TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 244
Previous part

Chapter: 13  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   მას დღესა შინა იყოს ყოველი ადგილი განღებულ სახლსა დავითისა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა მიმოსარყეველად და საპკურებელად;

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა, იტყჳს უფალი საბაოთ, მოვსპო სახ<ე>ლები კერპთაჲ ქუეყანით, და არღარა იყოს მერმე საჴსენებელი მათი; და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და სული არა-წმიდაჲ აღვჴოცო ქუეყანით.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და იყოს უკუეთუ წინაწარმეტყუელებდეს კაცი მერმე, ჰრქუან მამამან მისმან და დედამან მისმან, რომელთა შვეს იგი; ვერ სცხონდე, რამეთუ ნაცილსა იტყოდე სახელითა უფლისაჲთა; და შეკრან იგი მამამან მისმან და დედამან, რომელთა შვეს იგი წინაწარმეტყუელებასა მას შინა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა ჰრცხუენეს წინაწარმეტყუელთა კაცად-კაცადსა ხილვისაგან მისისა წინაწარმეტყუელებასა მას მათსა, და შეიმოსონ ტყავი თხისაჲ ამისთჳს, რამეთუ ტყუოდეს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუას რამეთუ არა ვარ წინაწარმეტყუელი მე, რამეთუ კაცი ქუეყანის-მოქმედი ვარი მე; რამეთუ კაცმან მშვა მე სიყრმით ჩემითგან.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუან მას, რაჲ არიან წყლულნი ეგე შორის ჴელთა შენთა, და თქუას, რომელ ვიწყალ სახლსა შინა საყუარელისა ჩემისასა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
აწ მახჳლი ეგე აღდეგ მწყემსთა ზედა, და კაცსა ზედა მოქალაქისა მისისასა. იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; დავსცე მწყემსსა, და განიბნინად ცხოვარნი, და მოვაქციო ჴელი ჩემი მწყემსთა ზედა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა, იტყჳს უფალი, ორი წილი მას შინა მოისრას და მოაკლდეს, და მესამე იგი დაშთეს მას შინა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და განვიყვანო მესამე იგი ნაწილი ცეცხლისაგან, და გამოვაჴურვო იგი ვითარცა გამოიჴურვის ვეცხლი, და გამოვცადნე იგინი ვითარცა გამოიცადის ოქროჲ. მან მხადოს მე სახელი ჩემი, და მე ვისმინო მისი, და ვჰრქუა; ერი ჩემი ესე არს. და მან მრქუას, უფალი ღმერთი ჩემი ხარი შენ.: Page of ms. J: A30v 

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.