TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 397
Previous part

Chapter: 18  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა;

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, რაჲ არს თქუენდა იგავი ესე ძეთა შორის ისრაჱლისათა, რომელი თქჳან ვითარმედ მამათა ჭამეს კაწახი, და ძეთა კბილნი მოჰლბეს.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, ამიერითგან არღარა იყოს იგავი ესე სიტყუად ისრაჱლსა შორის.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან, ვითარცა სული მამისაჲ, ეგრეცა სული ძისაჲ ჩემი არს. სულმან რომელმან ცოდოს, იგიცა მოკუდეს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ხოლო კაცი რომელი იყოს მართალ, რომელმან ქმნეს სიმართლჱ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მთათა ზედა არა ჭამოს, და თუალნი მისნი არა განუტევნეს გულის-/სათქუმელთა Page of ms. J: B74r  სახლისა ისრაჱლისათა./ და ცოლი მოყუსისა თჳსისაჲ არა შეაგინოს, და დედაკაცსა წიდოვნებასა მისსა რაჲ იყოს, არა შეეხოს.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და კაცსა არა ჰმძლავროს, და ნაჴუთევი თანა-მდებსა მისცეს, და ნატაცები არა იტაცოს. პური მისი მშიერსა სცეს, და შიშუელი შემოსოს.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ვეცხლი თჳსი აღნადგინებად არა მისცეს, და აღნადგინები არა მოიღოს. და სიცრუვისაგან გარე-მოაქციოს ჴელი მისი. და საშჯელი სიმართლისაჲ ქმნეს შორის კაცისა და მოყუსისა მისისა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ბრძანებათა ჩემთა სრულ იყოს, და სამართალნი ჩემნი დაემარხნეს ყოფად იგინი. ესე-ვითარი ესე მართალი არს, ცხოვრებით ცხოვნდეს, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ შვეს მან ძჱ ბილწი და მთხეველი სისხლისაჲ და მოქმედი ცოდვისაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და გზასა მამისა მისისა მართლისასა არა ვიდოდის. არამედ მთათა ზედა ჭამა, და ცოლი მოყუსისა თჳსისაჲ შეაგინა,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და დავრდომილსა და გლახაკსა ჰმძლავრობდა, და ნატაცები იტაცა, და ნაჴუთევი არა უკუნსცა. და კერპთა მიმართ მიადგნა თუალნი თჳსნი. უშჯულოებაჲ ქმნა,

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ვახშად ვეცხლი მისცა, და აღნადგინები მოიღო. ესე ცხოვრებით არა ცხონდეს, რამეთუ ესე ყოველნი უშჯულოებანი ქმნნა. სიკუდილით მოკ<უ>დეს, სისხლი მისი მის ზედა იყოს.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ შვეს ძჱ, და იხილნეს ყოველნი ცოდვანი <მამისა მისისანი>, რომელნი ქმნნა, და შეიშინოს, და არა ყოს ეგრე სახედ. <15> მთათა ზედა არა ჭამა, და თუალნი თჳსნი არა მიადგნა გულის-სათქუმელთა სახლისა ისრაჱლისათა. და ცოლი მოყუსისა თჳსისაჲ არა შეაგინა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და კაცსა არა ჰმძლავრობდა; და ნაჴუთევი არა იჴუთა, და ნატაცები არა იტაცა. და პური თჳსი მშიერსა სცა, და შიშუელი შემოსა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და სიცრუვისაგან გარე-მოაქცია ჴელი თჳსი; ვახში და აღნადბინები არა მოიღო, და სიმართლჱ Page of ms. J: B74v  ქმნა, და ბრძანებათა ჩემთა ვიდოდა./ არა მოკუდეს ესე ცოდვითა მამისა თჳსისაჲთა, არამედ ცხოვრებით ცხონდეს.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ მამამან მისმან ჭირი ვის მე აჭირვოს, და ნატაცები იტაცოს, და ბოროტი ქმნა<ს> შორის ერსა ჩემსა, ეგევითარი ეგე მოკუდეს სიცრუვითა თჳსითა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და თქუენ სთქუთ, რაჲ არს ესე, რამეთუ არა მოიღო ცოდვაჲ მამისაჲ ძემან, რამეთუ ძემან მან სიმართლჱ ქმნა, და ყოველი შჯული ჩემი დაიმარხა და ქმნნა იგინი. ესე ცხორებით ცხონდეს.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
სულმან რომელმან ცოდოს, იგი მოკუდეს. ძემან არა მოიღოს ცოდვაჲ მამისაჲ, არცა მამამან ცოდვაჲ ძისა თჳსისაჲ. სიმართლჱ მართლისაჲ მის ზედავე იყოს, და უშჯულოებაჲ უშჯულოჲსაჲ მის ზედავე იყოს.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და უშჯულომან მან თუ მოაქციოს ყოველთაგან უშჯულოებათა მისთა, რომელ ქმნნა, და მერმე დაიმარხნეს ყოველნი მცნებანი ჩემნი, და ქმნეს სიმართლჱ და მოწყალებაჲ, ცხორებით ცხოვნდეს, და არა მოკუდეს.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ყოველნი ცოდვანი მი<ს>ნი რაოდენნი ქმნნა, არა მოიჴსენნენ. სიმართლითა მისითა რომელ ქმნა მით ცხოვნდეს.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
არა ნეფსით ვინებე სიკუდილი ცოდვილისაჲ, იტყჳს უფალი უფალი, არამედ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა ბოროტისა, და ცხოვრებაჲ მისი,

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ კუალად მიაქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა, და ქმნეს ბოროტი ყოვლისა მის-ებრ უშჯულოებისა, რომელ იგი ქმნა უშჯულომან, ყოველნი იგი სიმართლენი მისნი რომელ ქმნნა, არა მოიჴსენნენ, შეცოდებითა მისითა, რომელ ქმნა, ცოდვათაცა შინა მისთა, რომელ ცოდა, მასცა შინა მოკუდეს.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და თქუენ სთქუთ. არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ. აწ ისმინე, სახლო ისრაჱლისაო, ნუ უკუე გზაჲ ჩემი არა მართალ არს, ანუ არა გზაჲ თქუენი ვიდრე მე არა მართალ არს.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ მიაქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა და ქმნეს ცოდვაჲ, და მოკუდეს ცოდვასა შინა თჳსსა, რომელ ქმნა, მას შინაცა მოკუდეს.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ მოაქციოს უშჯულომან მან უშჯულოებისაგან თჳსისა, რომელ Page of ms. J: B75r  ქმნა,/ და იქმოდის განკითხვასა და სიმართლესა, ამან სული თჳსი დაიმარხა,

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და მოაქცია ყოველთაგან უღმრთოებათა თჳსთა, რომელ ქმნ<ნ>ა, ცხოვრებით ცხოვნდეს, და არა მოკუდეს.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და იტყჳან ძენი ისრაჱლისანი, არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ; არა გზაჲ ჩემი არა მართალ არს. არამედ გზაჲ თქუენი არა მართალ არს, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
კაცად-კაცადი გზათა-ებრ თქუენთა გსაჯნე თქუენ, სახლო ისრაჱლისაო, იტყჳს უფალი, მოიქეცით. და მოაქციეთ ყოველთაგან უშჯულოებათა თქუენთა, და არა იყვნეთ თქუენ სატანჯველად სიცრუვისა .

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
მოიქეცით თავით თჳსით, და განიშოვრენ<ი>თ თქუენგან ყოველნი უშჯულოებანი თქუენნი, რომელნი უშჯულოებანი ჰყვენ<ი>თ ჩემდამო, და ყავთ თავისა თქუენისა გული ახალი და სული ახალი. და რაჲსათჳს მოსწყდებით, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არა მნებავს სიკუდილი მოსიკუდიდისაჲ მის, იტყჳს უფალი უფალი.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.