TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 819
Previous part

Chapter: 21 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   სიტყუაჲ ქმნილი იერვმიაჲს მიმართ უფლისა მიერ, ოდეს მიავლინა მისდამი სედეკია მეფემან პასხორ, ძე მელქისი, და სოფონია, ძე მაასესი, მღდელისაჲ, მეტყუელმან:

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ჰკითხე ჩუენთჳს უფალსა, რამეთუ ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, ზედდადგრომილ არს ჩუენ ზედა. უკუეთუ ყოს, ვითარ უფალმან ჩუენ თანა ყოველთაებრ საკჳრველებათა მისთა და წარვიდეს ჩუენგან.

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუა მათდა მიმართ იერემია: ესრეთ თქუთ სედეკიაჲს მიმართ.

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე გარდავაქცინე საჭურველნი საბრძოლელნი თქუენნი, რომელი არს ჴელთა თქუენთა, რომელთა მიერ ებრძვით თქუენ მათ მიერ მეფესა ბაბილონისასა და ქალდეველთა, შემჴშველთა თქუენთა გარეთ ზღუდისა, და შემოვიყვანნე იგინი საშუალ ქალაქისა ამის.

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და გებრძოლო თქუენ მე ჴელითა განმარტებულითა და მკლავითა ძლიერითა გულისწყრომისა თანა და რისხვისა დიდისა.

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მოვსრნე ყოველნი დამკჳდრებულნი ქალაქსა ამას შინა: კაცნი და საცხოვარნი სიკუდილისა მიერ დიდისა, და მოკუდენ.

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შემდგომად ამათსა ესრეთ იტყჳს უფალი: მივსცე სედეკია, მეფე იუდაჲსი, და ყრმანი მისნი და ერი დაშთომილი ქალაქსა ამას შინა სიკუდილისაგან და მახჳლისა და სიყმილისა ჴელსა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვანისასა, და ჴელთა შინა მტერთა მათთა, და ჴელთა შინა მეძიებელთა სულთა მათთასა, და დაჭრნენ იგინი პირითა მახჳლისაჲთა. არა ვერიდო მათ ზედა, და არ შევიწყალნე იგინი და არცა ულხინო მათ.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ერისა ამის მიმართ სთქუა: ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მიგეც წინაშე პირსა თქუენსა გზა ხარებისა და გზაჲ სიკუდილისაჲ.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მჯდომარე ქალაქსა ამას შინა მოკუდეს მახჳლისა მიერ და სიყმილისა მიერ, და გამომავალი განშორებისათჳს ქალდეველთა მიმართ, შემაწყუდეველთა თქუენთა, ცხონდეს, და იყოს სული მისი საიავროდ და ცხონდეს

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მით, რამეთუ განვიმტკიცე პირი ჩემი ქალაქსა ამას ზედა საბოროტოდ და არ საკეთილოდ, - თქუა უფალმან, - ჴელთა მეფისა ბაბილოვანისათა მიეცეს, და მოწუას ეგე ცეცხლითა.

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
სახლმან მეფისა იუდაჲსმან ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ.

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
სახლო დავითისაო, - ამათ იტყჳს უფალი, - შჯიდით განთიად სასჯელსა და წარმართებდით, და განარინებდით მიხუეჭილსა ჴელისაგან მიმხუეჭელთა მისთაჲსა, რათა არა აღეგზნას, ვითარცა ცეცხლი, რისხვაჲ ჩემი, და დასწვიდეს და არა იყოს დამშრეტელ პირისაგან სიცრუისა სიმარჯუეთა თქუნთასა.

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
აჰა, მე შენდამი დამკჳდრებულისა ღელესა სორისსა ველობსა, - ეტყჳს უფალი მეტყველთა, - ვინ შემაშინნეს ჩუენ, ანუ ვინ შევიდეს სამკჳდრებელსა ჩუენსა?

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ზედმოვიხილო თქუენ ზედა ბოროტთაებრ სიმარჯუეთა თქუენთა, - თქუა უფალმან, - და აღვაგზნე ცეცხლი მაღნარსა მისსა შორის, და შეჭამნეს ყოველნი გარემოჲსნი მისნი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.