TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 80
Previous part

Chapter: 80 
Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   უგალობდით ღმერთსა, მწესა ჩუენსა, ღაღადებდით ღმრთისა იაკობისა

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
აღიღეთ ფსალმუნი და მიეცით მას კურთხევაჲ, უგალობდით მას ჴმითა ტკბილითა;

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
დაჰბადეთ ნესტუსა ახალსა თავსა თუეთასა დღესასწაულსა უქმელებისა ჩუენისასა.

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ ბრძანებულ არს ესე ისრაელისა და სამართალი ღმრთისა იაკობისა;

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
წამებად იოსების თანა დადვა ესე, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგჳპტით. ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა;

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
განაშორნა ტჳრთსა ბეჭნი მისნი და ჴელნი მისნი გოდრითა მონებასა.

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
ჭირსა მხადო მე, გიჴსნა შენ და მესმას შენი დაფარულთა შინა ნიავქარისათა. გამოგცადე შენ წყალთა მათ ზედა ცილობისათა.

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
ისმინე, ერო ჩემო, გიწამო შენ და, ისრაელო, ისმინო თუ ჩემი,

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
ნუ იყოფინ შენდა ღმერთ საწუთრო, ნუცა თაყუანის-სცემ შენ ღმერთსა უცხოსა.

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით; აღაღე პირი შენი, აღვავსე ეგე.

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
ერმან ჩემმან არა ისმინა ჴმისა ჩემისაჲ, და ისრაელი მე არა მერჩდა.

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
მიუტევენ იგინი სლვად ნებასა თავისა თჳსისასა რაჲთა ვიდოდიან იგინი ნებასა გულისა მათისასა.

Verse: 14  Link to mcat Link to sept Link to armat   
უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი, და ისრაელი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო,

Verse: 15  Link to mcat Link to sept Link to armat   
ვითარცა არა-არსნი მტერნი მისნი და-მცა-ვამდაბლენ და მაჭირებელთა მისთა ზედა და-მცა-ვადგ ჴელი ჩემი.

Verse: 16  Link to mcat Link to sept Link to armat   
მტერნი უფლისანი ეცრუვნეს მას, იყოღა ჟამი მათი უკუნისამდე.

Verse: 17  Link to mcat Link to sept Link to armat   
აჭამა მათ სიპოხისაგან იფქლისა და კლდისაგან თაფლითა განაძღნა იგინი.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.