TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 255
Previous part

Chapter: 6  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო წელსა მას რომელსა მოკუდა ოზია მეფჱ, ვიხილე უფალი მჯდომარე საყდართა ზედა მაღალთა და აღმატებულთა, და სავსე იყო ტაძარი იგი დიდებითა უფლისაჲთა:

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და სერაბინნი დგეს გარემო მისა. ექუსნი ფრთენი ედგნეს ერთსა, და ექუსნი ერთსა. და ორითა იფარვიდეს პირთა მათთა. და ორითა იფარვიდეს ფერჴთა მათთა. და ორითა ფრინვიდეს.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ღაღადებდეს ერთი ერთისა მიმართ და ეტყოდეს. წმიდა არს. წმიდა არს. წმიდა არს. უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და აღმაღლდა ბჭეთა ზედაჲ იგი ჴმისა მისგან რომელსა ღაღადებდეს. და ტაძარი იგი აღივსო საკუმეველითა,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ვთქუ. ვაჲ მე უბადრუკსა, რამეთუ შეწუხებულ ვარ რამეთუ კაცი ვარ, და არა-წმიდანი ბაგენი მქონან. და შორის ერისა, რომელსა არა-წმიდანი ბაგენი ასხენ მე დამკჳდრებულ ვარ. და მეუფჱ უფალი საბაოთ მე თუალითა ჩემითა ვიხილე.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მოივლინა ჩემდა ერთი სერაბინი, და ჴელსა მისსა აქუნდა ნაკუერცხალი, რომელი მარწუხითა მოიღო საკურთხეველისაგან,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და შემახო პირსა ჩემსა, და თქუა: აჰა ესერა შეგახო ესე ბაგეთა შენთა და მოგისპნე<ს> უშჯულოებანი/ Page of ms. J: A40v  შენნი და ცოდვანი შენნი განწმიდნეს.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მესმა სიტყუაჲ უფლისაჲ, და ჰრქუა: ვინ მივავლინო, ანუ ვინ მივიდეს ერისა მის, და ვთქუ: აჰა ესერა ვარ: მიმავლინე მე.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და თქუა: მივედ და არქუ ერსა მაგას: სმენით გესმოდის, და არა გულის-ჴმა-ჰყოთ. და ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რამეთუ განზრქა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს ნუუკუჱ იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ, და გულითა გულის-ჴმა-ყონ, და მოიქცენ და განვკურნნე იგინი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ვთქუ: ვიდრემდე უფალო, და თქუა: ვიდრემდე მოოჴრდენ ქალაქნი არა დამკჳდრებად და სახლნი, რაჲთა არა იყვნენ კაცნი მას შინა, და ქუეყანაჲ დაშთეს ოჴრად:

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ამისა შემდგომად განაგრძნვნეს ღმერთმან კაცნი, და განმრავლდენ რომელნი დაშთომილ იყვნენ ქუეყანასა ზედა,

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და მერმე მის ზედა იყოსვე ათეული და კუალად იყვნენ წარტყუენულ ვითარცა ბელეკონნა და რკოჲ რაჟამს გამოვარდის ბუდისაგან.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.