TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 399
Previous part

Chapter: 20  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო წელსა მას მეშჳდესა, მეხუთესა თთუესა, მეათესა თთჳსასა, მოვიდეს კაცნი მოხუცებულთაგან სახლისა ისრაჱლისათანი კითხვად უფლისაგან, და დასხდეს წინაშე ჩემსა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, ეტყოდე მოხუცებულთა მაგათ ისრაჱლისათა და არქუ, ამას იტყჳს უფალი უფალი; უკუეთუ კითხვად ჩემდა მოსრულ ხართ თქუენ, ცხოველ ვარ მე, არა მიგიგო თქუენ სიტყუაჲ, იტყჳს უფალი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ არა შურის-გებით შური ვიძიო. ძეო კაცისაო, უშჯულოებანი მამათა მათთანი უწამენ მათ,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და არქუ მათ. ამას იტყჳს უფალი უფალი; ვინაჲთ დღითგან სათნო ვიყავ სახლი ისრაჱლისაჲ, და გამოვეცხადე ნათესავსა სახლისა იაკობისსა, და გამო-ვე-მეცნე მათ ქუეყანასა ეგჳპტისასა, და აღუპყარ მათ ჴელი ჴელითა ჩემითა, და ვარქუ; მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა უპყარ მათ ჴელი ჴელითა ჩემითა გამოყვანებად მათა Page of ms. J: B76r  ქუეყანით/ ეგჳპტით, ქუეყანასა მას რომელი განუმზადე მათ, მადინებელი სძისა და თაფლისაჲ, გოლი არს იგი უმეტჱს ყოვლისა ქუეყანისაჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ვარქუ მათ; კაცად-კაცადმან თქუენმან საძაგელი თუალთა თქუენთაჲ განიშორეთ, და საქმითა ეგჳპტისაჲთა ნუ შეიგინებით, მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და იგინი განდგეს ჩემგან, და არა ინებეს სმენად ჩემი. საძაგელებაჲ თუალთა მათთაჲ, არა განიშოვრეს, და საქმენი ეგჳპტისანი არა დაუტევნეს. და ვარქუ მიფენად გულის-წყრომაჲ ჩემი მათ ზედა, აღსრულებად რისხვაჲ ჩემი მათ შორის, ქუეყანასა შორის ეგჳპტისასა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ეგრეთ ვყავ, რაჲთა ყოვლადვე სახელი ჩემი არა შეიგინოს წინაშე წარმართთა, რომელთა შორის არიან იგინი, და რომელთა შორის გამოვეცხადე მათ წინაშე მათსა, გამოყვანებად მათა ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მოვიყვანენ იგინი უდაბნოდ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მივსცენ მათ ბრძანებანი ჩემნი, და სამართალნი ჩემნი ვაუწყენ მათ. რომელმანმცა ყვნა იგინი კაცმან, და ცხონდა მათ შინა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და შაბათნი ჩემნი მივსცენ მათ, რ[აჲთა] იყოს შორის ჩემსა და შორის მათსა სასწაულად, რაჲთა უწყოდიან, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი განვსწმედ მათ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ვარქუ სახლსა ისრაჱლისასა უდაბნოსა ზედა, ბრძანებათა ჩემთა ვიდოდეთ, და არა ვიდოდეს; და სამართალნი ჩემნი განიშოვრნეს, რომელნიმცა ყვნა კაცმან, და ცხონდა მათ შინა. და შაბათნი ჩემნი შეაგინნეს ფ[რიად] და ვთქუ მიფენად გულის-წყრომაჲ მათ ზედა უდაბნოსა ზედა, რაჲთამცა აღვჴოცენ იგინი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და ეგრეთ ვყავ, რაჲთა სახელი ჩემი ყოვლითურთ არა შეიგინოს წინაშე წარმართთა, რომელთა თუალთა წინაშე მათთა გამოვიყვანენ იგინი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და აღვიპყარ ჴელი ჩემი მათ ზედა უდაბნოსა ზედა, რაჲთურთით არა შეყვანებად მათა ქუეყანასა მას, რომელი იგი მივეც მათ, გამომ<ა>დინებელი სძისა და თაფლისაჲ; გოლი არს იგი უმეტჱს ყოვლისა ქუეყანისაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს რამეთუ სამართალნი ჩემნი განიშორნეს, და ბრძანებათა ჩემთა Page of ms. J: B76v  არა ვიდოდეს, და შაბათთა ჩემთა შეაგინებდე[ს],/ და შემდგომად ზრახვათა გულისა მათისათა ვიდოდეს.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ერიდა მათ თუალი ჩემი, რაჲთა არა აღვჴოცნე იგინი, და არა მოვასრულნე იგინი უდაბნოსა ზედა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და ვარქუ შვილთა მათთა უდაბნოსა ზედა; შჯულისა-ებრ მამათა თქუენთაჲსა ნა ხუალთ, და სამართალთა მათთა ნუ იმარხავთ, და სლვათა მათთა ნუ შეერევით.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, ბრძანებათა ჩემთა ვიდოდეთ, და სამართალთა ჩემთა იმარხევდით, და იქმოდეთ მათ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და შაბათნი ჩემნი წმიდა ყვენ<ი>თ, და იყოს სასწაულად შორის ჩემსა და თქუენსა, რაჲთა იცოდით რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და განმამწარეს მე შვილთაცა მათთა; ბრძანებათა ჩემთა არა ვიდოდეს, და სამართალნი ჩემნი არა დაიმარხნეს, რაჲთამცა ყვნეს იგინი. რომელმანმცა ყვნა იგინი კაცმან, ცხონდამცა მათ შინა. და შაბათთა ჩემთა შეაგინებდეს, და ვთქუ მიფენად მათ ზედა გულის-წყრომაჲ ჩემი და რისხვაჲ ჩემი,

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და არა ვყავ, რაჲთა ყოვლადვე სახელი ჩემი არა შეიგინოს წარმართთა მათ შორის, რომელთა თუალთა წინაშე მათთა გამოვიყვანენ იგინი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და აღვიღე ჴელი ჩემი უდაბნოსა შინა მათ ზედა განბნევად მათდა წარმართთა შორის, და განთესვად მათა სოფლებსა შორის.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს რამეთუ სიმართალნი ჩემნი არა ყვნეს, და ბრძანებანი ჩემნი განიშორნეს, და შაბათნი ჩემნი შეაგინნეს, და შემდგომად განზრახვასა მამათა მათთასა იყვნეს თუალნი მათნი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და მე მივსცენ მათ ბრძანებანი არა კეთილნი, და სამართალნი რომლითა ვერ ცხონდენ მათ შინა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და შევაგინნე იგინი საქმითა მათითა და განსლვასა ჩემსა ყოვლისა მიმართ, რომელმან განაღოს საშოჲ, რაჲთა განვაქარვნე იგინი.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ეტყოდე, ძეო კაცისაო, სახლსა მას განმამწარებელთასა, სახლსა ისრაჱლისასა, და არქუ მათ. ამას იტყჳს უფალი უფალი; და ვიდრე აქამომდე განმარისხეს მე მამათა თქუენთა შეცოდებითა მათითა, რომლითა იგი შემცოდეს მე.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და Page of ms. J: B77r  შე/ვიყვანენ იგინი ქუეყანასა მას, რომლისათჳს აღვიღე ჴელი ჩემი მიცემად მათა, და იხილეს მათ ყოველი ბორცჳ მაღალი, და ყოველი ხე ჩრდილოვანი. და უზორვიდეს მუნ კერპთა მათთა, და დააწესეს მუნ საყნოსელი სულნელებისაჲ, და შეწირეს მუნ მსხუერპ<ლ>ები მათი.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და ვარქუ მათ; რაჲ არს ბაალი, რამეთუ მიხუალთ თქუენ მუნ. და ჰრქუეს სახელი მისი ბაალ, ვიდრე დღენდელად დღედმდე.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს არქუ სახლსა ისრაჱლისასა. ამას იტყჳს უფალი უფალი; უკუეთუ თქუენ უშჯულობათა შინა მამათა თქუენთასა შეიბილწებით, და შემდგომად საძაგელებათა მათთა მიხუალთ.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და პირველთა ნაყოფთა მისაცემელთა თქუენთასა, და განჩინებულთა შესაწირავთა თქუენთა შინა შეიგინებით, ვიდრე დღენდელად დღედმდე. და მიგიგო თქუენ სიტყუაჲ, სახლო ისრაჱლისაო. ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი უფალი, უკუეთუ მიგიგო თქუენ, და უკუეთუ მოგიჴდეს გულსა თქუენსა ესე.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და არა იყოს ვითარცა ეგე თქუენ იტყჳთ. ვიყვნეთ ვითარცა ყოველნი ნათესავნი და ტომნი ქუეყანისანი მსახურებად ძელთა და ქვათა.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი უფალი. უკუეთუ არა ჴელითა მტკიცითა, და მკლავითა მაღლითა, <და> გულის-წყრომითა სასტიკითა ვმეფობდე თქუენ ზედა.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და გამოგიყვანნე თქუენ ერთაგან, და მოგიყვანნე თქუენ სოფლებისაგან, სადა იგი განბნეულ იყვენ<ი>თ მათ შორის ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლით[ა] და გულის-წყრომითა სასტიკ[ი]თა.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
და მოგიყვანნე თქუენ უ[დაბ]ნოსა ერთსა, და გეშჯოდი თქუენ მუნ პირის-პირ.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
ვითარცა იგი ვეშჯოდე მამათა თქუენთა უდაბნოსა ზედა ეგჳპტისასა, ეგრეთ გსაჯნე თქუენ, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
და მოგიყვანნე თქუენ ქუეშე კუერთხსა ჩემსა, და შეგიყვანნე თქუენ რიცხჳთ.

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
და გამოვარჩინე თქუენგან უღმრთონი და განდგომილნი. და გამოვიყვანნე იგინი, და ქუეყანად ისრაჱლისა Page of ms. J: B77v  ვერ შევიდენ, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი უფალი./

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
და თქუენ, სახლო ისრაჱლისაო, ამას იტყჳს უფალი უფალი; კაცად-კაცადმან საქმენი თჳსნი განიშორენით, და მისა შემდგომად უკუეთუ ისმინოთ ჩემი, და უკუეთუ სახელი წიდაჲ ჩემი არა შეაგინოთ, არღარა ძღუენთა თქუენთათჳს და სლვათაებრ თქუენთა გიყო თქუენ.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
არამედ მთასა ჩემსა წმიდასა და ადგილსა მაღალსა, იტყჳს უფალი უფალი; მუნ მმონებდეს მე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ სრულიად, და მუნ შევიწირო, და მივჰხედო პირველთა ნაყოფთა თქუენთა, და პირველთა ნაყოფთა განჩემებულთა თქუენთასა.

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
სულად სულნელად შეგიწყნარნე თქუენ, რაჟამს გამოგიყვანნე თქუენ ერთაგან, და შეგიწყნარნე თქუენ სოფლებისაგან, რომელთა იგი განბნეულ იყვენით მათ შორის. და წმიდა ვიყო მე თქუენ შორის წინაშე თუალთა ერისათა.

Verse: 42   Link to mcat Link to sept   
და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი უფალი, ოდეს შეგიყვანნე მე თქუენ ქუეყანასა მას ისრაჱლისასა, ქუეყანასა მას რომლისათჳს განვირთხ ჴელი ჩემი მიცემად იგი მამათა თქუენთა.

Verse: 43   Link to mcat Link to sept   
და მოიჴსენნეთ მუნ გზანი თქუენნი და სლვანი თქუენნი, რომლითა იგი შეიგინებოდეთ მათ შინა. და იცემდეთ პირთა თქუენთა ყოველთათჳს უკეთურებათა თქუენთა.

Verse: 44   Link to mcat Link to sept   
და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს გიყო მე თქუენ ესრეთ, რაჲთა სახელი ჩემი არა შეიგინოს გზათა-ებრ თქუენთა ბოროტთა, არცა საქმეთა-ებრ თქუენთა განხრწნილთა, იტყჳს ადონა უფალი.

Verse: 45   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 46   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი თემანსა ზედა, და მიხედე დაგონსა წინაწარმეტყუელებად მაღნარად მიმართ მთავრისა მიმართ ნაგებისა.

Verse: 47   Link to mcat Link to sept   
და არქუ მთავარსა ნაგებისასა, ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ; ამას იტყჳს ადონა უფალი. აჰა ესერა აღვაგზნე მე შენ შორის ცეცხლი, და შეჭამოს ხე ნედლი შენ შორის და ყოველ იხჱ ჴმელი. და არა დატრტეს ალი იგი აღგზებული, და დაიწუეს მის შორის ყოველი პირი მზის-აღმოსავალითგან და ჩრდილოდ.

Verse: 48   Link to mcat Link to sept   
და ცნას ყოველმან ჴორციელმან, რამეთუ მე ვარ უფალი. აღვაგზენ იგი, და არა დაშრტეს./ Page of ms. J: B78r 

Verse: 49   Link to sept   
და ვთქუ; ნუ სადა, უფალო; იგინი მეტყჳან მე, ანუ არა იგავი თქუმული არს ესე.,

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.