TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 78
Previous part

Chapter: 78 
Verse: 1  Link to mcat Link to sept Link to armat   ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკჳდრებელსა შენსა, შეაგინეს ტაძარი წმიდაჲ შენი, შექმნეს იერუსალემი ვითარცა ლოგინი ხილის მცველთაჲ;

Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   
დასხეს მძორები მონათა შენთანი საჭმლად მფრინველთა ცისათა და ჴორცნი წმიდათა შენთანი - მჴეცთა ქუეყანისათა.

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოჲს იერუსალემსა, და არავინ იყო მფლველ მათდა.

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა. საცინელ და საკიცხელ გარემოჲსთა ჩუენთა.

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
ვიდრემდის, უფალო, განჰრისხენ სრულიად და აღატყდეს ვითარცა ცეცხლი შური შენი?

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
მიჰფინე რისხვაჲ შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიცოდიან შენ, და მეფეთა ზედა, რომელთა სახელსა შენსა არა ხადეს;

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ შეჭამეს იაკობ და ადგილი მისი მოაოჴრეს.

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
ნუ მოიჴსენებ ურჩულოებათა ჩუენთა პირველთა; არამედ მსთუად მეწიენ ჩუენ წყალობაჲ შენი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად.

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათჳს სახელისა შენისა; უფალო, მიჴსნენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათჳს.

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? არამედ განცხადებულ იყავ შენ წარმართთა შორის წინაშე თუალთა ჩუენთა ძიებად შური სისხლისაჲ მის მონათა შენთაჲსაჲ, რომელ დაითხია.

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
შევედინ შენ წინაშე სულ-თქუმაჲ დაბორკილებულთაჲ, და სიმდიდრითა მკლავისა შენისაჲთა შეეწიე შვილთა მოკლულთასა.

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
მიაგე გარემოჲსთა ჩუენთა შჳდ წილად წიაღთა მათთა ყუედრებაჲ მათი, რომელ გაყუედროს შენ, უფალო.

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
ხოლო ჩუენ, ერნი შენნი და ცხოვარნი სამწყსოჲსა შენისანი, აღგიარებდეთ შენ უკუნისამდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდეთ ქებულებასა შენსა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.