TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 987
Previous part

Book: Mal. 
წინაწარმეტყველება მალაქიასი

Text edited by Jost Gippert
in cooperation with Sopiko Sarjveladze and Darejan Tvaltvadze, 2005.



Chapter: 1 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   მიღებაჲ სიტყჳსა უფლისაჲსა ისრაჱლსა ზედა ჴელითა ანგელოზისა მისისაჲთა.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
დაისხენით უკუე გულთა შინა თქუენთა. შეგიყუარენ თქუენ, - იტყჳს უფალი, - და სთქუთ: რაჲსა შორის შემიყუარებ ჩუენ? არა ძმაჲ იყოა ისავ იაკობისი? იტყჳს უფალი, - და შევიყუარე ძე იაკობი,

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
ხოლო ისავი მოვიძულე და დავსხენ საზღუარნი მისნი უჩინოსაქმნელად და სამკჳდრებელი მისი მისაცემელებად უდაბნოჲსა

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
მით, რამეთუ თქუეს: უკეთუ იდუმეა დაიქცეს და მივიქცეთ და აღვაშენნეთ ნაოჴარნი მოოჴრებულნი მისნი, - ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - იგინი აშენებდენ და მე დავაქციო და ეწოდოს მათ საზღურებ უსჯულოებისა და ერ, რომლისაგან განყენებულ არს უფალი ვიდრე საუკუნომდე.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
და თუალთა თქუენთა იხილონ და თქუენ სთქუათ: განდიდნა უფალი ზეშთა ზედაჲთ საზღუართა ისრაჱლისათა.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა. და უკუეთუ მამაჲ ვარ მე, სადა არს დიდებაჲ ჩემი? და უკეთუ უფალი ვარ მე, სადა არს შიში ჩემი? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - თქუენ, მღდელთა, განაოხეთ სახელი ჩემი და თქუთ: რაჲსა მიერ განვაოხეთ სახელი შენი?

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
მოიხუენით მსხუერპლისა საცავისა მომართ ჩემისა პურნი შეგინებულნი და სთქუთ: რაჲსა მიერ შევაგინენით იგინი? თქუმისა მიერ თქუენგან: ტაბლაჲ უფლისაჲ შეურაცხ-ქმნილი არს და ზედა დასხმულნი ჭამადნი შეურაცხნი არიან.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
მით, რამეთუ შემო-თუ-სწიროთ ბრმაჲ მსხუერპლისა საცავად, არა ბოროტ არსა? და უკეთუ შემოსწიროთ მკელობელი ანუ სნეული, არა ბოროტ არსა? შესწირე იგი წინამძღვარსა შენსა, უკეთუ მიითვალოს იგი, ანუ ათნოს პირსა შენსა? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
და აწ დაიგეთ პირი ღმრთისაჲ თქუენისაჲ, და ევედრენით მას; რამეთუ ჴელთა შინა თქუენთა იქმნეს ესენი, უკეთუ მე ვიპოო თქუენგან პირი თქუენი? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
მით, რამეთუ თქუენ თანაცა დაჴშულ იქმნენ კარნი და არა აღიხუნეთ მსხუერპლისსაცავად ჩემდა ძღუენი, არა არს ნება ჩემი თქუენდა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და მსხუერპლსა არ შევიწირავ ჴელთაგან თქუნთა

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
მით, რამეთუ აღმოსავალთაჲთგან მზისათაჲთ და ვიდრე დასავალთამდე სახელი ჩემი დიდებულ არს წარმართთა შორის და ყოველსა ადგილსა საკუმეველი მოერთუმის სახელსა ჩემსა და მსხუერპლი წმიდაჲ; და მით, რამეთუ დიდ არს სახელი ჩემი წარმართთა შორის, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
ხოლო თქუენ შეაგინებთ მას თქუმისა მიერ თქუენისა: ტაბლაჲ უფლისაჲ მწიკულევანი არს და მას ზედა დაგებულნი ჭამადნი შეურაცხ არიან.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
და სთქჳთ: ესენი ძჳრვნებულობისაგან არიან, და განვბერენ იგინი, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, და შემოიხუამთ ნატაცებთა და მკელობელთა და აღშფოთებულთა და შემოსწირავთ მსხუერპლსა, უკეთუ მივითუალავ ამათ ჴელთაგან თქუენთა? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
და წყეულ იყავნ კაცი, რომელი შემძლებელ იყოს, და იყოს სამწყსოსა შინა მისსა ვერძი, და აღთქუმაჲ მისი მას ზედა და დაუკლავს უფალსა განხრწნილი მათ, რამეთუ მეფე დიდი ვარ მე, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და სახელი ჩემი ზედსაჩინო არს წარმართთა შორის.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.