TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 763
Previous part

Chapter: 31 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   ვაჲ შთამომავალთა ეგჳპტედ შეწევნისათჳს, რომელნი მოსავ არიან ცხენთა მიმართ და ეტლთა მიმართ; რამეთუ არიან მრავალ და ცხენებსა ზედა სიმრავლე ფრიად: და არა იყვნეს მოსავ წმიდისა მიმართ ისრაჱლისასა, და უფალი არა გამოიძიეს.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
და თავადმან ბრძენმან მოაწინა მათ ზედა ძჳრნი და სიტყვაჲ მისი არა შეურაცხ იქმნეს, და ზედააღდგენ სახლთა ზედა კაცთა ბოროტთასა და სასოებასა ზედა მათსა ამაოსა,

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
მეგჳპტელისა კაცისა და არა ღმრთისამიმართთასა, ჴორცებსა ცხენთასა, და არა არს შეწევნა, ხოლო უფალმან მოაწიოს ჴელი მისი მათ ზედა, და დაშურებიან შემწენი, და ერთბამად ყოველნი წარწყმდენ,

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ესრეთ მრქუა მე უფალმან: ვითარსახედ ოდეს იყჳრნეს ლომმან, ანუ ლეკუმან ლომისამან ნადირსა ზედა, რომელი შეიპყრას და დაიზახნეს მას ზედა, ვიდრე არა აღივსნიან მთანი ჴმითა მისითა, და იძლინეს და სიმრავლითა გულისწყრომისათა წიწნეულ იქმნეს, ეგრეთ გარდამოვიდეს უფალი საბაოთ მოლაშქრებად მთასა ზედა სიონსა, მთათა ზედა მისთა,

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
ვითარცა მფრინველნი მფრინვალენი, ეგრეთ შეეწევის უფალი საბაოთ იერუსალჱმსა, შეეწევის და განარინებს, და მოურნე ექმნეს და აცხოვნოს.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
მოიქეცით ღრმასა განზრახვასა განმზრახნი და უშჯულოსა, ძენი ისრაჱლისანი,

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ მას დღესა უარ-ყვნენ კაცთა ჴელითქმნულნი მათნი ვეცხლისანი და ოქროსანი, რომელნი ქმნნეს ჴელთა მათთა.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
და დაეცეს ასურ არა მახჳლითა მამაკაცისათა, არცა მახჳლმან კაცისამა შეჭამოს იგი და ივლტოდის არა პირისაგან მახჳლისა, ხოლო ჭაბუკნი იყვნენ მოუძლურებულ.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ კლდესა შეეყვნენ, ვითარცა პატნეზთა, და იძლინენ. ხოლო მლტოლვარე მოისპოს. ამათ იტყჳს უფალი: ნეტარ არს, რომელსა აქუნდეს თესლი სიონს შინა და სახლეული იერუსალჱმს შინა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.