TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 861
Previous part

Book: Ep.Jer. 
Chapter: _(Bar._6) 
ებისტოლე ბრძენისა ებისტოლე ბრძნისა იერემიაჲსი, ნაცვალნაწერი ებისტოლისაჲ, რომელი წარსცა იერემია წარყვანებულთა მიმართ ტყუეთა ბაბილონად, მეფისა მიერ ბაბილოვნელთაჲსა, მითხრობად მათდა, ვითარცა ებრძანნეს მას ღმრთისა მიერ.


Verse: 1  Link to oskijer Link to sept   ცოდვათათჳს, რომელ სცოდენით წინაშე ღმრთისა; წარხუედით ბაბილონად ტყუენი ნაბუქოდონოსორის მიერ, მეფისა ბაბილონისა.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
ხოლო შესრულნი ბაბილონად იყვნეთ მუნ წელთა მრავალთა და ჟამსა გრძელსა, ვიდრე ნათესავთამდე შჳდთა, ხოლო შემდგომად ამისსა გამოგიყვანნე თქუენ მერმე მიერ მშჳდობით.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
ხოლო აწ იხილნეთ ბაბილონსა შინა ღმერთნი ოქრთანნი და ვეცხლოანნი, ქუეყანისანი და ძელოანნი, მჴართა ზედა აღებულნი, მჩუენებელნი შიშსა წარმართთათჳს.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
ეკრძალენით უკუე, ნუსადა თქუენცა, მსგავსებულნი უცხოთესლთანი, შეშინდეთ მათგან და შიშმან შეგიპყრნეს თქუენ მათმან.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
იხილოთ რაჲ ერი წინაშე მათსა და უკუანა თაყუანისმცემელად მათდა, თქუთ: უკუე გაგონებითა შენდა ჯერ-არს თაყუანის-ცემად, მეუფეო,

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ანგელოზი ჩემი თქუენ თანა არს, მან გამოიძინეს სულნი თქუენნი.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ენაჲ მათი არს გამოხუეწილ ხუროსა მიერ და იგინი გარემოოქრვილ და გარემოვეცხლულ, ნაცილ არიან და ვერ უძლავს ჴმა-ყოფად.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
და ვითარ ქალწული მკობისმოყუარე მიიღებნ ოქროსა, შეუმზადებნ

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
გჳრგჳნსა თავსა ზედა ღმერთთა მათთასა, არს ოდეს და მიმხუეჭელნიცა მღდელნი ღმერთთაგან მათთა ოქროჲსა და ვეცხლისანი, თავთა თჳსთათჳს წარაგებენ.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
ხოლო მისცემენ მათგან და სართულისშინათაცა მეძავთა, ხოლო შეამკობენ მათ, ვითარცა კაცთა, შესამოსლებითა ღმერთთა ოქროჲსათა და ღმერთთა ვეცხლისათა და ძელისათა.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
ხოლო ესენი ვერ განერებიან დაგესლებისაგან და შეჭმისა.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
შემოსილნი სამოსლითა პორფირითა განჰჴოცენ პირსა მათსა სახლთაჲსაგან მტუერისა, რომელი მრავალ არს მათ შორის.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
და სკიპტრაჲ აქუს, ვითარცა კაცსა მსაჯულსა სოფლისასა, რომელი მისდამი მცოდველსა ვერ მოჰკლავს.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
ხოლო აქუს ვარზი მარჯუენესა და მახჳლი, გარნა თავსა თჳსსა ბრძოლისა და ავაზაკთაგან ვერ განარინებს, ვინაჲ საცნაურ არიან არა ყოფად ღმერთად.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept   
ნუუკუე გეშინინყე მათგან, რამეთუ ვითარ ჭურჭელი კეცისაჲ შემუსრვილი უჴმარ იქმნების, ეგევითარნი არიან ღმერთნი მათნი.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept   
დამტკიცებულ არიან იგინი სახლთა შინა; თუალნი მათნი სავსე არიან მტუერითა ფერჴებისაგან შემავალთასა.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept   
და ვითარცა შემცოდისა ვისმე მეფისანი, გარემოკრძალულ არიან ეზონი, ვითარცა სიკუდიდ მიმართ მიყვანებადისანი, სახლთა მათთა განამაგრებენ მღდელნი კარებითა და კლიტეებითა და მოქლონებითა, რაჲთა ავაზაკთა მიერ არ წარიტყუენნენ.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept   
სანთელთა წუენ უმრავლესთა ვიდრე თავისა მათისა, რომელ არცა ერთისა შემძლებელ არიან ხილვად, ხოლო არიან ვითარცა დჳრენი სახლისაგანნი.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept   
და გულთა მათთასა იტყჳან ლოშნასა ქუეყანისა ქუეწარმავალთა მიერ შემჭმელთაგან მათთა და შესამოსელთა მათთაჲსა, ხოლო აგრძნობენ არა,

Verse: 20  Link to oskijer Link to sept   
დაშავებულნი პირითა მათითა კუამლისაგან სახლისამიერისა,

Verse: 21  Link to oskijer Link to sept   
სხეულსა ზედა მათსა და თავსა ზედა მათსა ფრინველ მღამიობნი, მერცხალნი და ნეშტნი მფრინველნი, ეგრეთვე კუერნანიცა.

Verse: 22  Link to oskijer Link to sept   
ვინაჲ ცანთ, რამეთუ არა არიან დმერთნი, ნუუკუე ეშიშვით მათ?

Verse: 23  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ოქროჲ, რომელი გარეაცყე საშუერად, არა თუ ეინმე განჴოცოს გესლისაგან მისისა, ვერ ბზინვიდეს, რამეთუ არცა, ოდეს გამოიდნობვოდეს, აგრძნობდეს.

Verse: 24  Link to oskijer Link to sept   
ყოვლითა ფასითა სყიდულ არიან, რომელთა შორის არა არს სული

Verse: 25  Link to oskijer Link to sept   
თჳნიერ ფერჴთასა მჴართა მიერ მოიხუმიან მჩუენებელნი უპატიოებისა თჳსისანი კაცთამი, ხოლო ჰრცხუენისყე და მსახურთაცა მათთა.

Verse: 26  Link to oskijer Link to sept   
მით, რამეთუ და-თუ-სადა-ვარდენ ქუეყანასა ზედა, ვერ შემძლებელ არიან თავით თჳსით აღდგომად, ვერცა მართლად თუ ვინ დადგნეს იგინი, თავით თჳსით შეიძრნენ, ვერცა და-თუ-სხდენ, აღემართნენ, არამედ, ვითარცა მკუდართა, ძღუენნი დაეგებიან მათ.

Verse: 27  Link to oskijer Link to sept   
ხოლო მსხუერპლთა მათთა გამომხუმელნი მღდელნი მათნი შეიჴმარებენ ეგრეთ, და ცოლთაცა მათთა მათგანვე დაიაპოხტიან, არცა გლახაკსა, არცა უძლურსა გარდასცემენ მსხუერპლთაგან მათთა, დაშტანი და მშობიარე შეეხებინ.

Verse: 28  Link to oskijer Link to sept   
მცნობელთა უკუე ამათგან, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, ნუ გეშინინყე მათგან,

Verse: 29  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ვინაჲ იწოდნეს ღმრთეებ, სადა დედანი დაუგებენ ღმერთთა ოქროჲსა და ვეცხლისა და ძელისათა?

Verse: 30  Link to oskijer Link to sept   
და სახლთა შინა მათთა მღდელნი დასხდებიედ, მქონებელნი შესამოსელთა, დაბძარულთა, და თავთა, და წუერთა, დაყუენილთა, რომელთა თავნი დაუბურველ არიედ.

Verse: 31  Link to oskijer Link to sept   
ყივიედ, ჴმობედ წინაშე ღმერთთა მათთასა, ვითარცა მკუდრისა ძლითსა სერობასა შინა ვიეთნიმე.

Verse: 32  Link to oskijer Link to sept   
სამოსელთაგან მათთა წარმღებელნი მღდელნი შეჰმოსენ ცოლთა მათთა და ყრმათა,

Verse: 33  Link to oskijer Link to sept   
არცა ბოროტი თუ რაჲ ვისგანმე ევნოსყე, არცა კეთილისა თუ შემძლებელ არიან მიგებად, არცა მეფისა, ძალ-უცყე დადგენაჲ, არცა წაღებაჲ.

Verse: 34  Link to oskijer Link to sept   
ეგრეთვე, არცა სიმდიდრისა, არცა ვეცხლისაჲ ვერ ძალ-უცყე მიცემაჲ. აღმთქმელმან თუ ვინმე მათმან აღთქმისამან არ მისცეს, ვერ გამოიძიონ,

Verse: 35  Link to oskijer Link to sept   
სიკუღილისაგან კაცი ვერ იჴსნან, ვერცა უდარესი ძლიერისაგან ვერ განარინონ,

Verse: 36  Link to oskijer Link to sept   
კაცი ბრმაჲ მხედველად ვერ აჩვენონ, ჭირსა შინა მყოფი კაცი ვერ გამოიჴსნან.

Verse: 37  Link to oskijer Link to sept   
ქურივი ვერ შეიწყალონ, ვერცა ობოლსა კეთილი უყონ.

Verse: 38  Link to oskijer Link to sept   
მთისაგანთა ქვათა მიმსგავსებულნი არიან ღმერთნი მათნი ძელისანი და გარემოვეცხლულნი, და გამოოქროვილნი, მსახურნი მათნი სირცხჳლეულ იქმნენ.

Verse: 39  Link to oskijer Link to sept   
ვის უკუე საგონის, ანუ საწოდის არს, მათდა არიან იგი ღმერთად.

Verse: 40  Link to oskijer Link to sept   
ხოლო მერმე და თჳთ იგი ქალდეველნიცა აგინებენვე მათ, რომელთა ოდეს იხილნიან განლიგებული ვერშემძლებელი, სიტყვად მიმრთმელთა ეზოჲსათა დიოჲსდა და ევედრებიედ ჴმა-ყოფად.

Verse: 41  Link to oskijer Link to sept   
ვითარმცა შესაძლებელ იყო მისდა გრძნობაჲ? და ვერ უძლავს მათ გულისხმის-ყოფად დატევება, რამეთუ გრძნობაჲ არა აქუსყე.

Verse: 42  Link to oskijer Link to sept   
ხოლო დედანი მორტყმულნი საბლებითა გზათა ზედა დასხდებიენ კუმევად ქატოთა.

Verse: 43  Link to oskijer Link to sept   
ხოლო ოდეს მათგანსა ვისმე მიზიდულსა თანწარმავალთაგანისა ვისგანმე, დაწვის მის თანა, მოყუასსა აყუედრებდის, ვითარმედ არა ღირს იქმნა, ვითარცა იგი, არცა საბელი მისი განწყდა.

Verse: 44  Link to oskijer Link to sept   
ხოლო ყოველნი ქმნილნი მათთჳს არიან ტყუილ, ვითარ უკუე საგონის იყოს ღმერთ-ყოფაჲ მათი, ანუ წოდებაჲ ღმერთებ?

Verse: 45  Link to oskijer Link to sept   
ხუროთა მიერ და ოქრომჭედელთა შემზადებულ არიან, ვერარა სხუად ვერ იქმნებიან, გარნა რომელი ჰნებავნ

Verse: 46  Link to oskijer Link to sept   
ჴელოვანთა ქმნად მათდა, ხოლო თჳთ იგიცა შემმზადებელნი მათნი ვერ იქმნენ მრავალჟამიერ, ვითარ ეგულვოს მათ მიერ შემზადებულთა ყოფა ღმერთებ?

Verse: 47  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ დაუტევეს სიცრუე და ყუედრება შემდგომად ყოფადთა,

Verse: 48  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ოდეს მოვიდის მათ ზედა ბრძოლა და ძჳრნი, განიზრახევდ თავთა მიმართ თჳსთა მღდელნი მათნი, სადა დაიმალნენ მათ თანა.

Verse: 49  Link to oskijer Link to sept   
ვითარ უკვე არა საგრძნობ არს, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, არამედ საქმეებ ჴელებისა კაცთაჲსა, რომელნი ვერ აცხოვნებენ მათ, ვერცა ბრძოლისა, ვერცა ბოროტთაგან განერნენ.

Verse: 50  Link to oskijer Link to sept   
მყოფნი ძელისად და მოვეცხლულად და მოოქროვილად. ეცნობოს ამისთჳს შემდგომად ყოველთა წარმართთა, ვითარმედ ნაცილ არიან და მეფეთადცა ცხორებად არიან, ვითარმედ არა არიან ღმრთეებ, არამედ საქმენი ჴელებისა კაცთასა და არარაჲ არს საქმე ღმრთისაჲ მათ შორის.

Verse: 51  Link to oskijer Link to sept   
ვისდა უკუე არსაცნაურ არს, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, არამედ საქმენი ჴელთა კაცთანი და არა არს საქმენი ღმრთისაჲ მათ შორის?

Verse: 52  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ მეფე სოფლისა ვერ აღადგინონ, ანუ განარინონ, ვერცა კაცთა წჳმაჲ ვერ მოსცენ,

Verse: 53  Link to oskijer Link to sept   
სასჯელი ვერ განსაჯონ თავთა მათთა, ვერცა იჴსნან მიმძლავრებულნი; უძლურ არიან, ვითარცა ყუავნი საშუალ ცისა და ქუეყანისა.

Verse: 54  Link to oskijer Link to sept   
და რამეთუ ოდეს დავარდეს სახლსა ღმერთთა ძელისათასა, ანუ მოვეცხლულთა, ანუ მოოქროვილთასა ცეცხლი, მღდელნი უკუე მათნი ივლტიან და განერებიან, ხოლო იგინი, ვითარცა მოსელნი, საშუალ დაიწჳან.

Verse: 55  Link to oskijer Link to sept   
ხოლო მეფესა და მბრძოლთა ვერ წინადაუდგენ, ვითარ უკუე საგონებელ, ანუ საწოდებელ იყოს, ვითარმედ არიან ღმრთეებ?

Verse: 56  Link to oskijer Link to sept   
უკუეთუ ვერცა მპარავთაგან, ვერცა ავაზაკთაგან ვერ განერებიან, ღმერთნი ძელისანი და მოვეცხლულნი და მოოქროვილნი, რომელთა შემძლებელნი.

Verse: 57  Link to oskijer Link to sept   
გარემოსძრცჳან ოქროსა და ვეცხლსა და სამოსელთა გარმდებარეთა მათთა და წარვლენ მქონებელნი, და ვერ შეეწინენ თავთა თჳსთა?

Verse: 58  Link to oskijer Link to sept   
ვინაცა უმჯობეს არს მეფე მჩუენებელი თჳსისა სიმჴნისაჲ, ანუ ჭურჭელი სახლსა შინა საჴმარი, რომელსა იჴმარებს მომგებელი, ვიდრე ნაწილნი ღმერთთანი? ანუ კარი წინასახლისა შორის, მცველი მას შინა მყოფთაჲ, ვიდრე ნაწილნი ღმერთთანი,

Verse: 59  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ მზე და მთოვარე და ვარსკულავნი მყოფნი ბრწყინვედ და მოვლინებულნი საჴმარად კეთილ მორჩილ არიან,

Verse: 60  Link to oskijer Link to sept   
ეგრეთ ელვაიცა, ოდეს გამოჩნდეს, კეთილ სახილავ არს, ხოლო იგივე სულიცა ყოველსა შინა სოფლებსა სულავს.

Verse: 61  Link to oskijer Link to sept   
და ღრუბელთა ოდეს ებრძანოს ღმრთისა მიერ ზედასლვად ყოველსა ზედა მკჳდროანსა, აღასრულებენ ბრძანებულსა.

Verse: 62  Link to oskijer Link to sept   
და ცეცხლიცა, გამოვლენილი ზენაჲთ აღწუად მთათა და მაღნართა და ბორცუთა, ჰყოფს ბრძანებულსა, ხოლო ესენი არცა ჰასაკთა, არცა ძალთა მათთა ერთისაცა ამათგანისა არიან მიმსგავსებულ.

Verse: 63  Link to oskijer Link to sept   
ვინაჲ ნუცა იწოდებიედ, ნუცა საგონის იქმნებიედ ყოფად იგინი ღმერთად, ვერშემძლებელნი ვერცა სასჯელისა შჯად, ვერცა კეთილის-ყოფად კაცთა.

Verse: 64  Link to oskijer Link to sept   
მცნობელთა უკუე, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, ნუ გეშინინყე მათგან,

Verse: 65  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ვერცა მეფეთა დასწყევენ, ვერცა ვერ აკურთხევენ.

Verse: 66  Link to oskijer Link to sept   
ხოლო სასწაულნი წარმართთა ცასა შინა ვერ უჩუენნენ, არცა, ვითარ მზე, ვერ განბრწყინდენ, არცა ჰნათობდენ, ვითარ მთოვარე.

Verse: 67  Link to oskijer Link to sept   
მჴეცნი მათსა უმჯობეს არიან, რომელთა ძალ-უც, განერნენ რაჲ. და თუ იარნენ სარგებელ-ყოფად თავთა.

Verse: 68  Link to oskijer Link to sept   
არა რომლითა უკუე გუარითა ცხად არს თქუენდა, ვითარმედ არიან ღმერთნი, რომლისათჳს ნუცა გეშინინ მათა,

Verse: 69  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ვითარცა მტილსა შინა საფრთხოლმან ვერარაჲ დაიცვის, ეგრეთ ღმერთნი მათნი არიან ძელისანი და ვეცხლოანნი და ოქროანნი.

Verse: 70  Link to oskijer Link to sept   
მითვე გუარითა მტილსაცა შინა ძეძჳ, რომელსა ზედა ყოველი მფრინველი დაჯდების; ეგრეთვე და მკუდარსა დაგდებულსა ბნელსა შინა ემსგავსებიან ღმერთნი მათნი, ძელისანი და ოქროანნი და ვეცხლოანნი.

Verse: 71  Link to oskijer Link to sept   
პორფირისაგან და მარმაროჲსა, მათ ზედა დალპოლვილისა, სცნათ, ვითარმედ არა არიან ღმერთნი, და იგინიცა უკანასკნელ შეიჭამნენ, და იყუნენ საყუედრელ სოფელსა შინა.

Verse: 72  Link to oskijer Link to sept   
უმჯობეს უკუე არს კაცი მართალი არმქონებელი კერპთა, რამეთუ იყოს შორს მაყუედრებელთაგან.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.