TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 865
Previous part

Chapter: 4 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა ალიზი, და დასდვა იგი წინაშე პირსა შენსა, და გამოსწერო მას ზედა ქალაქი იერუსალიმი.

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მისცე მას ზედა გარემოცვაჲ და აღაშენნე მას ზედა წინასაბრძოლებნი, და გარემოადგა მას ზედა პატნეზი, და მისცე მის ზედა ბანაკები და განაწყო მის ზედა მოისრები გარემოჲს;

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შენ მოიღე თავისა შენისა ტაფაკი რკინისაჲ, და დასდვა იგი, ვითარცა ზღუდე რკინისაჲ საშუალ შენსა და საშუალ ქალაქისა; და განჰმზადო პირი შენი მის ზედა და იყოს შეყენებულობასა შინა, და შეაყენო იგი, სასწაულ არს ესე ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შენ დასწვე გუერდსა შენსა ზედა მარცხენესა და დაჰსხნე სიცრუენი სახლისა ისრაჱლისათანი მას ზედა რიცხჳსაებრ დღეთასა ასერგასისათა, რომელთა სწვე მას ზედა, და მოიხუნე სიცრუენი მათნი.

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მე მიგცენ შენ ორნი სიცრუენი მათნი რიცხუად ოცხმეოცდაათთა და სამასთა დღეთად და მოიხუნე სიცრუენი სახლისა ისრაჱლისანი.

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შეასრულნე იგინი ყოველნი და დასწვე გუერდსა შენსა ზედა მარჯუენესა მეორედ და მოიხუნე სიცრუენი სახლისა იუდაჲსნი ორმეოცთა დღეთა, დღე წელიწადად დაგისხენ შენ იგინი.

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შეყენებად იერუსალჱმისა განჰმზადო პირი შენი და მკლავი შენი განიმტკიცო და წინაწარჰმეტყუელებდე მის ზედა.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მე, აჰა, მივსცენ შენ ზედა საკრველნი და ნუ გარდაიქცევი გუერდისაგან შენისა გუერდსა ზედა შენსა, ვიდრემდის აღესრულნენ დღენი შეყენებულებისა შენისანი.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა იფქლნი და ქრთილნი და ცერცჳ და ოსპნი და ფეტჳ და ასლი, და შთაასხნე იგინი ჭურჭელსა კეცისასა, და შეჰქმნნე იგინი თავისა შენისა პურად რიცხჳსაებრ დღეთასა, რომელთა შენ სწვე გუერდსა შენსა ზედა; ოთხმეოცდაათთა და სამასთა დღეთა შჭამდე შენ მათ.

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ჭამადსა შენსა, რომელსა შჭამდე სასწორით ოცთა სიკილათა დღივ, ჟამითგან ვიდრე ჟამამდე შჭამდე მათ.

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და წყალსა წყვით სუმიდე, მეექუსედი დორაკისაჲ ჟამითგან ვიდრე ჟამამდე სუა.

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ყუერბეულად ქრთილისად შჭამნე შენ იგინი და ფუნესა შინა სკორისა კაცობრივისასა დაჰფლნე იგინი წინაშე თუალთა მათთა.

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და სთქუა: ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: ესრეთ შჭამდენ ძენი ისრაჱლისანი პურსა მათსა არაწმიდასა წარმართთა შორის, სადა განვაბნინნე იგინი, მუნ.

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ვთქუ: ნუსადა, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, აჰა, სული ჩემი არშეგინებულ არს არაწმიდებისა მიერ, და მძორი და ნამჴეცავი არ მიჭამიეს შობით ჩემითგან ვიდრე აქამდე, არცა შესრულ არს პირსა ჩემსა ყოველი ჴორცი ბილწი და შეგინებული.

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: აჰა, მიგეც შენ ფუნე ზროხათაჲ ფუნისა წილ კაცობრივისა, და შეჰქმნნე პურნი შენნი მას ზედა.

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, აჰა მე შევმუსრო ძალი პურისაჲ იერუსალჱმს შინა, და ჭამდენ პურსა სასწორით და ნაკლულევანებით და წყალსა წყვით და უჩინო-ქმნით სუმიდენ,

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რაჲთა ნაკლულევან პურითა და წყლითა იქმნენ, და უჩინო იქმნას კაცი და ძმაჲ მისი, და დადნენ სიცრუეთა შინა მათთა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.