TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 904
Previous part

Chapter: 43 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   და მომიყვანა მე ბჭედ, მხედველად აღმოსავალით კერძო, და განმიყვანა მე.

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და, აჰა, დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ მოვიდოდა აღმოსავალითკერძოსა გზასა და ჴმაჲ ბანაკისაჲ, ვითარცა ჴმაჲ მეორწილეთა მრავალთაჲ, და ქუეყანა ბრწყინვიდა, ვითარ ნათელი დიდებისაგან მისისა მრგულივ.

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ხილვაჲ, რომელი ვიხილე, ხილვისაებრ, რომელ ვიხილე, ოდეს შევიდოდე ცხებად ქალაქისა, და ხილვაჲ ეტლისაჲ, რომელ ვიხილე, ხილვისაებრ, რომელ ვიხილე მდინარესა ზედა ქობარისსა, და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დიდებაჲ უფლისაჲ შევიდა სახიდ გზისაგან ბჭისაჲსა, მხედველისა აღმოსავალთაჲთ კერძო,

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და აღმიღო მე სულმან და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად; და, აჰა, სავსე დიდებითა უფლისაჲთა სახლი იგი. და დავდეგ

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ჴმაჲ სახლით გამო მეტყუელებდა ჩემდამო და კაცი დგა მახლობელად ჩემსა;

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: უკუეთუ მიხილე მე, ძეო კაცისაო, ადგილი საყდრისა ჩემისაჲ და ადგილი კუალისა ფერჴთა ჩემთაჲსა, რომელთა შინა დაიმკჳდროს მუნ სახელმან ჩემმან შორის სახლსა ისრაჱლისასა უკუნისამდე? და არ შეაგინონ არღა მერმე სახლმან ისრაჱლისამან სახელი ჩემი წმიდაჲ, მან და წინამძღუართა მისთა, სიძვათა მიერ მათთა და მკლველობათა მიერ წინამძღუართა მათთა, შორის მათსა მომკუდართაჲთა,

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დადგომასა შინა მათსა წინაშე კართა ჩემთა, წინაკართა თანა მათთა, და ზღურბლნი ჩემნი მახლობელნი ზღურბლთა მათთანი; და მისცეს კედელი ჩემი, ვითარცა თანაქონებული ჩემდა მათი, და შეაგინეს სახელი ჩემი წმიდაჲ უსჯულოებათა მიერ მათთა, რომელთა ჰყოფდეს. და განვმუსრენ იგინი გულისწყრომითა ჩემითა და კლვითა.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და აწ განიშორნენ სიძვაჲ მათი და მკლველობანი მთავართა მათთანი ჩემგან. და დავიმკჳდრო შორის მათსა უკუნისამდე.

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, უჩუენე სახლსა ისრაჱლისასა სახლი, და დასცხრენ ცოდვათაგან მათსა და უჩვენე მათ სახე მისი და განწესება მისი,

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ნუ ვითარ ჰრცხუენეს? და მიიღონ მათ ტანჯვაჲ მათი ყოველთათჳს, რომელნი ქმნნეს; და გამოსწერო სახლი და განმზადებულებაჲ მისი, და გამოსავალნი მისნი, და შესავალნი მისნი, და ყოველი გუამოვნებაჲ მისი, და ყოველნი ბრძანებანი მისნი, და ყოველნი შჯულვილნი მისნი, და ყოველნი შჯულნი მისნი აცნობნე მათ; და გამოსწერნე წინაშე მათსა, და დაიცვნენ ყოველნი სამართალნი ჩემნი და ყოველნი ბრძანებანი ჩემნი, და ჰყოფდენ მათ.

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ესე გამოწერაჲ სახლისაჲ თხემსა ზედა მთისასა და ყოველთა მთეებთა მისთა გარემოჲს წმიდაებ წმიდათა არს, ესე შჯული სახლისაჲ

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ესე საზომნი საკურთხეველისანი წყრთისა შორის წყრთისაჲ და წყრთისა და გოჯეულისაჲ წიაღეული სიღრმე წყრთასა ზედა და წყრთაჲ სივრცე, და ძგიდებ ბაგესა თანა მისსა მრგულივ მტკავლეული; და ესე სიმაღლე საკურთხევლისა,

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
სიღრმისაგან დასაწყისისა წიაღისა მისისა, სალხინებელისა მიმართ დიდისა ამის ქუეშე კერძო, წყრთათა ორთაჲ და სივრცე წყრთისაჲ და სალხინებელისაგან მცირისა სალხინებელისა მიმართ დიდისა წყრთანი ოთხნი და სივრცე წყრთისაჲ.

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და არიილი წყრთათა ოთხთა, და არიილითგან და ზედ კერძო რქათასა წყრთაჲ.

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და არიილისა წყრთათა ათორმეტთა სიგრძე, წყრთათა ზედა ათორმეტთა სივრცე ოთხ კედელად, ოთხთავე კერძოთა მისთა.

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და სალხინებელისა წყრთათა ათორმეტთაჲ სიგრძე წყრთათა ზედა ათოთხმეტთა სივრცით ოთხთავე კერძოთა მისთა; და ძგიდე მისი და მოგარვებული მისი გარემო კერძოჲ წყრთისაჲ და მრგულივ მისა წყრთა გარეშემო და კიბეებნი მისნი, მხედველნი აღმოსავალთა მიმართ.

Verse: 18  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისა: ესე არიან ბრძანებანი საკურთხეველისანი დღესა შინა ქმნისა მისისასა აღხუმად მის ზედა ყოვლადდასაწველნი და დათხევად მის ზედა სისხლი.

Verse: 19  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მიცემად მღდელთა ლევიტელთა, თესლისაგან სადუკისსა, მოახლეთა ჩემდამო, - იტყჳს ადონაი უფალი, - შემოწირვად ჩემდა ზუარაკი ზროხათაგან ცოდვისათჳს.

Verse: 20  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მოიღონ სისხლისაგან მისისა და ზედადასცხონ ოთხთავე რქათა საკურთხეველისათა და ოთხთა ყურეთა ზედა სალხინებელისათა და ხარისხსა ზედა გარემო, და გარემოასხურონ მას და ალხინონ მას.

Verse: 21  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მოიყვანონ ზუარაკი ცოდვისა ძლითი და დაიწვას განშორებულად სახლისა გარეშე წმიდათასა.

Verse: 22  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მეორესა დღესა მოიყვანნენ თიკანნი ორნი თხისანი უბიწონი ცოდვისათა ძლით და ალხინონ საკურთხეველსა, ვითარ-იგი ალხინეს ზუარაკისა მიერ.

Verse: 23  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შემდგომად სრულქმნისა ლხინებათაჲსა მოიყვანონ ზუარაკი ზროხათაგან უბიწოჲ და ვერძი ცხოვართაგან უბიწოჲ,

Verse: 24  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შემოიყვანნენ იგინი წინაშე უფლისა და დაყარნენ მათ ზედა მღდელთა მარილნი, და აღიხუნენ იგინი ყოვლადდასაწუელად უფლისა.

Verse: 25  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
შჳდთა დღეთა ჰყო თიკანი ცოდვისათჳს დღითი დღე; და ზუარაკისა ზროხათაგან და ვერძსა ცხოვართაგან უბიწოთა ჰყოფდენ

Verse: 26  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
შჳდთა დღეთა, და ულხინებდენ საკურთხეველსა, და განსწმედდენ მას, და აღივსებდენ ჴელთა მათთა

Verse: 27  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განასრულებდენ დღეთა. და იყოს მერვით დღითგან და წარმართთა ჰყოფდენ მღდელნი საკურთხეველსა ზედა ყოვლადდასაწველთა თქუენთა და მაცხოვარებისა თქუენისათა და შეგიწყნარნე თქუენ, - იტყჳს ადონაი უფალი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.