TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 228
Previous part

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   შეკერბით და შეიკრენით ნათესავი ეგე უსწავლელი ვიდრე ყოფადმდე თქუენდა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ვითარცა ყუავილნი წარმავალნი დღენი თქუენნი, ვიდრე მოწევადმდე თქუენ ზედა რისხვაჲ უფლისაჲ, ვიდრე მოსლვადმდე თქუენ ზედა დღისა მის რი<ს>ხვისა გულის-წყრომისა უფლისაჲსა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ვძიეგდით უფალსა ყოველნი მდაბალნი ქუეყანისანი, სამართალსა იქმოდეთ, და სიმართლესა ეძიებდით, და იტყოდეთ მართლ, რაჲთა დაიფარნეთ დღესა მას რისხვისა უფლისასა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რამეთუ გაზაჲ მიმოსატაცებელ იყოს, და ასკალონი განსარყუნელ, და აზოტჱ შუვა Page of ms. J: A17v  სამხრის განვარდეს, და აკარონი ძირით აღიფხურეს./

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ვაჲ რომელნი დამკჳდრებულ არიან ნაწილებსა ზღჳსასა. მწირნი კრეტესანი, სიტყუაჲ უფლისაჲ თქუენ ზედა, ქანაან ქუეყანაო უცხოთესლთაო, და წარგწყმიდნა თქუენ სამკჳდრებელისაგან თქუენისა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და იყოს კრეტე საძოვარ სამწყსოთა, და სადგურ ცხოვართა;

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და იყოს ნაწილები იგი ზღჳსაჲ ნეშტთა მათ სახლისა იუდაჲსთა. მას ზედა ძოვდენ სახლთა შინა ასკალონისათა, მიმწუხრი დაემალნენ პირისაგან ძეთა იუდაჲსთა, რამეთუ მოხედვა ყოს მათ ზედა უფალმან ღმერთმან, და მოაქციოს ტყუჱ მათი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
მესმნას ყუედრებანი მოაბისანი, და დაქენჯნანი ძეთა ამონისთანი, რომლითა აყუედრებდეს ერსა ჩემსა, და განდიდნებოდეს საზღვართა ზედა ჩემთა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი, ცხოველ ვარ მე, თქუა უფალმან ძალთამან ღმერთმან ისრაჱლისამან, ვითარმედ მოაბი ვითარცა სოდომაჲ იყოს, და ძენი ამონისნი ვითარცა გომორაჲ. და დამასკჱ მოკლებულ ვითარცა ზჳნი კალოჲსაჲ, და განირყუნეს უკუნისამდე. და ნეშტნი ერისა ჩემისანი აღიჭრიდენ მათ, და ნეშტთა ერისა ჩემისათა დაიმკჳდრნენ იგინი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ესე ეყოს მათ გინებისა მათისა წილ; რამეთუ აყუედრებდეს და განდიდნებოდეს უფლისა ზედა ყოვლისა-მპყრობელისა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
გამოჩნდეს უფალი მათ ზედა, და მოსჴნეს ყოველნი ღმერთნი ნათესავთა მათ ქუეყანისათანი, და თაყუანის-სცემდენ მას მხოლოსა კაცად-კაცადი ადგილით თჳსით ყოველნი ჭალაკნი თესლებისანი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და თქუენ ეთიოპელნი წყლულებითა მახჳლი<სა ჩემისაჲ>თა იყვნეთ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და განითხრას ჴელი მისი ჩრდილოდ, და წარწყმიდოს ასურასტანელი იგი, და დადვას ნინევჱ განსარყუნელად Page of ms. J: A18r  ურწყულად ვითარცა ოჴერი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და ძოვდენ შორის მისსა სამწყსონი,/ და ყოველნი მჴეცნი ქუეყანისანი, და მსუენ-ლომნი და გრძღაბნი სართულთა მისთა დაადგრენ, და მჴეცნი ღაღადებდენ ჴევნებსა მათსა, და ყორანნი ბჭეებსა მისსა. რამეთუ ვითარცა ნაძჳ აღდგომაჲ მისი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.