TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 889
Previous part

Chapter: 28 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, არქუ მთავარსა ტჳროსისასა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი, მის წილ, რომელ ამაღლდა გული შენი და თქუა: ღმერთი ვარ მე, საყოფელი ღმრთისაჲ დავიმკჳდრე გულსა შორის ზღჳსასა; შენ კაცი ხარ და არა ღმერთი, და მიეც გული შენი გულად ღმრთისა.

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ნუ უბრძნეს ხარა შენ დანიელისსა? ბრძენთა არ განგსწავლეს შენ ზედმიწევნულობასა შინა მათსა?

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ნუ ზედმიწევნულობისა მიერ შენისა, ანუ ცნობისა მიერ შენისა ჰყავ თავისა შენისა ძალი და დაიკრიბე ვეცხლი და ოქროჲ საუნჯეთა შინა შენთა.

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ანუ სიმრავლისა მიერ ზედმიწევნულობისა შენისა და ვაჭრობისა მიერ შენისა განამრავლე ძალი შენი და ამაღლდა გული შენი ძალსა ზედა შენსა;

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: ვინაჲთგან მიეც გული შენი გულად ღმრთისა.

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამის წილ, აჰა, მე მოვაწინე შენ ზედა უცხოთა ბუგრებრთა ნათესავნი და წარმოსცალნენ მახჳლნი მათნი შენ ზედა და სიკეთესა ზედა ზედმიწევნულობისა შენისასა და ჯუარს-აცუან სიკეთე შენი.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
წარსაწყმედელად შთამოგაქუეონ შენ, და მოჰკუდე სიკუდილითა წყლულთაჲთა გულსა შინა ზღჳსასა.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ნუ მეტყუელმან თქუა: ღმერთი ვარ მე წინაშე მომკლველთა შენთა. შენ კაცი ხარ და არა ღმერთი; სიმრავლისა შორის მომწყლველთა შენთაჲსა.

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
სიკუდილითა წინადუცვეთელთაჲთა მოჰკუდე ჴელებითა უცხოთაჲთა, რამეთუ მე ვთქუ, იტყჳს ადონაი უფალი.

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო, აღიღე გლოაჲ მთავარსა ზედა ტჳრელსა

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და არქუ მას: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: შენ ხარ აღმონაბეჭდავ, სავსე სიბრძნითა მსგავსებისაჲთა და გჳრგჳნ სიკეთისა.

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
საშუებელსა შინა სამოთხისა ღმრთისასა იშევ: ყოველი ქვაჲ კეთილი შეგემოსა: სარდიონი, და პაზიონი, და სამარაგდოჲ, და ანთრაკი, და საპფირონი, და იასპი, და ვეცხლი, და ოქროჲ, და ლიგჳრიონი, და აქატი, და ამეთჳსტონი, და ოქროქვაჲ, და ვირილლჳონი, და ფრცხილი. და ოქროჲთა აღავსენ საუნჯენი შენნი და ფასისსაცავნი შენნი შენ შორის. დღით, რომლითგან აღეგე.

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
შეიმზადე ქერუვიმისა თანა და მიგეც შენ მთასა წმიდასა ღმრთისასა, იყავ შორის ქვათა ცეცხლისათა.

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
იყავ შენ უბიწო დღეთა შინა შენთა, რომლით დღითგან აღეგე შენ, ვიდრემდის იპოვნეს უსამართლობანი შენნი შენ შორის.

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
სიმრავლისაგან ვაჭრობისა შენისა აღავსენ საუნჯენი შენნი უსჯულოებითა; და სცოდე და მოწყლულ იქმნეს მთისაგან ღმრთისაჲსა და განგიყვანა შენ ქეროვიმმან საშუალისაგან ქვათა ცეცხლისათაჲსა.

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამაღლდა გული შენი სიკეთესა შენსა ზედა, და განიხრწნა ზედმიწევნულობაჲ შენი სიკეთისა თანა შენისა, სიმრავლისათჳს ცოდვათა შენთაჲსა ქუეყანასა ზედა მიგაგდებენ, წინაშე მეფეთასა დაგაგდე შენ სამაგალითოდ დადებად.

Verse: 18  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
სიმრავლისათჳს უსჯულოებათა შენთაჲსა და უსამართლოებისა ვაჭრობისა შენისა შევაბილწენ სიწმიდენი შენნი; და აღვაგზნა ცეცხლი საშუალ შენსა, ამან შეგჭამოს შენ და მიგცე შენ ნაცრად ქუეყანასა ზედა შენსა, წინაშე ყოველთა მხედველთა შენთა.

Verse: 19  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ყოველნი მეცნიერნი შენნი წარმართთა შორის დაჭმუნდენ შენ ზედა; წარსაწყმედელ იქმნე და არა იყო მერმე უკუნისამდე.

Verse: 20  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი სიდონსა ზედა და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა

Verse: 22  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა, სიდონ, და ვიდიდო შენ შორის და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი ქმნასა შინა ჩემგან შენ შორის მსჯავრთასა, და ვიდიდო მე შენ შორის.

Verse: 23  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და გამოვავლინო შენ ზედა სიკუდილი და სისხლი უბანთა შორის შენთა, და დაეცნენ წყლულნი მახჳლებითა შენ შორის, გარემოჲს შენსა, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

Verse: 24  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და არა იყვნენ არა მერმე სახლისა ისრაჱლისა საქენჯნელ, საწერტელ სიმწარის და ეკალ სალმობის ყოველთაგან გარემოთა მათთა, უპატიომყოფელთა მათთა, და ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი.

Verse: 25  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და შევკრიბო სახლი ისრაჱლისაჲ წარმართთაგან, სადა განითესნეს, მუნ, და წმიდა ვიქმნე მე მათ შორის, წინაშე ერთა და წარმართთასა, და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა, რომელი მივეც მონასა ჩემსა, იაკობსა,

Verse: 26  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დაემკჳდრნენ მის ზედა სასოებით და აღაშენნეს სახლნი, და დაჰნერგნენ ვენაჴოანნი და დაემკჳდრნენ სასოებით, ოდეს ვყო მსჯავრი ყოველთა თანა შეურაცხისმყოფელთა მათთა, გარემოსნი შორის მათთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი და ღმერთი მამათა მათთა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.