისრაჱლისა, ** მეფობდა ამასია, ძე იოასისი, მეფე იუდასი.

Verse: 2  Link to sept   
ძე ოცდახუთისა წლისა იყო დადგომასა მას მისსა მეფედ, ოცდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - იოადიმ იერუსალჱმით.

Verse: 3  Link to sept   
და ქმნა სიმართლე წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ დავით, მამამან მისმან, არამედ, რა ქმნა მამამან მისმან იოას, ქმნა მანცა.

Verse: 4  Link to sept   
ხოლო მაღალნი იგი არა მოსპნა და ერი იგი შესწირვიდა და უკმევდეს მაღალთა მათ.

Verse: 5  Link to sept   
და იყო, ვითარცა დაამტკიცა მეფობაჲ მისი ჴელსა მისსა და მოსრნა მონანი იგი თჳსნი, რომელთა მოკლეს მეფე, მამა მისი.

Verse: 6  Link to sept   
და შვილნი მკულელთანი მათ არა მოსრნა, ვითარცა წერილ არს წიგნსა სჯულისასა, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს და თქუა: * ნუ მოკუდებინ მამა შვილისათჳს და ნუცა მამისათჳს შვილი, არამედ თჳთოეულად ცოდვათათჳს მოკუედინ.

Verse: 7  Link to sept   
ამან დასცა ედომი გემელექს წყობასა ათი ათასი და გამოიპყრა კლდე იგი ბრძოლით და უწოდა სახელი მისი კათოელ მოდღენდელად დღედმდე.

Verse: 8  Link to sept   
მას ჟამსა წარავლინა ამასია მოციქულნი იოასისა, ძისა იოაქაზისა, ძისათჳს იოას მეფისა ისრაჱლისასა და ჰრქუა: მოვედ, შეგიმთხჳვნეთ ურთიერთარს პირისპირ.

Verse: 9  Link to sept   
და მიუგო იოას, მეფემან ისრაჱლისამან, ამასიას, მეფესა იუდისასა, და ჰრქუა: ძეძუმან ლიბანისამან მიუვლინა ფიჭუსა ლიბანისასა და ჰრქუა: მოეც ასული შენი ძესა ჩემსა ცოლად. და წარჴდეს მას ზედა მჴეცნი მაღნარისანი, რომელ იყუნეს ლიბანეს და დატკეპნეს ძეძვი იგი.

Verse: 10  Link to sept   
და მოსრვით მოსარ ედომი და აღილაღე გულითა შენითა, თავ-იყავ თავსა, დაჯედ სახლსა შენსა, რაჲსა გაზრზენს შენ უკეთურება შენი? და დაეცე შენ და იუდა შენ თანა.

Verse: 11  Link to sept   
და არა მიერჩოდა ამასია. განვიდა იოას, მეფე ისრაჱლისა, და შეიმთხჳვნეს პირისპირ იგი თავადი და ამასია, მეფე იუდასი, ბეთსამუსა ჰურიასტანისასა.

Verse: 12  Link to sept   
და იძლია იუდა წინაშე ისრაჱლისა და ივლტოდეს თჳთოეულად სამკჳდრებელად თჳსად.

Verse: 13  Link to sept   
და ამასია, მეფე იუდასი, ძე ოასისი, ძისა აქაზასი, შეიპყრა იოას, მეფემან ისრაჱლისამან, ბეთსამუსსა და მოვიდა იერუსალჱმდ და დაარღჳა ზღუდე ბჭემდე კიდისათა ოთხას წყრთა.

Verse: 14  Link to sept   
და წარიღო ოქრო და ვეცხლი და ყოველი ჭურჭელი, რომელ იპოვა სახლსა მას უფლისასა და სახლსა მას საფასესა მეფისასა და შვილნი იგი უცხოთესლთანი, და მიიქცა სამარიად.

Verse: 15  Link to sept   
და ნეშტნი სიტყუათა იოასისთანი და რომელ-რა ქმნა ძლიერებითა თჳსითა და წყობა იგი, რომელ ეწყო ამესიას, მეფესა იუდასსა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა?

Verse: 16  Link to sept   
და დაიძინა მამათა თჳსთა თანა და დაეფლა სამარიას მეფეთა მათ თანა ისრაჱლისათა და მეფობდა იორობოამ, ძე მისი, მის წილ.

Verse: 17  Link to sept   
და ცხონდა ამესია, ძე იოასისი, მეფე იუდასი, შემდგომად სიკუდილისა მის იოასისა, ძისა იოაქაზისა, მეფისა ისრაჱლისა, ათხუთმეტ წელ.

Verse: 18  Link to sept   
და ნეშტნი სიტყუათა ამესიასთანი და ყოველი, რაცა ქმნა, არა, აჰა, ესერა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა?

Verse: 19  Link to sept   
და შეკრბეს მას ზედა გუნდნი იერუსალჱმდ და მიივლტოდა ლაქისად. და შეუდგეს კვალსა მისსა ლაქისდმდე და მოკლეს იგი მუნ.

Verse: 20  Link to sept   
და დასდვეს იგი საჴედარსა თჳსსა ზედა და წარმოიღეს და დაფლეს იგი იერუსალჱმსა მამათა თჳსთა თანა, ქალაქსა დავითისასა.

Verse: 21  Link to sept   
* და მოიყვანეს ყოველმან ერმან იუდისამან აზარია, ძე მისი, და იგი იყო ათექუსმეტისა წლისა ოდენ, და დაიდგინეს იგი მეფედ მათ ზედა მამისა მისისა წილ ამასიას.

Verse: 22  Link to sept   
ამან აღაშენა აელათი და კუალად-აგო იუდა შემდგომად სიკუდილისა მისისა მამათა თჳსთა თანა.

Verse: 23  Link to sept   
წელსა მას მეათერთმეტესა ამასიასისა, მეფისა იუდასისა, მეფობდა იორობოამ, ძე იოასისი, მეფე ისრაჱლისა, ზედა ისრაჱლსა სამარიასა ორმეოცდაერთ წელ.

Verse: 24  Link to sept   
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ყოველსა მას ცოდვასა იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.

Verse: 25  Link to sept   
მოიპყრა საზღვარი ისრაჱლისა შთასავალთა მათგან ემათისთა ვიდრე ზღუადმდე არაბიასა ** მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონისა თჳსისა იონა წინაწარმეტყუელისათა, ძისა ამასია გეთელისათა.

Verse: 26  Link to sept   
რამეთუ იხილა უფალმან ურვა იგი ისრაჱლისა დიდი სიმწარისა და შემცირებულნი და ჭირვეულნი და ნაკლულევანნი და ჴუებულნი, და არა ვინ იყო შემწე ისრაჱლისა.

Verse: 27  Link to sept   
და არა უნდა უფალსა აჴოცად ნათესავი ისრაჱლისა ქუეშე ცასა და იჴსნნა იგინი უფალმან ჴელთაგან იორობოამისითა, ძისა იოსიასთა.

Verse: 28  Link to sept   
და ნეშტნი სიტყუათა იორობოამისათა და ყოველი, რაცა ქმნა, და ყოველნი ძალნი მისნი, რომლითა ჰბრძოდა და ვითარ-იგი დაიპყრა დამასკე და ემათი ისრაჱლისაგან, არა აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა?

Verse: 29  Link to sept   
და დაიძინა იორობოამ მამათა თჳსთა თანა მეფეთა მათ თანა ისრაჱლისათა. და მეფობდა აზარია, ძე ამესიასი, მამისა თჳსისა წილ.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.