TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 41
Previous part

Chapter: 2  
Verse: 1   Link to exakLink to mcatLink to sept   იყო ვინმე ტომისაგან ლევისა, რომელმან მოიყვანა ცოლი ასულთაგან ლევისთა და ესუა იგი ცოლად.

Verse: 2   Link to exakLink to mcatLink to sept   
მუცლად-იღო მან და შვა წული. ვითარცა იხილეს იგი მკჳრცხედ, მალვიდეს მას სამ თუე.

Verse: 3   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ვითარ ვერღარა ეძლო დამალვად, მოიღო დედამან მისმან კიდობანაკი და მოფისა იგი ნაფთითა და შთააწვინა ყრმაჲ იგი მას და დადგა იგი მდინარის კიდესა მას.

Verse: 4   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ჰხედვიდა დაჲ მისი შორით, რაჲთა იხილოს, რაჲ-ძი შეემთხჳოს მას.

Verse: 5   Link to exakLink to mcatLink to sept   
შთავიდოდა ასული ფარაოჲსი ბანად მდინარესა მას და შიმონვარნი მისნი უვიდოდეს იმიერ და ამიერ მდინარის კიდესა მას. და იხილა კიდობანი იგი მწყურნებსა მას, მიავლინა შიმონარი და მოიღო იგი,

Verse: 6   Link to exakLink to mcatLink to sept   
აღაღო და იხილა ყრმაჲ იგი, ტიროდა რაჲ Page of ms. O: 72v  კიდობანსა მას შინა, და განარინა იგი ასულმან ფარაოჲსმან და თქუა: ყრმათაგან ებრაელთა არს ესე.

Verse: 7   Link to exakLink to mcatLink to sept   
ჰრქუა ასულსა ფარაოჲსსა დამან მას ყრმისამან: გნებავს, თუ მოგიხადო დედაკაცსა მზარდულსა ებრაელთაგანსა და გიწოებდეს ყრმასა მაგას?

Verse: 8   Link to exakLink to mcatLink to sept   
ხოლო ასულმან ფარაოჲსმან ჰრქუა მას: წარვედ და მოუწოდე. და წარვიდა ქალი იგი და უწოდა დედასა მის ყრმისასა.

Verse: 9   Link to exakLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა მას ასულმან ფარაოჲსმან: დამიმარხე ყრმაჲ ესე და აწოებდ მაგას და მე მიგცე სასყიდელი შენი. მიიქუა დედაკაცმან მან ყრმაჲ იგი...

Verse: 10   Link to exakLink to mcatLink to sept   
და შეჰგუარა ასულსა ფარაოჲსსა. და იყო იგი მისა შვილად და დასდვა სახელი მისი მოსე და თქუა; წყლისაგან გამოვიღე ეგე.

Verse: 11   Link to exakLink to mcatLink to sept   
იყო დღეთა მათ მრავალთა, განმწჳსნა მოსე და განვიდა ძმათა მისთა ძეთა ისრაჱლისათა ხილვად ჭირისათჳს მათისა და იხილა კაცი ეგჳპტელი, სცემდა რაჲ კაცსა ვისმე ებრაელსა ძმათა მისთაგანსა ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 12   Link to exakLink to mcatLink to sept   
მიიხილა აქა და იქი და არავინ იხილა და მოკლა მეეგჳპტელი იგი და დაჰფლა იგი ქჳშასა.

Verse: 13   Link to exakLink to mcatLink to sept   
განვიდა იგი მეორესა დღესა და იხილნა ორნი კაცნი ებრაელნი, რომელნი იბრძოდეს, Page of ms. O: 73r  და ჰრქუა, რომელი-იგი ავნებდა მოყუასსა თჳსსა; კაცნო, ძმანი ხართ, რაჲსათჳს ავნებთ ურთიერთას?

Verse: 14   Link to exakLink to mcatLink to sept   
ხოლო მან ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა? ანუ მოკლვაჲ ჩემი გნებავს შენ, ვითარცა მოჰკალ გუშინ მეეგჳპტელი იგი? ხოლო მოსეს შეეშინა და თქუა: უკუეთუ ესრეთ განცხადნა სიტყუაჲ ესე?

Verse: 15   Link to exakLink to mcatLink to sept   
ესმა ფარაოს სიტყუაჲ ესე და ეძიებდა მოკლვად მოსეს. და წარივლტოდა მოსე პირისაგან ფარაოჲსისა და მწირობდა ქუეყანასა მადიამისასა და დაჯდა იგი ჯურღმულსა მას ზედა.

Verse: 16   Link to exakLink to mcatLink to sept   
ხოლო მღდელსა მადიამისასა ესხნეს შჳდ ასულ და მწყსიდეს ცხოვართა მამისა თჳსისა იოთორისთა. და ვითარცა მოვიდეს ვსებად წყალსა. ვიდრემდე აღივსნეს წყლის სასუმელები იგი, რაჲთა ასუან ცხოვართა მამისა თჳსისათა,

Verse: 17   Link to exakLink to mcatLink to sept   
მოვიდეს მწყემსნი და წარასხნეს იგინი. აღდგა მოსე და განარინნა იგინი და აღმოუვსო წყალი და ასუა ცხოვართა მათთა.

Verse: 18   Link to exakLink to mcatLink to sept   
და შევიდეს იგინი იოთორისა, მამისა მათისა. ხოლო მან ჰრქუა მათ: რაჲსათჳს ისწრაფეთ შემოსლვად Page of ms. O: 73v  დღეს?

Verse: 19   Link to exakLink to mcatLink to sept   
ჰრქუეს მათ: კაცმან ვინმე მეეგჳპტელმან განმარინნა ჩუენ მწყემსთაგან და აღმომივსო ჩუენ წყალი და ასუა ცხოვართა ჩუენთა.

Verse: 20   Link to exakLink to mcatLink to sept   
ხოლო მან ჰრქუა ასულთა თჳსთა: სადა არს? და რაჲსა დაუტევეთ კაცი იგი? მოუწოდეთ მას, რაჲთა ჭამოს პური.

Verse: 21   Link to exakLink to mcatLink to sept   
და დაემკჳდრა მოსე კაცისა მის თანა და მისცა სეფორა, ასული თჳსი. ცოლად მოსეს.

Verse: 22   Link to exakLink to mcatLink to sept   
და მიუდგა დედაკაცი იგი და შვა ძჱ და სახელი უწოდა მას მოსე გერსამ და თქუა: რამეთუ მწირ ვარი მე ქუეყანასა უცხოსა. და სახელი მეორისაჲ მის უწოდა ელიაზარ და თქუა: ღმერთი მამისა ჩემისაჲ შემეწია მე და მიჴსნა მე ჴელთაგან ფარაოჲსთა.

Verse: 23   Link to exakLink to mcatLink to sept   
შემდგომად დღეთა მრავალთა მოკუდა მეფჱ იგი ეგჳპტისაჲ და სულთითქუმიდეს ძენი ისრაჱლისანი საქმეთა მათგან ფიცხელთა და ღაღად-ყვეს და მიიწია ღაღადებაჲ მათი ღმრთისა.

Verse: 24   Link to exakLink to mcatLink to sept   
და შეისმინნა ღმერთმან სულთთქუმანი იგი მათნი და მოიჴსენა ღმერთმან აღთქუმაჲ იგი თჳსი აბრაჰამისა მიმართ, ისაკისა და იაკობისა,

Verse: 25   Link to exakLink to mcatLink to sept   
და მოჰხედა ღმერთმან ძეთა ისრაჱლისათა და გამოეცხადა მათ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.