TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 39
Previous part

Chapter: 50  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   და დავარდა იოსებ პირსა ზედა მამისა თჳსისასა და ტიროდა და ამბორს-უყოფდა მას.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
და უბრძანა იოსებ მონათა თჳსთა მკუდრის მმოსელთა შემოსად მამაჲ თჳსი და შემოსეს მკუდრის მმოსელთა მათ ისრაჱლ.

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
და აღასრულეს მისი ორმეოცი დღჱ, რამეთუ ესრჱთ აღირაცხებიან დღენი დაფლვისანი, და ეგლოვდა მას ყოველი ეგჳპტე სამეოც და ათ დღე.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
და ვითარცა წარჴდეს დღენი იგი გლოვისანი, ეტყოდა იოსებ მთავართა მათ ფარაოჲსთა და ჰრქუა, უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თქუენსა, ეტყოდეთ ყურთა ფარაოჲსთა და არქუთ:

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
მამამან ჩემმან მაფუცა მე და მრქუა: საფლავსა მას, რომელ-იგი ვქმენ თავისა ჩემისა ქუეყანასა მას ქანაანისასა, მუნ დამფალ მე. აწ უკუე აღვიდე და დავჰფლა მამაჲ ჩემი და კუალად მოვიდე.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა ფარაო იოსებს: აღვედ და დაჰფალ მამაჲ შენი, ვითარცა-იგი გაფუცა შენ.

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
და აღვიდა იოსებ Page of ms. O: 69v  დაფლვად მამისა თჳსისა და მის თანა აღვიდეს ყოველნი მონანი ფარაოჲსნი და მოხუცებულნი სახლისა მისისანი და ყოველნი მოხუცებულნი ქუეყანისა ეგჳპტისანი,

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
და ყოველი სახლი იოსებისი და ყოველნივე ძმანი მისნი და ყოველნივე სახლისა მამულისა მისისა ნათესავნი. ცხოვარი და ზროხაჲ დაუტევეს ქუეყანასა გესემისასა.

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
და მის თანა აღვიდა ეტლები და მჴედრები. და იყო ბანაკი იგი დიდ ფრიად.

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
და მოვიდეს იგინი კალოებსა მას ზედა ატადისასა, რომელ არს წიაღ იორდანესა, და ეტყებდეს მას ტყებითა დიდითა და ძლიერითა ფრიად. და ყო იოსებ გლოვაჲ მამისა თჳსისაჲ შჳდ დღე.

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
და იხილეს მკჳდრთა ქუეყანისა ქანაანისათა გლოვაჲ კალოთა მათ ატადისათა და თქუეს: ესე გლოვაჲ დიდი არს ეგჳპტელთაჲ. ამისთჳს ეწოდა ადგილსა მას გლოვაჲ ეგჳპტისაჲ, რომელ არს იორდანესა თანა.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
და უყვეს მას ესრჱთ ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა-იგი ამცნო მათ.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
და აღმოიღეს იგი ძეთა მისთა ქუეყანად ქანაანისა და დაჰფლეს იგი ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ მოგებით საფ/ლავად Page of ms. O: 70r  ძეთაგან ეფრონის ქეტელისათა, წინაშე მამბრჱსსა.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
მოიქცა იოსებ ეგჳპტედ, იგი და ძმანი მისნი, და რომელნი მის თანა აღმოსრულ იყვნეს დაფლვად მამისა მისისა, შემდგომად დაფლვისა მამისა მისისა.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
ვითარცა იხილეს ძმათა იოსებისთა, რამეთუ აღესრულა მამაჲ მათი, თქუეს: ნუუკუე ძჳრი იჴსენოს იოსებ ჩუენთჳს და მოგუაგოს მოსაგებელი ჩუენი ყოვლისა მისთჳს ბოროტისა, რომელი შევაჩუენეთ.

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
მოვიდეს იოსებისა და ჰრქუეს: მამამან შენმან გაფუცა შენ ვიდრე აღსრულებადმდე მისა და გრქუა შენ:

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
ესრე არქუთ იოსებს: მიუტევენ სიცრუვენი და ცოდვანი მათნი, რამეთუ ბოროტი შეგაჩუენეს შენ, და აწ თავს-იდევ შეცოდებაჲ მსახურთაჲ ღმრთისა მამისა შენისათაჲ. და ტიროდა იოსებ სიტყუასა მას მათსა მისა მიმართ.

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
მოუჴდეს მას და ჰრქუეს: ჩუენ შენნი მონანი ვართ.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მათ იოსებ: ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისაჲ ვარი მე.

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
თქუენ ჰზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან ზრახა ჩემთჳს კეთილი, რაჲთა იყოს, ვითარცა-ესე დღეს, რაჲთა გამოიზარდოს ერი მრავალი.

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა მათ: ნუ გეშინინ, მე გამოგზარდნე თქუენ და სახლნი თქუენნი. და Page of ms. O: 70v  ნუგეშინის-სცა მათ და ეტყოდა გულისაებრ მათისა.

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
და დაემკჳდრა იოსებ ეგჳპტეს, იგი და ძმანი მისნი და ყოველივე ყოვლითურთ სახლი მამისა მისისაჲ. ცხონდა იოსებ ას და ათ წელ.

Verse: 23   Link to mcatLink to sept   
და იხილნა იოსებ ყრმანი ეფრემისნი მესამედ ნათესავადმდე; და ძენი მაქირისნი, ძისა მანასჱსნი, იშვნეს წიაღთა იოსებისთა.

Verse: 24   Link to mcatLink to sept   
ეტყოდა იოსებ ძმათა თჳსთა და ჰრქუა: მე მოვკუდები. მოხედვით მოხედვა-ყოს თქუენ ზედა უფალმან და განგიყვანნეს თქუენ ამიერ ქუეყანით მას ქუეყანასა, რომლისათჳს ეფუცა მამათა ჩუენთა აბრაჰამს, ისაკს და იაკობს.

Verse: 25   Link to mcatLink to sept   
და აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით ძუალნი ჩემნი თქუენ თანა.

Verse: 26   Link to mcatLink to sept   
და აღესრულა იოსებ ას და ათისა წლისაჲ და დაჰფლეს იგი და დადვეს საფლავსა ეგჳპტეს შინა.
Page of ms. O:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.