TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 398
Previous part

Chapter: 19  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე გოდებაჲ მთავარსა მას ზედა ისრაჱლისასა,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და არქუ მას, რაჲსათჳს დედაჲ შენი, ვითარცა ლეკჳ შორის ლომთა ძოვდა, და შორის ლომთა განიმრავლნა ლეკუნი თჳსნი,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და გამოხლდა ლეკუთა მიმართ, ლომ იქმნა, და ისწავა ტაცებაჲ ნატაცებთაჲ; კაცებსა ჭამდა,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ესმა მისთჳს წარმართთა, განჴრწნილებასა მათს[ა] შეიპყრა, და მიიყვანეს იგი ჭიმითა ეგჳპტედ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და იხილეს რამეთუ განდგომილ არს მისგან, წარწყმდა ძალი მისი. და მოიყვანა სხუაჲ ლეკუთაგან მისთა, ლომად დააწესა იგი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და იქცეოდა იგი შორის ლომთა, ლომ იქმნა, და ისწავა ტაცებაჲ ნატაცებისაჲ; <კაცებსა> ჭამდა,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ძოვდა იგი სიხუესტითა თჳსითა, და ქალაქები მათი მოაოჴრა, და განრყუნა ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი ჴმისაგან ზახებისა მისისა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მოსცეს მის ზედა ნათესავთა სოფლებისაგან გარემო, და განჰმარტეს მის ზედა ბადე მათი; განჴრწნითა მათითა შეიპყრა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და დადვეს იგი Page of ms. J: B75v  ჭიმითა და გალი/აკითა; მოვიდა იგი მეფისა ბაბილოვნელთაჲსა, და შეიყვანეს იგი საპყრობილედ, რაჲთა არა ისმეს ჴმაჲ მისი მთათა ზედა ისრაჱლისა<თა>.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
დედაჲ შენი ვითარცა ვენაჴი. ვითარცა ყუავილი ბროწეულსა წყალთა ზედა დანერგული; მცენარჱ მისი და ნაყოფი მისი იყო წყალთაგან მრავალთა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იყო მისა კუერთხი ტოჰმთა ზედა წინამძღუართა, და განმწჳსნა სიდიდითა მისითა შორის ხეთა, და იხილა სიკეთჱ თჳსი სიმრავლითა რტოთა თჳსთაჲთა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და შეიმუსრა გულის-წყრომითა, და დაეცა ქუეყანასა, და ქარმან ცხელმან განაჴმნა რტონი მისნი, და შური იძია მათგან, და განჴმა კუერთხი იგი ძლიერებისა მისისაჲ, და ცეცხლმან განლია იგი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და აწ დაჰნერგეს იგი უდაბნოსა ქუეყანასა ურწყულსა.

Verse: 14   Link to sept   
და გამოჴდა ცეცხლი კუერთხისაგან რჩეულითა მისთაჲსა, და შეჭამა იგი, და არა იყო მას შინა კუერთხი ძლიერებისაჲ, ტოჰმი, იგავი გოდებისაჲ არს, და იყო<ს> გოდებად.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.