TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 345
Previous part

Chapter: 30  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ უფლისა მიერ, და ჰრქუა; Page of ms. J: B14v 

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან/ ისრაჱლისამან, დაწერენ შენდად ყოველნივე ესე სიტყუანი წიგნსა ზედა, რომელ გიბრძანენ შენ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და მოვაქციო ტყუჱ ერისა ჩემისა ისრაჱლისაჲ, და იუდაჲსი, თქუა უფალმან, და მოვაქცინე იგინი ადგილსა ამას, რომელი მივეც მამათა მათთა, და ეუფლნენ მას.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ესე სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი ისრაჱლსა ზედა და იუდასა ზედა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ესრე თქუა უფალმან ძალთამან, ჴმაჲ შიშისაჲ გესმეს, საზარელი შიში, და არა არს მშჳდობა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
იკითხეთ და იხილეთ, თუ შვა წულ, და შიში რომლისანი შეპყრობილ იყვნენ ფერცხ<ა>ლნი განრინებაჲ, რამეთუ ვიხილე ყოველი კაცი, და ჴელნი მისნი ფერცხ<ა>ლთა ზედა თჳსთა ვითარცა შობადისანი, გარდაიქცეს ყოველნი პირნი, დანდალუკ იქმნნეს.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დიდ არს დღჱ იგი, და არა არს ეგე-მლევანი; და ჟამი იწროებისაჲ არს და ჭირისაჲ იაკობისი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ამის განცა გან-ვე-ერეს, მას დღესა შინა, თქუა უფალმან ძალთამან, შევმუსრო უღელი ქედისაგან მათისა, საკრველნი მათნი განვხეთქნე, არღა უქმოდიან იგინი უცხოთა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და უქმოდიან იგინი უფალსა ღმერთსა მათსა, და დავით მეფჱ აღუდგინო მათ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და შენ ნუ გეშინინ მონასა ჩემსა იაკობს, თქუა უფალმან, ნუცა შესძრწუნდები ისრაჱლ, რამეთუ ესერა გან<გ>არინო შენ შორით, და ნათესავი შენი ტყუეობისაგან მათისა, მოიქცეს იაკობ, და დაეყუდოს, და განიშუას, და არა ვინ იყოს მაფრთხობელ მათა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მე შენ თანა ვარ, იტყჳს უფალი, განრინებად შენდა, რამეთუ ვყო მოკლებაჲ ყოველთა ნათესავთაჲ, რომელთა მიმართ განგაბნიე შენ, ხოლო შენი არა ვყო მოკლებაჲ, და განგსწავლო შენ განკითხვით, და განმართლებით არა განგამართლო შენ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; ძლიერ არს შემუსრვაჲ ეგე შენი, სალმობიერ არს წყლულებაჲ ეგე შენი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
არა არს განმკითხველ საშჯელისა შენისა, სალმობიერად იკურნე, და სარგებელ <არა> არს შენდა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ყოველთა მეგობართა შენთა დაგივიწყეს შენ, არა იკითხო<ნ> შენთჳს, რამეთუ Page of ms. J: B15r  წყლულე/ბითა მტერისაჲთა გწყალ შენ; სწავლაჲ მტკიცჱ ყოველსა ზედა უშჯულოებასა შენსა, რამეთუ განმრავლდეს ცოდვანი შენნი. გძლეს უშჯულოებათა შენთა,

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რაჲსა ჰღაღადებ შემუსრვილებასა შენსა ზედა, ძლით არს სალმობაჲ ეგე შენი სიმრავლითა უშჯულოებათა შენთაჲთა, რამეთუ გძლეს შენ ცოდვათა შენთა, და გიყვეს შენ ესე.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ყოველნი შემჭამელნი შენნი შეიჭამნენ, და ყოველთა მტერთა შყნთა ჴორცნი მათნი ყოველნი მოიჭამნან. სიმრავლითა უშჯულოებათა შენთაჲთა განმრავლდეს <და ცოდვათა შენთა გიყვეს შენ ესე>. ყოველნი მაჭირვებელნი შენნი ტყუედ წარვიდენ, და იყვნენ მდევარნი თქუენნი სადევნელ, და ყოველნი წარმტყუენველნი თქუენნი მივსცნე ტყუედ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოვავლინო კურნებაჲ შენი წყლულებისაგან სალმობიერისა, და განგკურნო, იტყჳს უფალი, რამეთუ განბნეულად იწოდე სიონი, ესე მონადირებული თქუენი არს, რამეთუ არა არს მეძიებელ მისა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა მე მოვაქცინე აღფხურილნი საყოფელთა იაკობისთანი, და ტყუენი მისნი შევიწყალნე, და აღიშჱნოს ქალაქი სიმაღლესა ზედა მისსა, და ტაძარი სიმართლითა მისითა აღემართოს.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და გამოვიდენ მათგან მძნობარნი და ჴმაჲ მემღერთაჲ, და განვამრავლნე იგინი, <და არა მოაკლდენ, და განვაორძინნე იგინი>, და არა შემცირდენ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და შევიდენ ძენი მათნი ვითარცა პირველად, და წამებანი მათნი წინაშე პირსა ჩემსა განემართნენ, და ძიება ვყო ყოველთა ზედა მაჭირვებელთა მათთა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ უმძლავრესნი მათნი მათ ზედა, და მთავარი მათი მათგან გამოვიდეს, და შევკრიბნე იგინი, და მოიქცენ ჩემდა, რამეთუ ვინ არს ესე, რომელმანმცა გული თჳსი მოიქცია ჩემდა, იტყჳს უფალი.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ ჩემდა ერ, და მე ვიყო მათა ღმერთ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
რამეთუ რისხვაჲ უფლისაჲ გამოჴდა გულის-წყრომით, გამოჴდა რისხვაჲ მიქცეულად; უღმრთოთა ზედა მივიდეს.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
არა უკუნ-იქცეს რისხვაჲ გულის-წყრომისა უფლისაჲ, ვიდრემდის ყოს <და> ვიდრემდის დაამტკიცოს ნებ<ა>ჲ გულისა თჳსისაჲ, აღსასრულთა დღეთა სცნათ ესე.;/ Page of ms. J: B15v 

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.