TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 82
Previous part

Chapter: 82 
Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? ნუ დაიდუმებ, ნუცა დაჰმშჳდნები, ღმერთო.

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ აჰა ესერა მტერთა შენთა აღიზახეს, და მოძულეთა შენთა აიღეს თავი მათი.

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
ერსა შენსა ზედა ძმაცვიდეს ზაკუვით, ზრახვიდეს წმიდათა შენთა ზედა;

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
და თქუეს, მოვედით და მოვსრნეთ იგინი თესლთაგან, და არღარა მოიჴსენოს სახელი ისრაელისაჲ.

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ ზრახეს შეთქუმით და ურთიერთას და შენთჳს აღთქუმა ყვეს

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
ბანაკმან იდუმიელთამან და ისმაიტელთამან, მოაბ, აგარელთა,

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
გებალ, ამონ და ამალეკ, უცხო თესლნი იგი, ყოვლითურთ დამკჳდრებულნი ტუიროსს;

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
და ასურცა იგი მოსრულ იყვნეს მათ თანა, ყოველნი ესე მოსრულ იყვნეს ძალად ძეთა მათ ლოთისთა.

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
ღმერთო ჩემო, ყვენ იგინი ვითარცა მადიამი, სისარა და ვითარცა იაბი ჴევსა მას კიშონისასა.

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
მოისრნედ იგინი აენდროს შინა იქმნედ იგინი ვითარცა სკორე ქუეყანისაჲ.

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
ყვენ მთავარნი მათნი ვითარცა ორებ, ზიბ, ზებიე და სალმანა, ყოველნი მთავარნი მათნი.

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
რომელთა თქუეს: მოვედით და დავიმკჳდროთ ჩუენდა სიწმიდისა ადგილი ღმრთისაჲ .

Verse: 14  Link to mcat Link to sept Link to armat   
ღმერთო ჩემო, ყვენ იგინი ვითარცა ურმის თუალნი და ვითარცა ლერწამნი წინაშე ქარსა.

Verse: 15  Link to mcat Link to sept Link to armat   
ვითარცა ცეცხლმან რაჲ მოწუნის მაღნარნი და ვითარცა ალმან შეწუნის მთანი.

Verse: 16  Link to mcat Link to sept Link to armat   
ეგრე დევნენ იგინი ნიავქარითა შენითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნენ იგინი.

Verse: 17  Link to mcat Link to sept Link to armat   
აღავსე პირი მათი გინებითა, და მოიძიონ სახელი შენი, უფალო.

Verse: 18  Link to mcat Link to sept Link to armat   
ჰრცხუენოდენ და შეძრწუნდენ უკუნითი უკუნისამდე და სირცხჳლითა სავსენი წარწყმდენ.

Verse: 19  Link to mcat Link to sept Link to armat   
ცნედ, რამეთუ სახელი შენი უფალ არს, და შენ მხოლოჲ მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.