TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 137
Previous part

Chapter: 137 
Verse: 1  Link to mcat Link to sept Link to armat   აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და წინაშე ანგელოზთასა გიგალობდე შენ, რამეთუ ისმინენ სიტყუანი პირისა ჩემისანი.

Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   
და თაყუანის-გცე ტაძარსა წმიდასა შენსა, აღუვარო სახელსა შენსა წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა, რამეთუ განადიდე ყოვლითავე სახელი წმიდაჲ შენი.

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსთუად შეგესემინ ჩემი, რამეთუ განამრავლე სული ჩემი ძალითა.

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
აღგიარებენ შენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, რამეთუ ისმინნეს სიტყუანი პირისა შენისანი,

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
და გიგალობენ გზათა შენთა, უფალო, რამეთუ დიდ არს დიდებაჲ უფლისაჲ.

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ მაღალ არს უფალი, მდაბალთა ჰხედავს და მაღალნი იგი შორით იცნის.

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
ვიდოდი ღათუ შორის ჭირსა, მაცხოვნე მე რისხვასა მტერისასა, მოყავ ჩემდა ჴელი შენი, და მაცხოვნოს მე მარჯუენემან შენმან.

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
უფალმან მიაგოს ჩემ წილ; უფალო, წყალობაჲ შენი უკუნისამდე; უფალო, ქმნულსა ჴელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.