TITUS
Kartlis Cxovreba
Part No. 19
Previous part

Part: XVIII  
King: 15 
Line of ed.: 8  
მეთხუთმეტე მეფენი, ფარსმან ქუელი და მირდატ. ძენი ამაზასპისა და დეროკისი,
Line of ed.: 9  
არშაკუნიანნი


Line of ed.: 10        აქამომდე ესე მეფენი ყოველნი ორ-ორნი იყვნეს მოყურობასა ზედა: ერთგან
Line of ed.: 11     
მოყუარენი ვისნი-მე და ერთგან მტერნი ვისნი-მე. მაშინ ამან მირდატ ქართველმან მოიყვანა
Line of ed.: 12     
ცოლი სპარსი, ნათესავი მეფეთა, და წუევითა სპარსთათა მტერ ექმნეს ფარსმან
Line of ed.: 13     
ქუელსა არმაზელსა, და განიზრახა მუხთლად სიკუდილი ფარსმან ქუელისა. და მოხადა
Line of ed.: 14     
მირდატ ფარსმან ქუელსა სახლსა თჳსსა რე-ცა მიჯლიშად და განცხრომად. რომელი-ესე
Line of ed.: 15     
უთხრა ვინ-მე ფარსმანს და განაკრძალა. ხოლო იგი არღარა მივიდა.

Page of ed.: 51  
Line of ed.: 1        
მიერითგან იქმნეს მტერ ურთიერთას, და მირდატს შეეწეოდეს სპარსნი, ხოლო
Line of ed.: 2     
ფარსმანს სომეხნი. და ესე მირდატ იყო კაცი ურვილი და მოსისხლე, ხოლო ფარსმან
Line of ed.: 3     
ქუელი იყო კაცი კეთილი და უხუად მომნიჭებელი და შემნდობელი, ასაკითა შუენიერი,
Line of ed.: 4     
ტანითა დიდი და ძლიერი, მჴნე მჴედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში
Line of ed.: 5     
ვითარცა უჴორცო და / ყოვლითა-ვე უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა, რომელნი
Line of ed.: 6     
გარდაცვალებულ იყვნეს უწინარეს მისსა. ესე უყუარდა მირდატის კერძთა-ცა ქართველთა
Line of ed.: 7     
და სძულდა მირდატ მესისხლეობისა და მედგრობისა მისისათჳს და გამოერთნეს უმრავლესნი
Line of ed.: 8     
მირდატისა-ცა კერძნი, ემძლავრა ფარსმან ქუელი და / აოტა მირდატ მეფე. და
Line of ed.: 9     
წარვიდა მირდატ სპარსეთად.

Line of ed.: 10        
ხოლო იყო მაშინ სპასპეტი ფარსმან ქუელისა, ეგრეთ-ვე ქუელი და გოლიათი, სახელით
Line of ed.: 11     
ფარნავაზ, ესე ფარნავაზ ძუძუს-მტე იყო ფარსმანისი, სარწმუნო, ერთ-გული და
Line of ed.: 12     
მისანდობელი. და იგი დაადგინა შიგა ქართლსა, ადგილსა მირდატისსა. და ყოვლად-ვე
Line of ed.: 13     
იყვის ფარნავაზ სპასპეტი ქართლსა შინა, ხოლო მეფე ფარსმან ქუელი იარებოდის
Line of ed.: 14     
და განაგებდის სამეფოსა თჳსსა.

Line of ed.: 15        
მაშინ მირდატ გამოიყვანნა სპარსნი, სპანი ძლიერნი, და მომართა ფარსმანს,
Line of ed.: 16     
ხოლო ფარსმან შემოკრიბნა სპანი ქართლისანი, და მოირთო ძალი სომხითით, და
Line of ed.: 17     
მიეგება იწროთა რკინის-ჴევისათა. და იწყეს ბრძოლად ბუმბერაზთა დღეთა მრავალთა
Line of ed.: 18     
; /და უკეთუ გამოჩნდის ბუმბერაზი სპარსთა შორის, რომელსა ვერ ებრძოდიან ბუმბერაზნი
Line of ed.: 19     
ქართლისა და სომხითისანი, მას ზედა განვიდის თჳთ მეფე ფარსმან, ანუ სპასპეტი
Line of ed.: 20     
მისი ფარნავაზ, და ესრეთ აჯობიან და სძლიან. და მას ბრძოლასა შინა მოკლა
Line of ed.: 21     
ფარსმან მეფემან ჩჳდმეტი ბუმბერაზი სპარსთა, ხოლო სპასპეტმან მისმან ფარნავაზ
Line of ed.: 22     
მოკლა ოცდასამი.

Page of ed.: 52  
Line of ed.: 1        
მაშინ იყო სპარსთა შორის კაცი ერთი გოლიათი, სახელით ჯუმბერ, რომელი
Line of ed.: 2     
ლომსა / ჴელითა შეიპყრობდა. და მან სთხოვა ბრძოლა თავის-თავ მეფესა ფარსმანს.
Line of ed.: 3     
ხოლო ფარსმან ქუელი სიხარულით აღიჭურა და განვიდა. და აღიზახნეს ორთა-ვე
Line of ed.: 4     
ჴმითა სასტიკითა, და მიეტევნეს ურთიერთას, და იწყეს ბრძოლად ჴრმლითა. და ჴმა
Line of ed.: 5     
ბრძოლისა მათისა ემსგავსა ჴმასა ქუხილისა და ტეხისასა. აჯობა ფარსმან, ჩამოაგდო
Line of ed.: 6     
და მოკლა, და მოიქცა სპისა თჳსისა კერძო, და ჴმა-ყო ჴმითა მაღლითა და რქუა მათ:
Line of ed.: 7     
"აჰა, ლომნო მძჳნვარენო, ცხოვარნი დასეტყჳლნი!"

Line of ed.: 8        
მაშინ მიეტევნეს ქართველნი და სომეხნი სპარსთა ზედა, აოტნეს და მოსწყჳდნეს
Line of ed.: 9     
და / ტყუე ყვნეს ურიცხუნი, და წარვიდა მირდატ მეოტი სპარსეთად-ვე. და წელსა მეორესა
Line of ed.: 10     
კუალად მოვიდა მირდატ სპითა უძლიერესითა. ხოლო ფარსმან ქუელმან შემოკრიბნა
Line of ed.: 11     
სპანი თჳსნი, მჴედარნი და ქუეითნი, და დადგა მცხეთას ქალაქსა შინა, რამეთუ
Line of ed.: 12     
არა ჰყვნეს სპანი მირდატის სპათა ოდენნი. მოვიდა მირდატ და დადგა ჯაჭუს, და
Line of ed.: 13     
ეგრეთ ყოველთა დღეთა იბრძოდიან ბუმბერაზნი. და ბრძოლასა მას შინა მოკლა
Line of ed.: 14     
ფარსმან მეფემან თავის-თავ თორმეტი ბუმბერაზი, ხოლო სპასპეტმან ფარნავაზ
Line of ed.: 15     
თექუსმეტი ბუმბერაზი.

Line of ed.: 16        
მაშინ ფარსმან მეფემან სიფიცხითა გულისა თჳსისათა არღარა განახა სიმრავლე
Line of ed.: 17     
სპარსთა, არამედ. განვიდა ჟამსა განთიადისასა სპითა თჳსითა, და დაესხა. და
Line of ed.: 18     
მო/სცა სუემან მისმან ძლევა: აოტა ბანაკი მათი და მოსწყჳდნა ურიცხუნი. და წარვიდა
Line of ed.: 19     
მირდატ მეოტი სპარსეთად-ვე. და მიერითგან განითქუა სახელი ფარსმან ქუელისა და
Line of ed.: 20     
სპასპეტისა მისისა ფარნავაზისი. და წინა-მძღუარ ექმნა იგი სპათა ქართლისა და
Page of ed.: 53   Line of ed.: 1     
სომხითისათა. და იწყ/ო ბრძოლად სპარსთა და შესლვად სპარსეთს. და ვერ-ღა-რა-ოდეს
Line of ed.: 2     
ვინ წინა-აღუდგა ფარსმან ქუელსა.

Line of ed.: 3        
მაშინ სპარსთა გება-ყვეს სიმარჯუე ესე, რამეთუ მოიყვანეს მზარეული ერთი, და
Line of ed.: 4     
აღუთქუეს .მას კეთილი დიდი, და რქუეს ესრეთ, ვითარმედ: "წარვედ და შემწყნარე
Line of ed.: 5     
ფარსმან ქუელსა, და წარიტანე შენ თანა წამალი სასიკუდინე, და შეუზავე საჭმელსა
Line of ed.: 6     
თანა მისსა და შეაჭამე". ხოლო წარვიდა მზარეული იგი და ყო ეგრეთ, ვითარცა
Line of ed.: 7     
უთხრეს სპარსთა მათ. და ესრეთ მოკლა ფარსმან მეფე ქუელი.

Line of ed.: 8        
მაშინ იქმნა გლოვა და ტირილი, და ტყება ყოველთა ზედა ქართველთა წარჩინებულითგან
Line of ed.: 9     
ვიდრე გლახადმდე. და იტყებდეს ყოველნი თავთა თჳსთა ყოველთა შინა
Line of ed.: 10     
ქალაქთა და დაბნებთა, რამეთუ დასხდიან მგოსანნი გლოვისანი, და შეკრბიან ყოველნი
Line of ed.: 11     
და აჴსენებდიან სიმჴნესა და სიქუელესა, და სიშუენიერესა და სახიერებასა ფარსმან
Line of ed.: 12     
ქუელისასა, და იტყოდიან ესრეთ: "ვაჲ ჩუენდა, რამეთუ მოგჳძინა / სუემან ბოროტმან,
Line of ed.: 13     
და მეფე ჩუენი, რომლისაგან ჴსნილ ვიყვენით მონებისაგან მ/ტერთასა, მოიკლა იგი
Line of ed.: 14     
აცთა მგრძნებელთაგან, და აწ მივეცენით ჩუენ წარტყუენვად ნათესავთა უცხოთა".

Line of ed.: 15        
მაშინ გამოვიდეს სპარსნი, და გამოიტანეს თანა მირდატ, და დაიპყრეს ქართლი,
Line of ed.: 16     
და მისცეს მირდატს ნაწილი მისი. ხოლო ნაწილი ფარსმანისი თჳთ დაიჭირეს, და
Line of ed.: 17     
დაუტევეს ერის-თავი არმაზს. ხოლო ფარნავაზ სპასპეტმან წარიყვანა ცოლი და ძე
Line of ed.: 18     
ფარსმან ქუელისა, და ივლტოდა, და მივიდა სომხითს. რამეთუ სომეხთა მეფისა ასული
Line of ed.: 19     
იყო ცოლი ფარსმანისი. და დაიპყრეს ქართლი მირდატ და ერის-თავმან სპარსთამან.
Line of ed.: 20     
ხოლო მეგრნი დადგეს ერთ-გულობასა ფარსმანის ძისასა.

Line of ed.: 21        
ხოლო მას ჟამსა მოყუარე იყვნეს სომეხნი და ბერძენნი. მაშინ სომეხთა მეფემან
Line of ed.: 22     
მოირთო ძალი ბერძენთაგან, და წარმოემართა ბრძოლად სპარსთა და ქართველთა.
Page of ed.: 54   Line of ed.: 1     
მიერთნეს მეგრნი, და შეკრბა სიმრავლე ურიცხჳ. მაშინ მირდატ და ერის-თავმან სპარსთამან
Line of ed.: 2     
მოირთეს ძალი სპარსეთით. ხოლო სომეხნი და ბერძენნი და მეგრნი შთავიდეს
Line of ed.: 3     
შიგა / ქართლს, და მუნ მიეგებნეს სპარსნი და ქართველნი მდინარე/სა ზედა, რომელსა
Line of ed.: 4     
ჰქჳან ლიახჳ. და მუნ იქმნა ბრძოლა მათ შორის ადგილსა, რომელსა ჰქჳან რეჴაჲ.
Line of ed.: 5     
და მოსწყდა ორგნით-ვე ურიცხჳ, იძლივნეს სპარსნი და ქართველნი, და მოკლეს მირდატ
Line of ed.: 6     
და ერის-თავი სპარსეთისა, და მოსრნეს სპანი მათნი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.