TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 714
Previous part

Chapter: 3 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   მართალთა სულნი ჴელთა შინა ღმრთისათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
საგონებელ იყვნედ თვალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდრად და შეერაცხა ბოროტად განსლვა მათი.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
ჩუენგან განსლვა შემუსრვილად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
დაღათუ თუალთა წინაშე კაცთასა იტანჯნენ, არამედ სასოება მათი უკუდავებითა სავსე არს.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველყოფილ იყვნენ, რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა,

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი და ვითარცა ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთა, შეიწყნარნა იგინი.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ და, ვითარცა ნაბერწყალნი, ლერწამსა შინა რბიოდიან.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
შჯიდენ თესლებსა და დაიპყრიან ერნი. და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას, რამეთუ მადლი და წყალობა რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.