TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 10
Previous part

Chapter: 21  
Verse: 11   Link to mcatLink to sept   Page of ms. O: 12r  ფიცხელ იყო სიტყუაჲ ესე ფრიად წინაშე აბრაჰამისა ძისა მისისათჳს.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ნუ ფიცხელ გიჩს წინაშე შენსა ყრმისა მაგისთჳს და მჴევლისა. ყოველივე, რაჲცა გრქუას სარრა, ისმინე ჴმისა მისისაჲ. რამეთუ ისაკის მიერ გეწოდოს შენ ნათესავად.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
ხოლო ძჱ იგი მჴევლისაჲ მაგის ვყო ნათესავად დიდად, რამეთუ შვილი შენი არს.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
და აღდგა აბრაჰამ განთიად და მოიღო პური და თხიერითა წყალი და მისცა იგი აგარს და მან აღიკიდა მჴართა თჳსთა და ყრმაჲ იგი და განავლინა იგი. და განვიდა იგი და შესცთა უდაბნოსა ჯურღმულსა მას თანა ფიცისასა.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
მოაკლდა წყალიცა იგი თხიერისა მისგან და დააგდო ყრმაჲ ნერგსა ერთსა ქუეშე.

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
და წარვიდა და დაჯდა წინაშე მისსა შორს, ვითარ ისრის სატყორცებელ, რამეთუ თქუა: არა ვიხილო სიკუდილი ძისა ჩემისაჲ. და დაჯდა წინაშე მისსა. ღაღად-ყო ყრმამან მან და ტიროდა.

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
და შეისმინა ღმერთმან ყრმისაჲ მის მიერ ადგილით, სადა-იგი იყო. და უწოდა ანგელოზი ღმრთისაჲ აგარს ზეცით და ჰრქუა მას: რაჲ არს, აგარ? ნუ სტირ, რამეთუ შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ყრმისაჲ მაგის შენისაჲ მიერ ადგილით, სადა-იგი არს.

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
აღდეგ და მოიყვანე ყრმაჲ შენი და უპყარ მას ჴელითა შენითა. რამეთუ ნათესავად დიდად ვყო იგი.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
და აღუხილნა ღმერთმან თუალნი მისნი და იხილა ჯურღმული წყლისა ცხოველისაჲ და მივიდა... და ასუა ყრმასა მას.

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
და იყო ღმერთი ყრმისა მის თანა. და აღორძნდა ყრმაჲ იგი და დაეშჱნა Page of ms. O: 12v  უდაბნოსა და იყო იგი მეისარ.

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
და დაემკჳდრა იგი უდაბნოსა მას ფარანისასა, და მოჰგუარა მას დედამან მისმან ცოლი ქუეყანისა მისგან ეგჳპტისა

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
მას ჟამსა ოდენ მიუგეს აბიმელიქ და ოქოზათ, ეზოჲს მოძღუარმან მისმან, და ფიქოლ, ერის მთავარმან ერისა მისისამან, აბრაჰამს და ჰრქუეს: ღმერთი შენ თანა არს ყოველსავე, რასაცა იქმ.

Verse: 23   Link to mcatLink to sept   
აწ მეფუცე მე, რაჲთა არა მავნო მე, არცა ნათესავსა ჩემსა, ნუცა სახლსა ჩემსა, არამედ სიმართლისაებრ ჩემისა, რომელ ვყავ შენ თანა, ყავ ჩემ თანა და ქუეყანასა მას, რომელსა დამკჳდრებულ ხარ მას ზედა.

Verse: 24   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა მას აბრაჰამ: ნე გეფუცო.

Verse: 25   Link to mcatLink to sept   
და ამხილა აბრაჰამ აბიმელიქს ჯურღმულთა მათთჳს წყლისათა, რომელ-იგი მიუღეს მწყემსთა აბიმელიქისთა.

Verse: 26   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: არა უწყი, ვინ ყო საქმჱ ეგე, არცა შენ მითხარ, არცა მესმა, არამედ დღეს.

Verse: 27   Link to mcatLink to sept   
მოასხა აბრაჰამ ცხოვარი და ზროხაჲ და მისცა აბიმელიქს. და აღითქუეს ურთიერთას აღთქუმაჲ.

Verse: 28   Link to mcatLink to sept   
და დაადგინნა აბრაჰამ შჳდნი ტარიგნი თჳსაგან.

Verse: 29   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: რაჲ არიან შჳდნი ესე ტარიგნი ცხოვარისანი, რომელნი დაადგინენ თჳსაგან?

Verse: 30   Link to mcatLink to sept   
და თქუა აბრაჰამ: რამეთუ შჳდნი ესე ტარიგნი მიიბნე ჩემგან, რაჲთა იყვნენ ჩემდა საწამებელად, რამეთუ მე ვთხარე ჯურღმული ესე.

Verse: 31   Link to mcatLink to sept   
ამისთჳს დასდვა სახელი ადგილსა მას ჯუ\\რღმული Page of ms. O: 13r  ფიცისაჲ, რამეთუ მუნ იფიცნეს ურთიერთას.

Verse: 32   Link to mcatLink to sept   
და აღითქუეს აღთქუმაჲ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა. და აღდგა აბიმელიქ და ოქოზათ ეზოჲს მოძღუარი და ფიქოლ, ერისთავი იგი ერისა მისისაჲ, და წარვიდეს ქუეყანად ფილისტიმედ.

Verse: 33   Link to mcatLink to sept   
და დასთესა აბრაჰამ ყანაჲ ჯურღმულსა მას თანა ფიცისასა და ჰხადა მუნ სახელსა უფლისა ღმრთისასა.

Verse: 34   Link to mcatLink to sept   
და დაემკჳდრა აბრაჰამ ქუეყანასა მას ფილისტიმისასა დღეთა მრავალთა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.