TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 76
Previous part

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcat Link to gelatat Link to sept   და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: კაცმან თუ ცოდოს წინაშე ღმრთისა არა ნეფსით ყოველთა მათგან ბრძანებათა ღმრთისათა, რომელ არა ჯერ-არს ყოფად, და ყოს ერთი რაჲმე მათგანი,

Verse: 3   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ მღდელთ მოძღუარმან მან ცხებულმან ცოდოს ესე ერისა ცოდვაჲ და მოიბას ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა, ჴბოჲ ზროხათაგან უბიწოჲ ღმრთისა წინაშე ცოდვისა მისთჳს,

Verse: 4   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და წარმო/იბას Page of ms. O: 122r  კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა წინაშე ღმრთისა და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის ჴბოჲსასა წინაშე ღმრთისა და დაკლას ჴბოჲ იგი წინაშე ღმრთისა.

Verse: 5   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და მოიღოს მღდელმან მან ცხებულმან განსრულებულმან ჴელითა მისითა სისხლი იგი ჴბოჲსაჲ მის და შეიღოს იგი კარავსა მას საწამებელისასა,

Verse: 6   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და დააწოს თითი მღდელმან მან სისხლსა მას და აპკუროს სისხლისა მისგანი შჳდ გზის თითითა თჳსითა წინაშე ღმრთისა კრეტსაბმელსა მას თანა წმიდასა.

Verse: 7   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და სცხოს სისხლისა მისგანი ჴბოჲსაჲ რქათა მათ საკურთხეველისათა საკუმეველისა მის აღზავებულისათა წინაშე ღმრთისა, რომელ არის კარავსა მას შინა საწამებელისასა და ყოველივე იგი სისხლი ჴბოჲსაჲ მის მოაპკუროს წინაშე ხარისხსა მას საკურთხეველისა მის ნაყოფთაჲსა, რომელ არს წინაშე კართა მათ კარვისა საწამებელისათა.

Verse: 8   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და ყოველივე ცმელი ჴბოჲსაჲ მის ცოდვათაჲსაჲ მოჰჴადოს მისგან, ცმელი იგი . . . ნაწლევთაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთა თანა, და ძირი იგი ღჳძლისაჲ თირკუმელთა თანა მოჰჴადოს,

Verse: 10   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
ვითარცა-იგი მოჰჴადიან ჴბოსა მას შესაწირავისა ცხორებისასა, და შე/წიროს Page of ms. O: 122v  მღდელმან მან საკურთხეველსა მას ზედა ნაყოფთასა .

Verse: 11   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და ტყავი ჴბოჲსაჲ მის და ყოველი ჴორცი მისი თავ-ფერჴითურთ და ნაწლევით და ფუშნიერით,

Verse: 12   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და ყოვლადვე ჴბოჲ იგი განიღოს გარე ბანაკსა მას ადგილსა წმიდასა. სადა-იგი ღასთხიონ ნაცარი და დაწნან იგი შეშასა ზედა ცეცხლითა დასათხეველსა თანა ნაცრისასა, და დაიწუეს იგი.

Verse: 13   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ ყოველმან კრებულმან ძეთა ისრაჱლისათამან უმეცრებაჲ ქმნეს არა ნეფსით და დაეფაროს სიტყუაჲ იგი თუალთაგან კრებულისათა და ყონ ერთი რაჲმე მცნებათაგანი ღმრთისათაჲ, რომელ არა ყოფად ჯერ-იყო,

Verse: 14   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და განცხადნეს მათი იგი ცოდვაჲ, რომელ ცოდეს მას შინა, მოიბას კრებულმან მან ჴბოჲ ზროხათაგან უბიწოჲ ცოდვისა მისთჳს და მოჰგუარონ იგი კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა.

Verse: 15   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და დაასხნენ ჴელნი მოხუცებულთა მათ ერისათა თავსა ზედა მის ჴბოჲსასა წინაშე ღმრთისა...

Verse: 16   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და შეიღოს მღდელმან მან ცხებულმან სისხლისა მისგან ჴბოჲსა კარვად საწამებელისა.

Verse: 17   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და დააწოს მღდელმან მან თითი სისხლსა მას ჴბოჲსასა და აპკუროს შჳდ გზის წინაშე ღმრთისა პირისპირ კრეტსაბმელსა მას Page of ms. O: 123r  სიწმიდისასა.

Verse: 18   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და მისვე სისხლისაგანი სცხოს რქათა მათ საკურთხეველისა საკუმეველთაჲსა წინა-დაგებულისათა წინაშე ღმრთისა,... რომელ არს კარავსა მას შინა საწამებელისასა, და ყოველი იგი სისხლი დასთხიოს ხარისხსა თანა საკურთხეველისა მის ნაყოფთაჲსა, რომელ კართა მათ ზედა არს კარვისა საწამებელისათა.

Verse: 19   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და ყოველი ცმელი მოიღოს მისგან და შეწიროს იგი საკურთხეველსა ზედა

Verse: 20   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და ყოს ჴბოჲ ესე, ვითარცა სახედ ყო ჴბოჲ იგი ცოდვისაჲ, ეგრევე ყოს ესე. და ლხინება-ყოს მათთჳს მღდელმან მან და მიეტევნენ მათ ცოდვანი მათნი.

Verse: 21   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და განიღონ ჴბოჲ იგი გარეშე ბანაკსა მას და დაწუან იგი, ვითარცა სახედ დაწუეს ჴბოჲ იგი პირველი: ცოდვისა მისთჳს კრებულისა არს ესე.

Verse: 22   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ მთავარმან ცოდოს და ქმნეს ყოველთა მათგან მცნებათა უფლისა ღმრთისა მისისათაჲ არა ნეფსით, რომელ არა ჯერ-იყო ყოფად, და ცოდოს,

Verse: 23   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და განცხადნეს ცოდვაჲ იგი მისი. რომელსა შინა ცოდა, მოიბას შესაწირავად მისა თიკანი თხათაგან, ვაცი უბიწოჲ,

Verse: 24   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის ვაცისასა და დაკლან იგი ადგილსა მას Page of ms. O: 123v  წინაშე ღმრთისა, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუველნი იგი ...

Verse: 25   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და მოიღოს მღდელმან მან და სცხოს მღდელმან სისხლისა მისგან ცოდვისაჲსა თითითა მისითა რქათა მათ საკურთხეველისათა ყოვლად დასაწუეველთაჲსა და ყოველი სისხლი მისი დასთხიოს კედელსა მას თანა საკურთხეველისაჲსა ყოვლად დასაწუველთაჲსა.

Verse: 26   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და ყოველი ცმელი მისი შეწიროს საკურთხეველსა ზედა, ვითარცა ცმელი იგი საკლველისა მის ცხორებისაჲ, და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისაგან მისისა, და მიეტეოს მას.

Verse: 27   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ კაცმან ერთმან ერთისა მის ქუეყანისამან ცოდოს ცოდვაჲ არა ნეფსით და ყოს ერთი რაჲმე მცნებათაგან ღმრთისათა, რომელ არა ჯერ-იყო ყოფად, და ქმნეს,

Verse: 28   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და განცხადნეს ცოდვაჲ იგი მისი, რომელ ცოდა, მოიბან თიკანი თხათაგან, ნეზჳ უბიწოჲ, ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა,

Verse: 29   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა, რომელი-იგი არს ცოდვისათჳს, და დაკლან თიკანი იგი ცოდვისაჲ ადგილსა მას, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუველნი იგი.

Verse: 30   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგანი თითითა და სცხოს რქათა მათ საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა Page of ms. O: 124r  და ყოველი სისხლი მისი დასთხიოს ხარისხთა თანა საკურთხეველისათა.

Verse: 31   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და ყოველი ცმელი მისი მოჰჴადოს. ვითარცა სახედ მოჰჴადიან ცმელი შესაწირავსა, და შეწიროს იგი მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა სულად სულნელად ღმრთისა, და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან, და მიეტეოს მას.

Verse: 32   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ ცხოვარი შეწიროს მსხუერპლად თჳსა ცოდვისათჳს, ნეზჳ უბიწოჲ შეწირენ იგი.

Verse: 33   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და დასდვას ჴელი მისი თავსა მას ზედა ცოდვისაჲსასა . და დაკლან იგი ადგილსა მას, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუველნი იგი.

Verse: 34   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ცოდვისაჲსა თითითა და სცხოს რქათა მათ საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა და ყოველივე სისხლი მისი დასთხიოს ხარისხსა თანა საკურთხეველისასა.

Verse: 35   Link to mcat Link to gelatat Link to sept   
და ყოველი ცმელი მისი მოჰჴადოს, ვითარცა მოჰჴადიან ცმელი ცხოვარსა მას შესაწირავისა ცხორებისასა, და სცხოს მღდელმან მან საკურთხეველსა მას მსხუერპლთასა წინაშე ღმრთისა. და ულხინოს მღდელმან მან ცოდვაჲ იგი მისი, და მიეტეოს მას.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.