TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 521
Previous part

Chapter: 37 
Verse: 1  Link to sept   და ამას ზედა შემიძრწუნდა გული ჩემი და განვარდა ადგილით თჳსით.

Verse: 2  Link to sept   
ისმინე სმენაჲ რისხვისა გულისწყრომისა უფლისაჲ და სიტყუაჲ პირისა მისისაგან გამოვიდეს.

Verse: 3  Link to sept   
ქუეშე ყოველსა ცასა დასაბამი მისი და ნათელი მისი ფრთეთა ზედა ქუეყანისათა.

Verse: 4  Link to sept   
კუალსა მისსა შემდგომად დაღადებდეს ჴმითა და იქუხოს ჴმითა რისხვისა მისისაჲთა. და არა ცვალნეს იგინი, რამეთუ გესმეს ჴმაჲ მისი.

Verse: 5  Link to sept   
იქუხოს ძლიერმან მან ჴმითა თჳსითა საკჳრველად, რომელნი ქმნნა საქმენი დიდ-დიდნი, რამეთუ არა ვიცოდეთ.

Verse: 6  Link to sept   
უბრძანოს თოვლსა ყოფად ქუეყანასა ზედა და ზამთარი წჳმათა ძლიერებისა მისისათაჲ.

Verse: 7  Link to sept   
ჴელთა ყოვლისა კაცისათა დაჰბეჭდოს, რათა ცნას ყოველმან კაცმან თჳსი იგი უძლურებაჲ.

Verse: 8  Link to sept   
შევიდენ მჴეცნი ქუეშე საფარველსა, და იყოფოდეს საწოლსა მათსა ზედა.

Verse: 9  Link to sept   
საუნჯეთაგან მოუჴდენ სალმობანი, მთათა მწუერვალთაბან ყინელი,

Verse: 10  Link to sept   
და ქარისაგან ძლიერისა მოსცეს ნეფხუაჲ, შეკრიბნეს წყალნი, ვითარცა ჰნებავნ.

Verse: 11  Link to sept   
და რჩეულთა მისთა მოჰფინის ღრუბელი, განაბნიის ღრუბელი ნათლითა მისითა.

Verse: 12  Link to sept   
და თავადმან სიმრგულე მისი გარემოაქციის ენთიებულათოთ საქმედ მათა ყოველივე, რავდენი ამცნო მათ, ესენი ბრძანებულ არიან მის მიერ ქუეყანასა ზედა,

Verse: 13  Link to sept   
გინათუ ველსა, გინათუ ქუეყანასა მისსა, გინათუ წყალობად პოოს იგი.

Verse: 14  Link to sept   
ყურად-იღე ესე, იობ, დადეგ და ისწავე ძალი უფლისაჲ,

Verse: 15  Link to sept   
ხოლო ესე უწყი, რამეთუ ღმერთმან დაამტკიცნა საქმენი თჳსნი: ნათელი შექმნა ბნელისაგან.

Verse: 16  Link to sept   
და იცის განკითხვაჲ ღრუბელთაჲ, განსაკჳრვებელი დაცემაჲ მრავალთაჲ.

Verse: 17  Link to sept   
ხოლო სამოსელი შენი ტფილ, და დაყუდნეს ქუეყანასა ზედა.

Verse: 18  Link to sept   
სიმტკიცე მის თანა სიძუელედ, ძლიერ არიან, ვითარცა ხილვაჲ მოფენისა წყალთაჲ.

Verse: 19  Link to sept   
აწ რაჲსათჳს არს ესე? მასწავე მე, რა ვჰრქუათ მას, და დავდუმნეთ მრავალისაგან სიტყჳსა.

Verse: 20  Link to sept   
ანუ წიგნი, ნუ და მიწგნობარი წინამიდგს მე, რათა კაცისათჳს წინამდგომელისა დავდუმნე?

Verse: 21  Link to sept   
ხოლო ყოველთა ვერსახილველ არს ნათელი, ბრწყინვალე არს დაძუელებადთა შორის, ვითარცა-იგი მის წინაშე ღრუბელთა ზედა.

Verse: 22  Link to sept   
ჩრდილოთ ღრუბელნი ოქროფერნი, ამათ ყოველთა ზედა დიდ არს დიდებაჲ და პატივი ყოვლისა მპყრობელისაჲ.

Verse: 23  Link to sept   
და არა ვის ვპოებთ სხუასა მსგავსსა მისსა ძლიერებითა, რომელი-იგი სიმართლისა მსაჯული არს. არა ჰგონება, ვითარმცა ისმინა მისი?

Verse: 24  Link to sept   
ამისთჳს ეშინოდის მისა კაცთა და ეშინოდის მისა ბრძენთა გულითა. შემდგომად დადუმებისა მის ელიუსისა სიტყუათა ამათ.

Section:  

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.