TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 863
Previous part

Chapter: 2 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   ესე ხილვაჲ მსგავსებისა დიდებისა უფლისაჲ; და ვიხილე და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა და მესმა ჴმაჲ მეტყუელისაჲ ჩემდამო. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო! დადეგ ფერჴთა ზედა შენთა და ვიტყოდი შენდამი.

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მოვიდა ჩემ ზედა სული, და აღმიღო მე, და აღმადგინა მე, და დამადგინა მე ფერჴთა ჩემთა ზედა და მესმოდა მისი, მეტყუელისაჲ ჩემდამო;

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, მიგავლენ მე შენ სახლისა მიმართ ისრაჱლისა, განმამწარებელთა მიმართ ჩემთა, რომელთა განმამწარეს მე, მათ და მამათა მათთა, და შეურაცხ-მყოფ იქმნეს ჩემდამო ვიდრე დღესისამდე დღისა.

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ძენი პირფიცხელნი და გულმყარნი, რომელთა მიმართ მე მიგავლენ შენ მათდამი, და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ისმინონ დათუ სადმე, ანუ შეიკდიმონ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს, და ცნან, ვითარმედ წინაწარმეტყუელი ხარ შენ საშუალ მათსა.

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, ნუ ეშიშვი მათ, ნუცა განჰკრთები პირისაგან მათისა მით, რამეთუ განკსუვდენ და ზედშეკრბენ შენ ზედა გარემოჲს და საშუალ ღრიაკალთასა მკჳდრ ხარ შენ; სიტყუათა მათთაგან ნუ გეშინინ და პირისაგან მათისა ნუ განჰკრთები,

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ სახლი განმამწარებელთა არს; და არქუთ სიტყუაჲ ჩემი მათ; უკეთუ არა ისმინონ სიტყუაჲ ჩემი, ანუ თუ განჰკრთენ, რამეთუ სახლი განმამწარებელთა არს.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, ისმინე მეტყუელისაჲ შენდამი: ნუ იქმნები განმამწარებელ, ვითარცა სახლი განმამწარებელი; აღყავ პირი შენი და ჭამე, რომელთა მე მიგცემ შენ.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ვიხილე და, აჰა, ჴელი განმარტებული ჩემდამო, და მას შინა თავი წიგნისაჲ. და განგრაგნა იგი წინაშე ჩემსა და იყვნეს მას შინა დაწერილებ წინა და უკან, და იყო მის შორის გოდება, და გურინვაჲ და კილოვნობა და ვაებაჲ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.