TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 910
Previous part

Book: Dan. 
წინასწარმეტყველება დანიელისა

Text edited by Jost Gippert
in cooperation with Sopiko Sarjveladze and Darejan Tvaltvadze, 2005.



Chapter: 1 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept Link to sept Link to sept Link to sept   მეამესა შორის წელსა მეფობისა იოაკიმისსა, მეფისა იუდაჲსსა, მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა, იერუსალიმად და მოადგა მას.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მისცა უფალმან ჴელსა შორის მისსა იოაკიმ, მეფე იუდაჲსაჲ, და კერძოჲ ჭურჭელთა სახლისა უფლისათაჲ, და შთაიხუნა იგინი ქუეყანად სენაარად, სახიდ ღმრთისა მისისა, და ჭურჭელნი შეიხუნა სახიდ საუნჯისა ღმრთისა თჳსისა.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ჰრქუა მეფემან ასფანაქს, საჭურისმთავარსა თჳსსა, შეყვანებად ძეთაგან ტყუეობისა ისრაილისა და თესლისაგან მეფობისა და ფორთომმინთაგან

Verse: 4  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ჭაბუკთა, რომელთა არა იყოს მათ შორის ბიწი, და შუენიერთა ხილვითა და გულისხმიერთა ყოველსა შინა სიბრძნესა და მცოდნელთა მეცნიერებასა, და განმგონებელთა ცნობასა, რომელთა იყო მთავარშესატყჳსობაჲ მათ შორის დგომად სახლსა შინა მეფისასა, და სწავლად მათდა ნაწერნი და ენაჲ ქალდეველთაჲ.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და განუწესა მათ მეფემან დღისაჲ-დღითიდღედი ტაბლისაგან მეფისა, და ღჳნისაგან სასუმელისა მისისა და ზრდად მათდა სამ წელს და შემდგომად ამათსა დადგინებად მათდა წინაშე მეფისა.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და იყო მათ შორის ძეთა იუდაჲსათა: დანიილ, და ანანია, და აზარია და მისაელ.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ზედ დაჰსხნა მათ საჭურისთმთავარმან სახელნი დანიელსა - ვალტასარ, და ანანიასა სედრაქ, და მისაილსა - მისაქ, და აზარიასა აბედნაქო.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და დაიდვა დანიილმან გულსა შორის თჳსსა, რაჲთა არა იუსიტყოს ტაბლისაგან მეფისა და ღჳნისაგან სასუმელისა მისისა, და ევედრა საჭურისთმთავარსა, რაჲთა არა სცეს მისგან.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მისცა ღმერთმან დანიელს წყალობაჲ და შეწყნარება წინაშე საჭურისთმთავარისა

Verse: 10  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ჰრქუა საჭურისთმთავარმან დანიილსა: მეშინის მე უფლისა ჩემისა მეფისა, დამაწესებელისა საჭმელსა თქუენსა და სასუმელსა. ნუსადა იხილნეს პირნი თქუენნი მჭმუნვარენი უფროს ყრმათა თანმოჰასაკეთა თქუენთასა და დასაჯოს თავი ჩემი მეფემან.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და თქუა დანიელმან ამელსადის მიმართ, რომელი დაადგინა საჭურისთმთავარმან დანიილის ზედა, ანანია, მისაილ და აზარიაჲსსა:

Verse: 12  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და გამოცადენ მონანი შენნი დღეთა ათთა, და მომეცემოდენ ჩუენ თესლთაგან, და ვჭამდეთ და წყალსა ვსუმიდეთ.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და იხილნედ წინაშე შენსა სახენი ჩუენნი, და სახენი ყრმათა მჭამელთანი ტაბლასა მეფისასა, და ვითარსახედცა იხილო, ქმენ ყრმათა შენთა თანა.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ისმინა მათი სიტყჳსა ამისებრ და გამოცადნა იგინი ათთა დღეთა შინა.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შემდგომად დასრულებისა ათთა დღეთასა იხილვნეს სახენი მათნი კეთილებ და ძლიერებ ჴორცნი უფროს ყოველთა მჭამელთასა ტაბლასა მეფისასა.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და იყო ამელსად აღმღებელი სერისა მათისა და ღჳნისა სასუმელისა მათისაჲ, და მისცემდა მათ თესლთა, და ყრმათა ოთხთა.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მისცა მათ ღმერთმან გულისხმის-ყოფაჲ და ცნობაჲ ყოველსა შინა ღრამმატიკოსობასა და სიბრძნესა. და დანიილ შეატყუებდა ყოველსა შორის ხილვასა და ძილისშორისსა.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შემდგომად დასრულებისა დღეთაჲსა, რომელნი თქუნა მეფემან შესაყვანებელად მათდა, და შეიყვანნა იგინი საჭურისთმთავარმან წინაშე ნაბუქოდონოსორისსა,

Verse: 19  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და უბნობა-ყო მათ თანა მეფემან, და არა იპოვნეს ყოველთა მათგან მსგავსნი დანიილ და ანანია და მისაილ და აზარიაჲსნი, და დადგეს წინაშე მეფისა,

Verse: 20  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ყოველსა შინა სიტყჳსა სიბრძნისა და ზედმიწევნულობისასა, რომელნი იძინა მათგან მეფემან, პოვნა იგინი ათწილქმნილნი უფროს ყოველთა მსახრვალთა და მოგუთა, მყოფთა ყოველსა შორის მეფობასა მისსა.

Verse: 21  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და იქმნა დანიილ ვიდრე წლამდე ერთად კჳროზ მეფის პირველისა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.