TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 849
Previous part

Chapter: 51 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   ესრეთ იტყჳს უფალი: აჰა, მე აღვადგინო ბაბილონსა ზედა და დამკჳდრებულთა ზედა ქალდეაჲსათა გულნი აღმადგინებელთანი, ქარი შემწუელი, განმხრწნელი.

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და გამოვავლინნე ბაბილონისათჳს მაგინებელნი, და გინებულ-ყონ იგი და განრყუნან ქუეყანა მისი, რამეთუ ვაჲ ბაბილონსა ზედა გარემოს დღესა შინა განბოროტებისა მისისასა.

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მის ზედა მოირათხნ მომრთხმელმან მშჳლდისა თჳსისამან, და მის ზედა გარემოირატყნ, რომლისა არნ საჭურველი თჳსი. ნუ ჰრიდებთ ჭაბუკთა მისთა ზედა, და განაქარვეთ ყოველი ძალი მისი.

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დაეცნენ წყლულნი ქუეყანასა შინა ქალდეველთასა და დაგუმერილნი გარეთ მისსა.

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მით, რამეთუ არა დაქურივდა ისრაილი და იუდაჲ ღმრთისა მათისაგან, უფლისაგან ყოვლისა მპყრობელისა, რამეთუ ქუეყანა მათი აღივსო უსჯულოებითა წმიდათაგან ისრაილისათა.

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ივლტოდეთ ბაბილონისშორისისაგან, და განირინეთ კაცადმან სული თჳსი, და ნუ განჰვარდებით უსამართლოებისა მისისა მიერ, რამეთუ ჟამი შურისძიებისა მისისაჲ არს უფლისა მიერ, მისაგებელი მისი მიაგოს მან.

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
სასუმელი ოქროსა, ბაბილონი, ჴელსა შინა უფლისასა, დამათრობელი ყოვლისა ქუეყანისაჲ, ღჳნისაგან მისისა სუმიდეს წარმართნი. ამისთჳს აღიძრნეს წარმართნი.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მეყსეულად დაეცა ბაბილონი და შეიმუსრა, ჰგოდებდით მას, დასდევით რიტინე განხრწნილებასა მისსა, გან-ხოლო-იკურნოს.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ვჰკურნებდით ბაბილონსა და არა განიკურნა, დაუტევეთ იგი და წარვედით კაცადი ქუეყანად თჳსსა, რამეთუ მიეახლა ცად მიმართ სასჯელი მისი, და აღიწია მივარსკულავთამდე.

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
გამოიღო უფალმან მსჯავრი თჳსი. მოვედით, მიუთხრნეთ სიონსა საქმენი უფლისა ღმრთისა ჩუენისანი.

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
განიმზადენით სამშვილდველნი, აღავსენით კაპარჭებნი. განაღჳძა უფალმან სული მეფისა მიდთაჲსა, რამეთუ ბაბილონსა ზედა არს რისხვაჲ მისი მოსპობად მისსა, რამეთუ შურისგება უფლისაჲ არს შურისგება ტაძრისა მისისა.

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ზღუდეთა ზედა ბაბილონისათა აღიღეთ სასწაული, დაადგინენით მცველნი, აღადგინენით მჴუმილნი, განმზადენით საჭურველნი, რამეთუ ჴელ-ყო და ყოს უფალმან, რაოდენნი თქუნა მკჳდრთა ზედა ბაბილონისათა,

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
დამკჳდრებულთა წყალთა ზედა მრავალთა და სიმრავლესა ზედა საუნჯეთა მისთასა, ახს აღსასრული შენი ჭეშმარიტად ნაწლევთა შენთა,

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ ფუცა უფალმან ძალთამან მკლავისა მიმართ თჳსისა, ვითარმედ: აღგავსო შენ კაცებითა, ვითარცა მკლებითა, და ჴმობენ შენ ზედა აღმავალნი, ვითარცა მთრგუნავნი საწნეხლისანი.

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
შემქმნელმან ქუეყანისამან ძალითა თჳსითა განმმზადებელმან მკჳდროვნისამან სიბრძნითა თჳსითა და გულისხმის-ყოფისა მიერ თჳსისა გარდაართხა ცაჲ.

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ჴმად ქუხილისა დადვა სიმრავლე წყლისაჲ ცისა შორის და აღმოიყვანნა ღრუბელნი დასასრულისაგან ქუეყანისა, ელვანი წჳმად შექმნა და გამოიყვანა ნათელი საუნჯეთაგან მისთა.

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
განსულელნა ყოველი კაცი მეცნიერებისაგან; სირცხჳლეულ იქმნა ყოველი ოქროსმჭედელი ქანდაკებულთა მისთაგან, რამეთუ ნაწილად გამოადნვეს. არა არს სული მათ შორის,

Verse: 18  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამაოებ არიან საქმენი საკიცხელნი სადუმარნი, ჟამსა შინა ზედმოხილვისა მათისასა წარწყმდენ ესენი.

Verse: 19  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
არა არს ესემლევანი ნაწილი იაკობისი, რამეთუ რომელნი დაჰბადნა, ყოველნი იგი არს ნაწილ მისსა, და ისრაილი საკურთხ მკჳდრობისა მისისა, უფალი ძალთა სახელი მისი.

Verse: 20  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
შენ განმიბნევ მე ჭურჭელთა ბრძოლისათა, და განვაბნივნე მე შენ შორის ნათესავნი, და აღვიხუნე შენ შორის მეფენი.

Verse: 21  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განვაბნინე შენ შორის ცხენი და მჴედარი მისი, და განვაბნინე შენ შორის ეტლები და აღმავალნი მათნი.

Verse: 22  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განვაბნინე შენ შორის მამაცი და ცოლი მისი, და განვაბნიო შენ შორის მოხუცებული და ჭაბუკი და მოყმე და ქალწული მისი,

Verse: 23  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განვაბნიო შენ შორის მუშაკი და სამუშაკოჲ მისი, და განვაბნინე შენ შორის მთავარნი და სპასპეტნი.

Verse: 24  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მივაგო ბაბილონსა და მკჳდრთა ქალდეველთასა ყოველნი უკეთურებანი მათნი, რომელნი ქმნნეს სიონს შინა, წინაშე თუალთა თქუენთა, - იტყჳს უფალი.

Verse: 25  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
აჰა, მე შენდა მიმართ, მთაო განხრწნილო, - იტყჳს უფალი, - განმხრწნელო ყოვლისა ქუეყანისაო. და მივყო ჴელი ჩემი შენ ზედა, და შთამოგაგორვო შენ კლდეთაგან, და გყო შენ, ვითარცა მთაჲ მოცეცხლული.

Verse: 26  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და არა მოიღონ შენგან ქვაჲ საფუძველად, რამეთუ განსარყუნელად იყო საუკუნოდ, - იტყჳს უფალი.

Verse: 27  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
აღიღეთ სასწაული ქუეყანასა ზედა და ჰნესტუეთ ნესტუსა წარმართთა შორის. წმიდა-ყავთ მის ზედა ნათესავები და ჰმოწმეთ მის ზედა მეფეთა არარატისათა, მენი და ასხანაზელთა დაადგინენით მის ზედა წყლულებისმდომნი აღიყვანეთ მის ზედა ცხენი, ვითარცა სიმრავლე მკალთა.

Verse: 28  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
წმიდა-ყავთ მის ზედა ნათესავი, მეფე მიდთაჲ და წინამძღუარნი მისნი, და ყოველნი სპასპეტნი მისნი და ყოვლისა ქუეყანისა ჴელმწიფებისა მისისანი.

Verse: 29  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
შეიძრა ქვეყანა და სტკიოდა მით, რამეთუ აღდგა ბაბილონსა ზედა გულისსიტყვა უფლისაჲ დადებად ქუეყანაჲ ბაბილონისაჲ განსაქარვებელად, არდასამკჳდრებელად იგი.

Verse: 30  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მოაკლდა მეჰომე ბაბილონისაჲ მბრძოლად, და დასხდენ წყუდეულებასა შინა. მოსწყდა მძლავრება მათი და იქმნნეს, ვითარცა დედანი. მოიწუნეს კარვებნი მათნი, შემუსრნნეს მოქლონნი მისნი.

Verse: 31  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მდევარი შემთხუევად მდევნელისა სდევდეს და მეღაღადისე შემთხუევად მეღაღადისისა, მეღაღადებად მეფისა ბაბილონისასა, ვითარცა წარწყმდა ქალაქი დასასრულით გამოსავალთა მისთაჲთ.

Verse: 32  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მით, რამეთუ შეპყრობილ იქმნნეს და სახლებნი მათნი მოიცეცხლნეს ცეცხლითა, და მამაკაცნი მისნი მბრძოლნი გამოვიდენ.

Verse: 33  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: სახლნი ბაბილონისანი, ვითარცა კალოჲ ოჴერი, მოოჴრდენ. მერმე მცირედღა, და მოიწიოს ღალვაჲ მისი.

Verse: 34  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
განმყო მე, შემჭამა მე და მეწია მე, ვითარცა ბნელი წულილი, ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისმან, დამადგინა მე, ვითარცა ჭურჭელი ცალიერი შთამნთქა მე, ვითარცა ვეშაპმან, აღივსო მუცელი თჳსი შუებულებისაგან ჩემისა, განმაგარეეს მე რუდენებათა ჩემთა.

Verse: 35  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და საარებათა ჩემთა ძჳნად ბაბილონისა წარიხუნეს. თქუას მკჳდრმან სიონისამან და სისხლი ჩემი ძჳნად მკჳდრთა ქალდეაჲსათა თქვას იერუსალიმმან.

Verse: 36  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე ვსაჯო წინამოსაჯული შენი, და შურ-ვიგო შურის-გება შენი, და მოვაოჴრო ზღუაჲ მისი. და განეაჴმო წყაროჲ მისი.

Verse: 37  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყოს ბაბილონი ბორცუებ და სამკჳდრებელად ვეშაპთა და განსარყუნელად და სასტჳნველად, და არა დაეშენოს.

Verse: 38  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
თანად ერთბამად, ვითარცა ლომნი აღდგენ ზოგად ძენი მათნი და ვითარ ლეკუნი ლომთანი.

Verse: 39  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
განჴურვებასა შინა მათსა სარეცელი მათი მივსცე განუსუენებელად, და მივსცე სასუმელი მათ და დავათრვნე იგინი, რაჲთა დასულბენ და დაიძინონ ძილი საუკუნოჲ, და ვერ განიღჳძონ, - იტყჳს უფალი,

Verse: 40  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შთავჴადნე იგინი, ვითარცა კრავნი, დაკლვად და ვითარცა კრავნი თიკნებითურთ,

Verse: 41  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ვითარ მოოჴრდა სისახ და მოინადირა სიქადული ყოვლისა ქუეყანისაჲ, ვითარ იქმნა ბაბილონი განსაქარვებელად ყოველთა შორის ნათესავთა?

Verse: 42  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
აღმოვიდა ბაბილონსა ზედა ზღუაჲ, ჴმითა ღელვათა მისთათა დაიფარა.

Verse: 43  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
იქმნნეს ქალაქნი მისნი განსაქარვებელ, ქუეყანა ურწყულ და უვალ, ქუეყანაჲ, რომელსა ზედა არ დაიმკჳდროს მის ზედა არა ვინ კაცმან, არცა დაიმასპინძლოს მათ შინა ძემან კაცისამან.

Verse: 44  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შური ვიძიო ბილს ზედა ბაბილონს შინა და გამოვიხუნე, რომელნი შთაენთქნეს, პირისაგან მისისა, და არღარა შეკრბენ მისდამი ნათესავნი წარმართნი მერმე. და ზღუდეცა ბაბილონისაჲ და-ვე-ეცა.

Verse: 45  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
გამოვედით საშუალისაგან მისისა, ერო ჩემო! და განირინეთ კაცადმან სული თჳსი გულისწყრომისაგან რისხვისა უფლისა.

Verse: 46  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ნუ სადა შეშინდეს გული თქუენი და წიწნეულ იქმნეთ სმენისაგან სმენადისა ქუეყანასა ზედა, და შემოვიდეს მასვე წელსა შინა სმენაჲ, და მის თანა წელიწადსა შინა სმენაჲ და უსამართლობაჲ ქუეყანასა ზედა და მჴელმწიფები მჴელმწიფებასა ზედა, იგავი იგავსა ზედა.

Verse: 47  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და ზედა მივიხილო ქანდაკებულთა ზედა ბაბილონისათა, და ყოველი ქუეყანაჲ მისი სირცხჳლეულ იქმნეს, და ყოველნი წყლულნი მისნი დაეცნენ შორის მისსა.

Verse: 48  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იხარებდენ ბაბილონსა ზედა ცანი და ქუეყანაჲ და ყოველნი მათ შორისნი, რამეთუ ჩრდილოჲთ მოვიდენ განმხრწნელნი მისნი, - თქუა უფალმან.

Verse: 49  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და რამეთუ ბაბილონს შინაცა დაცემაჲ წყლულთა ისრაჱლისათაჲ მის შორის, და ბაბილონისანიცა უკუე დაეცნენ წყლულნი ყოვლისა ქუეყანისა მიერ ძლეულნი.

Verse: 50  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
განრინებულნი ქუეყანისაგან ვიდოდეთ და ნუ დასდგებით. მოიჴსენეთ შორიელთა უფლისა, და იერუსალჱმი აღვედინ გულთა თქუენთა ზედა.

Verse: 51  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
გურცხუენა, რამეთუ გუესმა ყუედრებაჲ ჩუენი, დაფარა უპატიოებამან პირი ჩუენი. შევიდეს სხუა ნათესავნი წმიდათა მიმართ ჩუენთა სახიდ უფლისა.

Verse: 52  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და შურ-ვიგო ქანდაკებულთა ზედა მისთა, და ყოველსა ქუეყანასა ზედა მისსა დაეცნენ წყლულნი,

Verse: 53  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ აღ-თუ-მაღლდა, ესვიდეს ბაბილონი, ვითარცა ცაჲ, და რამეთუ განმაგრდეს თუ სიმაგრე ძალისა მისისაჲ, ჩემ მიერ მოიწინენ მომსრველნი მისნი, - იტყჳს უფალი.

Verse: 54  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ჴმაჲ ღაღადებისაჲ შორის ბაბილონისა და შემუსრვაჲ დიდი ქუეყანასა ზედა ქალდეველთასა,

Verse: 55  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ მოსპო უფალმან ბაბილონი, და წარწყმიდა მისგან ჴმაჲ დიდი, რომელი ოხრიდა, ვითარცა წყალნი მრავალნი, მისცა მოსპოლვად ჴმაჲ მისი.

Verse: 56  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ მოვიდა ბაბილონს ზედა საარებაჲ, მოისრნეს მბრძოლნი მისნი, შეძრწუნდა მშჳლდი მათი, რამეთუ ღმერთი შურისმეძიებელ არს. თჳთ უფალმან ნაცვალ-აგოს მას ნაცვალსაგებელი მისი.

Verse: 57  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დაათრვნეს სიმთრვალითა მთავარნი მისნი, და ბრძენნი მისნი, და დამწყებნი მისნი, და სპასპეტნი მისნი და ძალნი მისნი, და დაიძინონ ძილი საუკუნოჲ, და აღარა განიღჳძონ უკუნისამდე, - იტყჳს მეუფე, უფალი ყოვლისა მპყრობელი, სახელი მისი.

Verse: 58  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი: ზღუდე ბაბილონისაჲ განვრცნა. გარდარღუევით გარდაირღუეს, და ბჭენი მისნი მაღალნი ცეცხლითა მოიცეცხლნენ, და არა დაშურებოდიან ერნი ცუდად და ნათესავნი მის შორის მოაკლდენ.

Verse: 59  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
სიტყუაჲ, რომელი ამცნო უფალმან იერემიას წინაწარმეტყუელსა, რქმად არეაჲსსა ძისა ნირისსა, ძისა მაასესა, ოდეს წარვიდოდა სედეკიაჲს მიერ, მეფისა იუდასა, ბაბილონად წელსა შინა მეოთხესა მეფობისა მისისასა, და არეა იყო მთავარ ნიჭთა.

Verse: 60  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დაწერნა იერემიამან ყოველნი ძჳრნი, რომელნი მოიწინენ ბაბილონსა ზედა, წიგნსა შინა ერთსა ყოველნი ესე სიტყუანი, დაწერილნი ბაბილონისათჳს.

Verse: 61  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუა იერემია არეაჲს მიმართ: რაჟამს მიხჳდე ბაბილონად, და იხილო, და აღმოიკითხნე თანად ყოველნი ესე სიტყუანი.

Verse: 62  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და სთქუა: უფალო, უფალო, შენ სთქუ ადგილსა ამას ზედა მოსპოლვად იგი და არყოფად მას ზედა მკჳდრნი კაცითგან მისაცხოვართამდე, რამეთუ განსაქარვებელად უკუნისამდე იყოს!

Verse: 63  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყოს, ოდეს დასცხრე აღმომკითხველი წიგნისა ამის, და დააკრა მას ზედა ქვაჲ და შთააგდო იგი საშუალ ევფრატსა.

Verse: 64  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და სთქუა: ესრეთ დაინთქას ბაბილონი, არღა აღდგეს პირისაგან ძჳრთასა, რომელთა მე მოვაწევ მის ზედა, და დაემტკიცნეს სიტყუანი იერემიასნი, ვიდრე აქამომდე.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.