TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 540
Previous part

Chapter: 13 
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი


Verse: 1  Link to psa Link to sept   თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და ბილწ იქმნენ იგინი უსჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ქმნნა სიტკბოებაჲ.

Verse: 2  Link to psa Link to sept   
უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისაჲ.

Verse: 3  Link to psa Link to sept   
ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაჲ, არავინ არს მიერთამდე. სამარე ზე აღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკვიდეს, გესლი ასპიტისა ბაგეთა ქუეშე მათსა, რომელთანი პირნი წყევითა და სიმწარითა სავსე არიან, განმზადებულ არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა. შემუსრაჲ და სალმობაჲ არს გზანი მათნი, და გზანი მშჳდობისანი არ იცნეს, არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა.

Verse: 4  Link to psa Link to sept   
არა გულისხმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმელებრ, პურებრ,

Verse: 5  Link to psa Link to sept   
უფალსა არა ხადეს. მუნ შეეშინა შიში, სადა-იგი არა იყო შიში,

Verse: 6  Link to psa Link to sept   
რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა. ზრახვასა გლახაკისასა არცხუენთ, ხოლო უფალი სასო მისსა არს.

Verse: 7  Link to psa Link to sept   
ვინ მოსცეს სიონით ცხორებაჲ ისრაჱლსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუჱ ერისა თჳსისა, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაჱლი. დიდება



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.