TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 441
Previous part

Book: Bel 
Bel et Draco

<ბელ და ვეშაპი>


On the basis of the edition
The Old Georgian Version of the Prophets,
(ed.) R.P. Blake and M. Brière,
Paris 1962 (Text edition) and 1963 (Apparatus criticus),
(Patrologia Orientalis 29/6 and 30/3)




Chapter: _ 
Verse: 1  Link to septLink to sept   და მეფჱ ასტჳაგ შეეძინა მამათა თჳსთა თანა. წარიღო კჳროს სპარსმან მეფობაჲ მისი.

Verse: 2  Link to septLink to sept   
და იყო დანიელ თანა-მყოფ მეფისა, და დიდებულ უფროჲს ყოველთა მეგობართა თჳსთა.

Verse: 3  Link to septLink to sept   
და იყო კერპი ბაბილონელთაჲ, რომლისა სახელი ბელ; და მიეცემოდა მას დღითი დღედ სამინდოჲსაჲ ათორმეტი გრივი, და ცხოვარი ორმეოცი, და ღჳნოჲ საწყაული ექუსი.

Verse: 4  Link to septLink to sept   
და მეფჱ ჰმსახურებდა მას, და მივიდის დღითი დღედ თაყუანის-ცემად მისა, ხოლო დანიელ თაყუანის-სცემდა ღმერთსა თჳსსა. ჰრქუა მას მეფემან; რაჲსათჳს არა თაყუანის-სცემ ბელს.

Verse: 5  Link to septLink to sept   
ხოლო დანიელ ჰრქუა მას; რამეთუ არა თაყუანის-ვსცემ კერპსა ჴელით-ქმნულსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და აქუს ჴელმწიფებაჲ ყოვლისა ჴორციელისაჲ.

Verse: 6  Link to septLink to sept   
ჰრქუა მას მეფემან; და აწ შენ არა ჰგონებ ბელს ღმერთ ცხოველად; ანუ Page of ms. J: B137r  არა ჰხედავ რავდენსა ჭამს და სუამს დღითი დღედ./

Verse: 7   Link to septLink to sept   
განიცინა დანიელ და ჰრქუა მას; ნუ სცთები მეფჱ, რამეთუ ესე შინაგანი თიჴაჲ არს, და გარეშე რვალი, და არა სადა რაჲ უჭამიეს არცა უსუამს.

Verse: 8   Link to septLink to sept   
და განრისხნა მეფჱ, და მოუწოდა ქურუმთა მათ მისთა, და ჰრქუა მათ; უკუეთუ არა მითხრათ ვინ ჭამს ესოდენსა ამას როჭიკსა, თქუენ მოსწყდეთ, უკუეთუ მიჩუენოთ მე, რამეთუ ბელი ჭამს მას, მოკუდეს დანიელ რამეთუ გმობელი.

Verse: 9   Link to septLink to sept   
და ჰრქუა დანიელ მეფესა; იყავნ სიტყჳსა-ებრ შენისა.

Verse: 10   Link to septLink to sept   
და იყვნეს ქურუმნი იგი ბელისნი სამეოც და ათ თჳნიერ ცოლთა და შვილთა მათთა, და მოვიდა მეფჱ დანიელის თანა სახლსა მას ბელისსა.

Verse: 11   Link to septLink to sept   
და თქუეს ქურუმთა მათ ბელისთა, ვიდრე აჰა ესერა ჩუენ განვიდეთ გარჱ, ხოლო შენ მეფჱ დაუგე საჭმელი, და ღჳნოჲ განზავე; დაუგე და დაჰკლიტე კარი, და დაჰბეჭდე ბეჭდითა შენითა.

Verse: 12   Link to septLink to sept   
და მოვედ განთიად, უკუეთუ არა ჰპოვო ყოველი შეჭამული ბელისგან, მოვწყდეთ ჩუენ ანუ დანიელ რომელმან ცილი თქუა ჩუენთჳს.

Verse: 13   Link to septLink to sept   
ხოლო მათ შეურაცხ-ეყო, რამეთუ ექმნა ტაბლასა მას <ქუეშჱ> დაფარულად შესავალი, და მიერ შევიდიან მარადის, და შეჭამიან იგი.

Verse: 14   Link to septLink to sept   
და იყო ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, და მეფემან დაუგო საჭმელი იგი ბელსა. და დანიელ უბრძანა მონათა თჳსთა, და მოიღეს ნაცარი, და მოაცრეს წინაშე მეფისა, და გამოვიდეს, და დაჰჴსეს კარი, და დაჰბეჭდეს ბეჭდითა მეფისაჲთა, და წარვიდეს.

Verse: 15   Link to septLink to sept   
ხოლო ქურუმნი იგი შევიდეს ღამე ვითარცა ჩუეულ იყვნეს და ცოლნი მათნი და შვილნი მათნი, და შეჭამეს ყოველი, და შესუეს ღჳნოჲ.

Verse: 16   Link to septLink to sept   
და აღიმსთო მეფემან განთიად და დანიელ მის თანა,

Verse: 17   Link to septLink to sept   
და თქუა მეფემან; ჰგიან ბეჭედნი დანიელ, და დანიელ თქუა; ჰგიან მეფჱ.

Verse: 18   Link to septLink to sept   
და იყო ვითარცა განახუნეს კარნი მიხედნა მეფემან ტაბლასა მას, და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა, და თქუა; დიდ ხარ ბ[ელ], და არა არს შენ თანა ზაკუვა არცა ერთ./ Page of ms. J: B137v 

Verse: 19   Link to septLink to sept   
განიცინა დანიელ, და შეიპყრა მეფჱ რაჲთა არა შევიდეს შინა, და ჰრქუა; იხილე აწ ევატაკი, და ცან ვისი არს კუალი ესე.

Verse: 20   Link to septLink to sept   
და თქუა მეფემან; ვხედავ აქა კუალსა მამათასა და დედათასა და ყრმებისასა.

Verse: 21   Link to septLink to sept   
და ვითარცა იხილა ესე, განრისხნა მეფჱ, და შეიპყრნა ქურუმნი იგი და ცოლნი მათნი და შვილნი მათნი, და უჩუენნეს მას ფარულნი იგი კარნი, ვინაჲ იგი შევიდიან, და შეჭამიან დაგებული იგი ტაბლასა მას ზედა.

Verse: 22   Link to septLink to sept   
და მოწყჳდნა იგინი მეფემან, და მისცა დანიელს ჴელმწიფებაჲ ბელისთჳს, და დაამჴუა იგი, და ტაძარი მისი დაარღჳა.

Verse: 23   Link to septLink to sept   
და იყო ვეშაპი დიდი მასვე ადგილსა, და ჰმსახურებდეს მას ბაბილონელნი იგი.

Verse: 24   Link to septLink to sept   
და ჰრქუა მეფემან დანიელს, აჰა ესერა აწ ვერ ჴელგეწიფების სიტყუად ვითარმედ არა არს ესე ღმერთი ცხოველი, არამედ მოვედ და თაყუანის-ეც მას.

Verse: 25   Link to septLink to sept   
და ჰრქუა დანიელ, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანის-ვსცე, რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი.

Verse: 26   Link to septLink to sept   
ხოლო შენ მეფჱ მომეც მე ჴელმწიფებაჲ, და მოვკლა ვეშაპი იგი თჳნიერ მახჳლისა და წათებისა, <და> ჰრქუა მეფემან; მოგცე შენ.

Verse: 27   Link to septLink to sept   
და მოიღო დანიელ ფისი და ცმელი და თმაჲ, და შეგბა იგი ერთბამად, და ქმნა იგი გრგოლად, და შთაუგდო პირსა ვეშაპისასა, და განსთქდა ვეშაპი იგი.

Verse: 28   Link to septLink to sept   
და თქუა დანიელ; აწ იხილეთ სამსახურებელი თქუენი. და იყო ვითარცა ესმა ბაბილონელთა, განრისხნეს ფრიად, და შეკრბეს მეფისა ზედა და თქუეს; ჰურია იქმნა მეფჱ; ბელი დაამჴუა, <და> ვეშაპი მოკლა; მღდელნი მოწყჳდნა.

Verse: 29   Link to septLink to sept   
და ჰრქუეს მეფესა; მომეც ჩუენ დანიელ, უკუეთუ არა მოგკლათ შენ, და ყოველი სახლი შენი იავარ ვყოთ.

Verse: 30   Link to septLink to sept   
და იხილა მეფემან, რამეთუ დაესხმიან მას ფრიად, იიძულა უნებლიაჲთ, და მისცა მათ დანიელ.

Verse: 31   Link to septLink to sept   
ხოლო მათ შთააგდეს იგი მღჳმესა მას ლომთასა, და იყო იგი მუნ ექუს Page of ms. J: B138r  დღჱ.

Verse: 32   Link to septLink to sept   
ხოლო იყვნეს მღჳმესა მას შინა შჳდნი ლომნი,/ და მიეცემოდა მათ ორი კაცისა გუამი და ორი ბატრუჭაკი დღითი დღედ, და მაშინ არა რაჲ მისცეს, რაჲთა შეჭამონ დანიელ.

Verse: 33   Link to septLink to sept   
და იყო ამბაკუმ წინაწარმეტყუელი ჰურიასტანს, და მან შექმნა მგბარი, და შთანეცუა პური, და შთააგო იგი გუადრაკსა, და განვიდოდა იგი ველად მირთუმად იგი მომკალთა.

Verse: 34   Link to septLink to sept   
და ჰრქუა ანგელოზმან უფლისამან ა<მ>ბაკუმს [!]; მიართუ სადილი ეგე რომელ გაქუს ბაბილონდ დანიელს ჯურღმულსა მას ლომთასა.

Verse: 35   Link to septLink to sept   
და ჰრქუა ამბაკუმ; უფალო ბაბილონი არა მიხილავს, და ჯურღმული იგი არა ვიცი.

Verse: 36   Link to septLink to sept   
და უპყრა ანგელოზმან უფლისამან თმაჲ თავისა მისისაჲ, და აღიღო იგი თმითა თხემისა მისისაჲთა სიმძაფრითა სულისა თჳსისაჲთა, და <და>სუა იგი ბაბილონს ჯურღმულსა მას.

Verse: 37   Link to septLink to sept   
და ჴმა უყო ა<მ>ბაკუმ და თქუა; დანიელ დანიელ, მიიღე საზრდელი ესე, რომელი მოგიძღუანა შენ უფალმან.

Verse: 38   Link to septLink to sept   
და თქუა დანიელ რამეთუ მომიჴსენე მე უფალო, და არა დასთხიენ მოყუარენი შენნი.

Verse: 39   Link to septLink to sept   
და აღდგა დანიელ, და ჭამა; ხოლო ანგელოზმან მან უფლისამან კუალად მიიყვანა ამბაკუმ მეყსეულად ადგილსავე თჳსსა.

Verse: 40   Link to septLink to sept   
ხოლო მეფჱ მოვიდა დღესა მეშჳდესა გლოვად დანიელისა, და მოვიდა ჯურღმულსა მას ზედა, შთაიხილა და იხილა დანიელ მჯდომარჱ.

Verse: 41   Link to septLink to sept   
და ღაღად-ყო მეფემან ჴმითა დიდითა, და თქუა; დიდ ხარ უფალო ღმერთო დანიელისო, და არა ვინ არს სხუაჲ ღმერთი შენსა გარეშჱ.

Verse: 42   Link to septLink to sept   
და აღმოიტაცეს დანიელ ჯურღმულისა მისგან, ხოლო ბრალეულნი იგი წარწყმედისა მისისანი შთასთხინა მეფემან ჯურღმულსა მას, და შეჭამნეს იგინი ლომთა მათ მეყსეულად წინაშე მის<ს>ა . .
Page of ms. J:  
Page of ms. O:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.