TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 484
Previous part

Chapter: 16 
Verse: 1  Link to sept   *** მეფე დიდი არტაქსექს ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპადმდე ასოცდაშვიდთა სოფელთა და ჴელმწიფეთა, რომელნი ჩუენ კერძოსა ზრახავთ სიხარულით

Verse: 2  Link to sept   
და მრავალთა უფროსითა ქველის-მოქმედთა სიტკბოებითა ზედასაზედა პატივ-ცემულნი უდიდესად განლაღნეს.

Verse: 3  Link to sept   
**** არა ხოლო დამორჩილებულთა ჩუენთა ეძიებდეს ბოროტის-ყოფად, რამეთუ სიმაძღრე ვერ უძლეს დათმენად, არამედ ქველისმყოფელთაცა მათთა შეჰყავს მანქანებით ბოროტის-ყოფად.

Verse: 4  Link to sept   
მადლობა არა ხოლო კაცთაგან დააკლდეს, არამედ კეთილის უმეცრებისათჳს მონებით ამაღლდეს და ყოვლისმყოფელისა მარადის ღმრთისა წინაწარცნობისა საჯეს და ბოროტის სიძულილი განრინებად ვერ უძლეს,

Verse: 5  Link to sept   
რომელნი მრავალგზის მრავალთაცა ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებულთა მეგობართა საქმეთა ზედა დადგინებულთა საგენცობელად მათა ბრალეულ-ყვეს უბრალონი დათხევად სისხლამდე.

Verse: 6  Link to sept   
და შეამთხვივეს ბოროტი მიუწდომელი ბოროტისა ჩვენებისა ტყუვილითა, რამეთუ შეურაცხ-ყვეს თჳთმპყრობელთა უმანკო და სახიერი გონიერება, ხოლო განზარხვა ჯერ-არს.

Verse: 7  Link to sept   
არა ხოლო ესოდენ მიცემულთაგან ჩემ მიერ მიცემულთა ძველთა უწყებულთა, რაოდენ შემდგომთაგან არაღირსად აღსრულებული საქმისა, რომელნი უღირსად ჰმძლავრობდეს და ესევითართაგან უკეთურებისა მორჩილებად ამისა შემდგომად ბოროტის-ყოფადცა,

Verse: 8  Link to sept   
არამედ სამეუფოსა დაწყნარება და ყოველთა კაცთა იყოს მშჳდობა. არღარა გვიჴმს უკეთურთა შესმენა; ხოლო პირსა წინაშე მხიარულსა სახიერებით ვსჯით მარადის.

Verse: 9  Link to sept   
ნუ ჰგონებთ, რამეთუ გონება ჩემი ცვალებადი იყოს, არამედ ჟამი ცვალებადი არს, და განვაჩინებ წყალობასა.

Verse: 10  Link to sept   
* ხოლო უცხოქმნილი ჩუენგან ამან ამადოთესი ბუგანი მაკედონელი უცხო სპარსთა სისხლისაგანი იყო და ფრიად, განშორებული ჩუენგან. სიტკბოებასა მიემთხვივა ჩუენ კაცთმოყვარებისა

Verse: 11  Link to sept   
ესეოდენ, ვიდრე მამადცა ჩუენდა სახელის-დებად და ყოველთა მიერ თაყუანის-იცემებოდა და შემდგომი სამეუფო საყდარი დაეპყრა.

Verse: 12  Link to sept   
რამეთუ ვერ თავს-იდვა სიმაძღრე და ჴელი შეჰყო მთავრობისაცა ჩუენისა დაკლებად ჩუენგან და ცხორებისაგან განშორება ჩუენი.

Verse: 13  Link to sept   
ხოლო ჩუენისა მაცხოვრისა და მარადის ქველისმოქმედისა მარდოქესი და უბიწოსა მეფობისა ჩუენისა ესთერისა და ყოვლითურთ ნათესავით მათით მრავლითა სახითა მანქანებისა ზრახვათაგან ითხოვა წარწყმედისა მიცემად.

Verse: 14  Link to sept   
რამეთუ ამათ სახეთაგან ჰგონებდა ყოფად ჩუენდა ოჴრად და უცხო საქმედ სპარსთა სიმტკიცისაგან მიქცევად იგი მაკედონიად.

Verse: 15  Link to sept   
ხოლო ჩუენ სამგზის უბადრუკისა მის მიერ მიცემულთა თქუენდა ჰურიათა განსარყვნელად არა ვჰპოებთ ძჳრის-მოქმედად, არამედ სიმართლისა სჯულთა შინა მყოფ არიან.

Verse: 16  Link to sept   
და ძენი არიან მხოლოსა და ჭეშმარიტისა მაღლისანი და დიდისა და მარადის ცხოვლისა ღმრთისანი, რომელმან წარგვიმართა მეფობა ჩუენი აქამომდე.

Verse: 17  Link to sept   
კეთილთა აღთქმითა მამათა ჩუენთათა კეთილად უკუე ყავთ და ნუ ერჩით პირველ წარმოძღვანებულთა მათ თქუენდა წიგნთა ამანისმიერთა,

Verse: 18  Link to sept   
რომლისათჳს იგიცა თჳთ ამის მოქმედებისათჳს ბჭეთა წინაშე შუშანისა ქალაქისათა დამოკიდებულ არს ძელსა, რამეთუ ადრე კუალად სასყიდელი მიაგო მას ყოვლისა მპყრობელმან და ბოროტისმოძულემან ღმერთმან.

Verse: 19  Link to sept   
ხოლო სახე ესე წიგნისა ამის მიმოდვეს ყოველთა ადგილთა, ვითარმედ კადნიერად უტევეთ ჰურიანი მსახურებად თჳსთა სჯულთა.

Verse: 20  Link to sept   
და თანაშეეწეოდეთ მათ, რათა, რომელნი-იგი ჟამსა ჭირისასა დაესხმოდენ მათ ზედა დღესა მეათსამეტესა თჳსა მის მეათორმეტისა, რომელ არს ადარი,

Verse: 21  Link to sept   
მასვე დღესა, რამეთუ ამას შინა ყოველთა ძლიერმან ღმერთმან მოსრვისა წილ რჩეულისა ნათესავისა ებრაელთასა ყო სიხარული.

Verse: 22  Link to sept   
და თქუენ სახლისა თქუენისათჳს განჩინებული ესე დღე და წელიწადი ყოველთა სიხარულითა გეპყრენ,

Verse: 23  Link to sept   
რამეთუ აწ და ამისა შემდგომად ცხორება იყოს თქუენი საუკუნოდ ებრაელთა და ქველისმეტყველთა მათთჳს სპარსთა.

Verse: 24  Link to sept   
ხოლო ყოველმან ქალაქმან გინა სოფელმან, რომელნი არიან ქუეშე სამეფოსა ჩემსა ყოვლითურთ, რომელმან არა ყოს ამის ბრძანებისაებრ, ლახურითა და ცეცხლითა განილიოს რისხვით; და იყოს იგი არა ხოლო კაცთაგან უვალ, არამედ მჴეცთაგანცა და ფრინველთა მიმდემად ყოველთა ჟამთა გარდარეულებისაგან ოჴრებისა
Section:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.