TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 374
Previous part

Chapter: 5 
Verse: 1  Link to sept   * და აღასრულა ყოველი საქმარი, რომელი ქმნა სოლომონ სახლსა უფლისასა. და შეიღო სიწმიდე დავითის, მამისა თჳსისა, ოქრო და ვეცხლი და ყოველი ჭურჭელი მისცა საუნჯესა სახლისა უფლისასა.

Verse: 2  Link to sept   
მაშინ შეკრიბნა სოლომონ ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი და ყოველნი მთავარნი ტომებისანი, წინამძღუარნი ნათესავისა ისრაჱლისანი იერუსალჱმდ აღმოღებად კიდობნისა შჯულისა უფლისა ქალაქით დავითისით, ესე არს სიონი.

Verse: 3  Link to sept   
და მოვიდეს და მოკრბეს მეფისა ყოველნი კაცნი ისრაჱლისანი დღესასწაულსა მას. ესე არს თუე მეშჳდე.

Verse: 4  Link to sept   
და მოვიდეს ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისა და აღიღეს ყოველთა ლევიტელთა კიდობანი.

Verse: 5  Link to sept   
და კარავი იგი საწამებელისა და ყოველი ჭურჭელი წმიდაჲ, რომელი იყო კარავსა შინა და მოიღეს კიდობანი იგი მღდელთა და ლევიტელთა.

Verse: 6  Link to sept   
და მეფემან სოლომონ, ყოველმან კრებულმან ისრაჱლისამან და მოშიშთა და რაოდენნი შემოკრებილ იყუნეს წინაშე კიდობნისა მის, დასწყუედდენ ზუარაკებსა და ცხოვარსა, რომლისა არა იყო რიცხჳ და არცა აღითვალოს სიმრავლისაგან.

Verse: 7  Link to sept   
და შეიღეს მღდელთა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და დადგეს იგი ადგილსა თჳსსა და დაბირსა მას საფასესა ტაძრისასა და წმიდასა მას წმიდათასა ქუეშე ფრთეთა ქერობინთასა.

Verse: 8  Link to sept   
და განეპყრნეს ქერობინთა მათ ფრთენი მათნი ადგილსა მას კიდობნისასა. და ჰფარვიდეს ქერობინნი იგი კიდობანსა მას და აღსაღებელსა მას მისსა ზედა კერძო.

Verse: 9  Link to sept   
და გამოემარტნეს აღსაღებელნი იგი და იხედებოდეს აღსაპყრობელთა მათ მწვერვალნი იგი წმიდათაგან წინაშე პირსა დაბირისასა და არა იხედვებოდეს გარეშე. და იყუნეს მუნ ვიდრე აქა დღემდე.

Verse: 10  Link to sept   
და არა რა იყო სხუა კიდობანსა მას შინა, გარნა ორნი იგი ფიცარნი, რომელნი დასხნა მოსე ქორებს, რომელი-იგი მოსცა სჯული უფალმან გამოსლვასა მას ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 11  Link to sept   
და იყო, რაჟამს გამოვიდეს მღდელნი იგი სიწმიდეთა მათგან, რამეთუ ყოველნი, რაოდენნი იპოვნეს მუნ, განწმიდნეს, რამეთუ არა იყუნეს განწესებულ დღითიდღედსა მას მსახურებასა.

Verse: 12  Link to sept   
და ლევიტელნი იგი მეფსალმუნენი, ყოველნი ძენი ასაფისთანი, ემანისნი და იდუთუმისნი, ძენი მათნი და ძმანი მათნი, რომელთა ემოსა სამოსელი ბისონისა წინწილათა და სტჳრითა და ებნითა დგეს წინაშე საკურთხეველსა, და მათ თანა მღდელნი ასდაოცნი სცემდეს ნესტვებსა.

Verse: 13  Link to sept   
და იყო ერთ ჴმაჲ ნესტუებისა მის და გალობისა ჴმათა ყოველთა ერთ ჴმა. აღსარებად და ქადაგებად უფლისა და ვითარცა აღიმაღლეს ჴმაჲ ნესტუთა და წინწილთა და ებნითა და ფსტჳრითა მით საგალობელითა და იტყოდეს: აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე(!) არს წყალობა მისი. და სახლი იგი აღივსო ღრუბლითა დიდებისა უფლისათა

Verse: 14  Link to sept   
და ვერ ეძლო მღდელთა მათ დგომად და მსახურებად პირისაგან მის ღრუბლისა, რამეთუ აღავსო დიდებამან უფლისამან სახლი იგი ღმრთისაჲ.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.