TITUS
Kartlis Cxovreba
Part No. 59
Previous part

Part: XV  
Page of ed.: 215  
Line of ed.: 8  
3. აფხაზთა მოქცევა


Line of ed.: 9        მათ-ვე ჟამთა შინა იუსტინიანეს მეფობისათა, აფხაზნი-ცა შეიცვალნეს უმჯობესად, და
Line of ed.: 10     
ქრისტეანობისა შეიწყნარეს ქადაგება. რამეთუ პალატსა შინა იუსტინიანე მეფისასა იყო ვინ-მე
Line of ed.: 11     
საჭურისი აფხაზი ნათესავით, და ევფრატა სახელის-დებით, რომელი წარივლინა მეფისა მიერ
Line of ed.: 12     
ქადაგებად მათდა და აღთქმად, ვითარმედ ამიერითგან არ-ცა ერთი-ღა-ვინ ნათესავისა მათისაგანი
Line of ed.: 13     
განჴუებულ იქმნებოდის მამაკაცობისაგან რკინისა მიერ. რამეთუ მრავალნი იყვნეს მათგანნი
Line of ed.: 14     
მსახურ სამეუფოსა საწოლისა, რომელთა საჭურის იცის წოდება ჩუეულებამან. ვინა-ცა
Line of ed.: 15     
იუსტინიანე ტაძარი წმიდისა ღმრთის-მშობლისა აღაშენა აფხაზეთს შინა, ბიჭვინტას, და
Line of ed.: 16     
მღდელნი დაადგინნა მას შინა, რათა უგანცხადებულესად ასწავებდენ სჯულსა ქრისტეანობისასა.

Line of ed.: 17        
ხოლო ჩვენ პირველსა-ვე სიტყუასა მოვიდეთ.

Line of ed.: 18        
და მეფობითგან მირიან მეფისათა ვიდრე მეორისა ფარსმანისა გარდაჴდეს წელნი
Line of ed.: 19     
ორას ორმოცდაათნი. და მეფენი გარდაიცვალნეს ი^დ. და ვახტანგისითგან კათალიკოსნი
Line of ed.: 20     
გარდაიცვალნეს რვანი და მოკუდა ფარსმან, და დაჯდა მეფედ ძე მისი ბაკურ.



King: 38 
Line of ed.: 21  
მეოცდათვრამეტე მეფე, ბაკურ, ძე ფარსმან მეფისა. ხოსროიანი


Line of ed.: 22        
ესე ბაკურ იყო მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა. ამან / განამრავლნა ეკლესიანი
Line of ed.: 23     
და მღდელნი სამეფოსა შინა თჳსსა და განწ/მიდა ქართლი ყოვლისა ურწმუნოებისაგან.

Line of ed.: 24        
და მოკუდა კათა/ლიკოსი ევლავიოზ, და მან-ვე მეფემან დასუა კათალიკოსი მაკარი.

Line of ed.: 25        
ამას-ვე ჟამსა მეფობდა სპარსეთს რომელსა ერქუა ურმიზდ.

Page of ed.: 216  
Line of ed.: 1        
და მას-ვე ჟამსა იყო სომხითს კაცი ერთი, შვილი მთავართა, სახელით ვასქენ.
Line of ed.: 2     
და ესუა მას ცოლი, მთავართა შვილი, რომელსა ერქუა შუშანიკ, ასული ვარდანისი.
Line of ed.: 3     
ხოლო ამას ვასქენს ეუფლა ეშმაკი და განიზრახა მიქცევა ცეცხლის-მსახურებად: წარვიდა
Line of ed.: 3     
წინაშე სპარსთა მეფისა, და დაუტევა სჯული ქრისტესი, და იქმნა ცეცხლის-მსახურ.
Line of ed.: 5     
ხოლო სპარსთა მეფემან წარმოგზავნა იგი ნიჭითა დიდითა ერის-თავად რანისა.
Line of ed.: 6     
ვითარ მოვიდა და ცნა ცოლმან მისმან შუშანიკ ქმრისა მისისაგან დატევება ქრისტეს
Line of ed.: 7     
სჯულისა, არღარა ერჩდა იგი ცოლებად. და დაივიწყა სიყუარული ქმრისა თჳსისა,
Line of ed.: 8     
და ყოვლითა გულითა შეუდგა იგი ქრისტესა აღსრულებად მცნებათა მისთა.

Line of ed.: 9        
მაშინ ვასქენ შეუდგა მრავალ-ღონედ, პირველად ლიქნითა და ვედრებითა, და
Line of ed.: 10     
ნიჭისა მიცემითა; შემდგომად შეაგ/დო / სატანჯველთა შინა დიდთა რო/მელ სიგრძისაგან ვერ
Line of ed.: 11     
დავწერენ ღუაწლნი წმიდისა შუშანიკისნი. და მოკლა იგი ქმარმან მისმან
Line of ed.: 12     
ვასქენ, ერის-თავმან რანისამან.

Line of ed.: 13        
მაშინ ბაკურ, მეფემან ქართველთამან, მოუწოდა ყოველთა ერის-თავთა მისთა, და
Line of ed.: 14     
შემოკრიბნა ლაშქარნი ფარულად, და წარემართა ვასქენს ზედა პარვით. რამეთუ ვასქენ
Line of ed.: 15     
ველსა გარე დგა კიდესა მტკურისასა, სადა მიერთვის მდინარე ანაკერტისა მტკუარსა,
Line of ed.: 16     
დაესხა და შეიპყრა ვასქენ. დაჭრეს წურილად და ასონი მისნი დამოჰკიდეს ხესა. ხოლო
Line of ed.: 17     
გუამი წმიდისა შუშანიკისი წარმოიღეს დიდითა პატივითა, და დაფლეს ცორტავს.

Line of ed.: 18        
ამან ბაკურ მეფემან წარგზავნა მოციქული წინაშე სპარსთა მეფისა, აუწყა ესე
Line of ed.: 19     
ყოველი, და ითხოვა მისგან შენდობა. მაშინ სპარსთა მეფემან განიზრახა გონებასა
Line of ed.: 20     
თჳსსა, და თქუა: "უკეთუ შევრისხნე ქართველთა, განერთნენ იგინი ბერძენთა". და შენდობა
Line of ed.: 21     
აღირჩია: გამოგზავნა მოციქული ბაკურისი პასუხითა კეთილითა; / რამეთუ
Line of ed.: 22     
ყოველი გმობა და ბრალობა ვასქენ მოკლულისა უბრძანა, და ამართლა ბაკურ სიკუდილსა
Page of ed.: 217   Line of ed.: 1     
მისსა. და წარმოგზავნა რანს და მოვაკანს სხუ/ა ერი/ს-თავი, რომელსა ერქუა
Line of ed.: 2     
დარელ. და უბრძანა, რათა კეთილად მეგობრობდეს ქართველთა.

Line of ed.: 3        
და მოკუდა კათალიკოსი მაკარი, და მან-ვე მეფემან დასუა სჳმონ კათალიკოსად.
Line of ed.: 4     
და მოკუდა ბაკურ, და დარჩეს შვილნი მისნი წურილნი, რომელნი ვერ იპყრობდეს
Line of ed.: 5     
მეფობასა.

Line of ed.: 6        
მაშინ მეფემან სპარსთამან ურმიზდ მისცა ძესა თჳსსა რანი და მოვაკანი, რომელსა
Line of ed.: 7     
ერქუა ქასრე ამბარვეზი. მოვიდა და დაჯდა ბარდავს, და უწყო ზრახვად ერის-თავთა
Line of ed.: 8     
ქართლისათა: აღუთქუა კეთილი დიდი, და დაუწერა საერისთოთა მათთა მამულობა
Line of ed.: 9     
შვილითი-შვილამდე, და ესრეთ წარიბირნა ლიქნითა. და განდგეს ერის-თავნი და თჳს-თჳსად
Line of ed.: 10     
ხარკსა მისცემდეს ქასრე ამბარვეზსა.

Line of ed.: 11        
და შვილნი ბაკურისნი დარჩეს მთიულეთს კახეთისასა; და ნათესავნი მირდატისნი,
Line of ed.: 12     
ვახტანგის ძისანი, რომელნი მთავრობდეს კლარჯეთს და ჯა/ვახეთს, იგინი დარჩეს
Line of ed.: 13     
კლდეთა შინა კლარჯეთისათა. სხუა ყოველი ქართლი, სომხითი და ასფურაგანი დაიპყრეს
Line of ed.: 14     
სპარსთა და ჰბრძოდეს ბერძენთა.

Line of ed.: 15        
შემდგომად ამისსა მცირედთა წელთა იქმნნეს შფოთნი დიდნი სპარსეთს შინა,
Line of ed.: 16     
რამეთუ შევიდა თურქთა მეფე სპარსეთს შინა; მოვიდეს ბერძენნი, ეწყუნეს სპარსთ/ა
Line of ed.: 17     
შ/უა-მდინარესა, აოტნეს და შევიდეს სპარსეთს, და იწყეს ტყუენვად სპარსეთისა. მაშინ
Line of ed.: 18     
ქასრე ამბარვეზმან დაუტევა რანი და ქართლი, და წარვიდა შუელად მამისა თჳსისა.

Line of ed.: 19        
ესრეთ რა უცალო იქმნეს სპარსნი, მაშინ შეითქუნეს ყოველნი ერის-თავნი ქართლისანი, ზემონი
Line of ed.: 20     
და ქუემონი, და წარგზავნეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა,
Line of ed.: 21     
და ითხოვეს, რათა უჩინოს მეფე ნათესავთაგან მეფეთა ქართლისათა და რათა იყვნენ
Line of ed.: 22     
ერის-თავნი იგი თჳს-თჳსსა საერისთოსა შეუცვალებელად.

Page of ed.: 218  
Line of ed.: 1        
მაშინ კეისარმან აღასრულა თხოვა მათი, და მოსცა მეფედ დის-წული მირდატისი,
Line of ed.: 2     
/ ვახტანგის ძისა, ბერძნის ცოლისაგან, რომელსა ერქუა გუარამ, რომელი მთავრობდა
Line of ed.: 3     
კლარჯეთს და ჯავახეთს.



King: 39 
Line of ed.: 4  
მეოცდაცხრამეტე მეფე ქართლისა, კურაპალატი გუარამ ბაგრატოანი


Line of ed.: 5        
ხოლო ესე გუარამ იყო დედით ხოსროიანი და მამით ბაგრატოანი. და ესე ბაგრატოანნი
Line of ed.: 6     
შვილის-შვილნი და ნათესავნი არიან ამა გუარამისნი.

Line of ed.: 7        
ამას გუარამს მოსცა კეისარმან კურაპალატობა, და წარმოგზავნა მცხეთას.

Page of ed.: 219  
Line of ed.: 1        
და შვილნი ბაკურ მეფისანი, ნათესავნი დაჩისნი, ვახტანგის ძისანი, რომლისადა
Line of ed.: 2     
მიეცა მეფობა ვახტანგ მეფესა, იგინი დარჩეს კახეთს. და დაიპყრეს კუხეთი და ჰერეთი
Line of ed.: 3     
იორითგან, და დასხდეს უჯარმოს / და იყვნეს მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა.

Line of ed.: 4        
მაშინ კეისარმან წარმოსცა განძი დიდი გუარამ კ/ურაპალატისა თანა, და უბრძანა,
Line of ed.: 5     
რათა მით განძითა გამოიყვანნეს ჩრდილოს ლაშქარნი, და შეერთნეს თანა სპანი
Line of ed.: 6     
ქართველთანი, და შეგზავნნეს სპარსეთს. ხოლო გუარამ ყო ეგრე: გამოიყვანნა ოვსნი,
Page of ed.: 220   Line of ed.: 1     
დურძუკნი და დიდონი, და წარუძღუანნა წინა ერის-თავნი ქართლისანი. შევიდეს ადარბადაგანს,
Line of ed.: 2     
დაუწყეს ტყუენვად. და ესე-ვითარნი ჭირნი და უცალოებანი მოიწივნეს
Line of ed.: 3     
სპარსთა ზედა.

Line of ed.: 4        
მაშინ გამოჩნდა სპარსეთს კაცი ერთი რომელსა ერქუა ბარამ ჩუბინი. ესე ეწყო
Line of ed.: 5     
თურქთა, სპარსეთს შემოსრ/ულთა, ვითარცა წერილ არს განცხადებულად ცხოვრებასა
Line of ed.: 6     
სპარსთასა, მოკლა საბა, თურქთა მეფე, და აოტა ბანაკი მათი. ხოლო სპანი იგი ბერძენთანი,
Line of ed.: 7     
რომელნი შესრულ იყვნეს სპარსეთს, შეიქცეს და წარვიდეს შინა. და ჩრდილონი
Line of ed.: 8     
იგი, გუარამ კურაპალატისა შეგზავნილნი, წარმოვიდეს იგინი-ცა შინა; რამეთუ ვინათგან
Line of ed.: 9     
მოიცალეს სპარსთა თურქთაგან, შეშინდეს, და და/ეცა შიში და ძრწოლა ქართველთა
Line of ed.: 10     
სპარსთაგან.

Line of ed.: 11        
და ამან გუარამ კურაპალატმან იწყო ციხეთა და ქალაქთა მაგრებად.

Line of ed.: 12        
და კუალად-ცა წყალობა ყო ღმერთმან ქრისტიანეთა ზედა, და სხუა / შუღლი
Line of ed.: 13     
დავარდა სპარსეთს: რამეთუ იგი-ვე ბარამ ჩუბინი გაადგა სპარსთა მეფესა, და დასწუნეს
Page of ed.: 221   Line of ed.: 1     
თუალნი ურმიზდ მეფესა ცოლის ძმათა მისთა, და იწყეს ბრძოლად ჩუბინმან და ქასრე.
Line of ed.: 2     
იოტა ქასრე ჩუბინისაგან, და წარვიდა საბერძნეთს. და კეისარმან მავრიკ მოსცა ასული
Line of ed.: 3     
თჳსი ცოლად ქასრეს, და მოსცა სპა მისი და წარმოგზავნა ჩუბინსა ზედა. იოტა
Line of ed.: 4     
ჩუბინი სპარსეთით, და ქასრემან დაიპყრა სპარსეთი.

Line of ed.: 5        
მაშინ მავრიკ კეისარმან იურვა ქართველთათჳს ქასრეს თანა, და რქუა: "ვინათგან
Line of ed.: 6     
და/უტეობიათ ქართველთა კერპთ-მსახურება, მუნითგან მორჩილნი ბერძენთანი არიან;
Line of ed.: 7     
რამეთუ ჟამსა შინა მძლავრებისაგან თქუენისა იქმნის განრყუნილ ქართლი, თუ არა
Line of ed.: 8     
სამართალი თქუენი არა არს ქართლსა ზედა. აწ ბრძანებითა ღმრთისათა, ვინათგან
Line of ed.: 9     
სრულსა სიყუარულსა ზედა ვართ მე და / შენ, და ქართლი ჩუენ შორის იყავნ თავის-უფალ
Line of ed.: 10     
მშჳდობით: მე ვარ მწე და მოურავი ყოველთა ქართველთა და ყოველთა
Line of ed.: 11     
ქრისტიანეთა".

Line of ed.: 12        
მაშინ ერჩდა სპარსთა მეფე კეისარსა, და განთავისუფლდეს ქართველნი. და ესე
Line of ed.: 13     
გუარამ კურაპალატი დადგა მორჩილებასა ზედა ბერძენთასა.

Line of ed.: 14        
იყო კაცი მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა. ამან იწყო ეკლესია ჯუარისა
Line of ed.: 15     
პატიოსნისა; და აქამომდე ჯუარი ველსა ზედა იყო, და ქმნა ეკლესია წელთამდის ოდენ.

Line of ed.: 16        
და მეფობდა კეთილად და უშფოთველად. არამედ ერის-თავნი ქართლისანი ვერ
Line of ed.: 17     
სცვალნა საერისთვოთაგან მათთა, რამეთუ სპარსთა მეფისაგან / და ბერძენთა მეფისაგან ჰქონდეს
Line of ed.: 18     
სიგელნი მკჳდრობისათჳს საერისთვოთა მათთა, არამედ იყვნეს მორჩილებასა
Line of ed.: 19     
გუარამ კურაპალატისასა.

Line of ed.: 20        
ხოლო ამას გუარამ კურაპალატსა ესხნეს ძენი, რომელთა ეწოდებოდა სახელად ერთსა
Line of ed.: 21     
სტეფანოზ და მეორესა დემეტრე.

Page of ed.: 222  
Line of ed.: 1        
და მოკუდა კათალიკოსი სჳმონ და დაჯდა სამოელ. და მოკუდა კათალიკოსი
Line of ed.: 2     
სამოელ და დასუეს სამოელ-ვე.

Line of ed.: 3        
ამან-ვე გუარამ კურაპალატმან განაახლა საფუძველი ტფილისისა სიონისა,

Line of ed.: 4        
რომელი შემდგომად ამის გუარამისა განასრულეს აღშენება ტფილისის სიონისა: ნახევარი
Line of ed.: 5     
ერთმან ვინ-მე ქურივმან დედა-კაცმან, და ნახევარი ყოველმან ერმან, ჟამსა პირველის
Line of ed.: 6     
ადარნასე მთავრისასა, და იგი ადარნასე-ცა შეეწია აღშენებასა მისსა.

Line of ed.: 7        
რამეთუ ნათესავნი მორწმუნისა მირიან მეფისანი ყოველნი ეკლესიათა მაშენებელნი
Line of ed.: 8     
იყვნეს.

Line of ed.: 9        
და მოკუდა გუარამ კურაპალატი



King: 40 
Line of ed.: 10  
მეორმოცე ერის-თავთა-მთავარი ქართლისა სტეფანოზ. ძე გუარამ
Line of ed.: 11  
კურაპალატისა, ბაგრატოანი


Line of ed.: 12        
და დაჯდა ძე მისი სტეფანოზ. / მეფობისა სახელი ვერ იკადრა სპარსთა და ბერძენთა
Line of ed.: 13     
შიშისაგან, არამედ ერის-თავთა-მთავრად ხადოდეს. და მოკუდა სამოელ კათალიკოსი, და
Line of ed.: 14     
ამან სტეფანოზ დასუა ბართლომე კათალიკოსად. ხოლო ესე სტეფანოზ
Line of ed.: 15     
იყო ურწმუნო და უშიში ღმრთისა, არა ჰმსახურა ღმერთსა, არ-ცა ჰმატა სჯულსა და
Line of ed.: 16     
ეკლესიათა.

Page of ed.: 223  
Line of ed.: 1        
და ამის-ზე იქმნა შფოთი დიდი საბერძნეთს: რამეთუ მავრიკ კეისარსა განუდგა
Line of ed.: 2     
ფოკ/ას მჴედარი, და მოკლა მა/ვრიკ კეისარი და შვილნი მისნი. და დაიპყრა საბერძნეთი
Line of ed.: 3     
ფოკას მჴედარმან. მაშინ სიძემან კეისრისამან, სპარსთა მეფემან ქასრე, იწყო
Line of ed.: 4     
ძებნად სისხლსა სიმამრისა და ცოლის ძმათა მისთასა, შესლვად და ტყუენვად საბერძნეთისა.
Line of ed.: 5     
განძლიერდა ბერძენთა ზედა, და ვერ წინა-აღუდგა ფოკას კეისარი. ხოლო
Line of ed.: 6     
სტეფანოზ, მთავარი ქართლისა, შეუშინდა მეფესა სპარსთასა, განუდგა ბერძენთა და
Line of ed.: 7     
მიექცა სპარსთა.

Line of ed.: 8        
მას ჟამსა მან-ვე მეფემან ქასრე წარმოტყუენა იერუსალემი და წარიყვანა ძელი
Line of ed.: 9     
ცხოვრებისა; და. შემდგომად ამისსა აღიღო ღმერთმან ჴელი წყალობისა ქასრესგან:
Line of ed.: 10     
შეიპყრა იგი ძემან თჳსმ/ან, შესუა იგი საპყრობილესა, და მოკუდა სენითა ბოროტითა.

Line of ed.: 11        
ხოლო ამის სტეფანოზის-ზე მცხეთას მოკლდებოდა და ტფილისი განძლიერდებოდა,
Line of ed.: 12     
არმაზი აღოჴრდებოდა და კალა აშენდებოდა. და ძმა სტეფანოზისი, სახელით
Line of ed.: 13     
დემეტრე, აღაშენებდა ეკლესიასა ჯუარისა პატიოსნისასა. რამეთუ სენი-ცა იყო მის
Line of ed.: 14     
თანა ბოროტი, და ვე/რ შემძლებელ იყო განშორებად კარსა ეკლესიისასა და სტეფანოზ
Line of ed.: 15     
მთავრობდა ყოველ/სა ქართლსა ზედა, და დაჯდა იგი ტფილისს, და ჰმორჩილებდა
Line of ed.: 16     
იგი სპარსთა.

Line of ed.: 17        
ხოლო შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა გამოჩნდა საბერძნეთს კაცი
Line of ed.: 18     
ერთი, თჳსი მავრიკ კეისრისა, სახელით ერაკლე. ამან მოკლა ფოკას კეისარი, და
Line of ed.: 19     
დაიპყრა საბერძნეთი. განძლიერდა იგი და მიიყვანნა დასავლეთით თურქნი, და შეკრიბნა
Page of ed.: 224   Line of ed.: 1     
სპანი ურიცხუნი, და წარმოემართა სპარსეთად ძებნად ძელისა ცხოვრებისასა. და
Line of ed.: 2     
მოვიდა პირველად ქართლს,

Line of ed.: 3        
სამცხეს, და ესმა სასწაულთ-მოქმედება ხატისა მის, რომელი წმიდასა ღმრთის-მშობელსა
Line of ed.: 4     
გამოესახა და მიეცა პირველ-წოდებულისა ანდრიასთჳს, და მას მოესვენა და დაესვენებინა მცირესა
Line of ed.: 5     
ეკუდერსა შინა აწყუერს. მოვიდა კეისარი ერაკლე ხილვად და თაყუანის-ცემად ხატისა მის.
Line of ed.: 6     
მაშინ იწყო ერაკლე აწყუერს დიდისა საყდრისა საძირკუელისა ჩაგდებად და შენებად, ვიდრემდის
Line of ed.: 7     
მიერითგან განსრულდა მორწმუნეთა კაცთა მიერ, და მიერ შექმნეს საეპისკოპოსოდ.

Line of ed.: 8        
ამან სტეფანოზ არა ინება განდგომა სპარსთაგან, და განამაგრნა ციხე-ქალაქნი,
Line of ed.: 9     
და დადგა ტფილისსა შინა. მოვიდა ერაკლე მეფე და მოადგა ტფილისსა. ხოლო სტეფანოზ
Line of ed.: 10     
იყო ქუელი მჴედარი და შემმართებელი; დღეთა ყოველთა გამოვიდის / კართა
Line of ed.: 11     
ქალაქისათა, და ებრძოდის ბერძენთა. მაშინ უკუე მას წყობასა შინა ჩამოაგდეს სტეფანოზ
Line of ed.: 12     
და მოკლეს. და დაიპყრა კეისარმან ტფილისი.

Line of ed.: 13        
ხოლო ციხესა კალისასა დარჩეს კაცნი, და არა მოერთნეს მეფესა; და ციხით
Line of ed.: 14     
გამოღმართ ციხის-თავმან აგინა მეფესა და რქუა: "ვაცისა წუერნი გასხენ და ვაცბოტისა
Line of ed.: 15     
კისერი გათქს". მაშინ ბრძანა მეფემან: "დაღაცათუ კაცმან ამან ბას/რობით
Line of ed.: 16     
მრქუა მე ვაცბოტობა, არა არს ცუდ სიტყუა მისი". და მოიღო წიგნი დანიელ, და
Line of ed.: 17     
პოვა მას შინა წერილი ესრეთ: "გამოვიდეს ვაცი დასავლისა, და შემუსრნეს რქანი
Line of ed.: 18     
ვერძისა აღმოსავლისანი". მაშინ განიხარა მეფემან და დაიდასტურა, რამეთუ ყოველი-ვე
Line of ed.: 19     
განემარჯუებოდა სპარსთა ზედა.

Page of ed.: 225  
Line of ed.: 1        
მაშინ კეისარმან მოუწოდა ძესა ბაკურისსა, ქართველთა მეფისასა, ნათესავსა
Line of ed.: 2     
დაჩისასა, ვახტანგის ძისასა, რომელი ერისთაობდა კახეთს, რომელსა ერქუა ადარნასე,
Line of ed.: 3     
და მისცა მას ტფილისი და მთავრობა ქართლისა. და დაუტევა მის თანა ერის-თავი,
Line of ed.: 4     
რომელსა ერქუა ჯიბღა, და უბრძანა ბრძოლა კალისა, და თჳთ წარემართა მეფე
Line of ed.: 5     
ბრძოლად სპარსთა.



King: 41 
Line of ed.: 6  
მეორმოცდაერთე მთავარი ქართლისა, ადარნასე. ძე ბაკურისი, ხოსროიანი


Line of ed.: 7        
ხოლო ამან ადარნასე, მთავარმან ქართლისამან, და ერის-თავმან ჯიბღუ უწყეს ბრძოლად
Line of ed.: 8     
ციხესა კალისასა. და კეისარი წარემართა ბაღდადს.

Line of ed.: 9        
ხოლო მცირედთა დღეთა წარიღეს კალა / და შეიპყრეს ციხის-თავი იგი. ამან
Line of ed.: 10     
ერის-თავმან პირველად პირი დრაჰკნითა აღუვსო, რომელ სიტყჳთა შენითა კეისარმან
Line of ed.: 11     
განიხარა-ო. და შემდგომად / ამისსა ტყავი გაჰჴადა, და კეისარსა უკანა მისწია გარდაბანს:
Line of ed.: 12     
კადრებისათჳს მეფისა უყო ესე.

Page of ed.: 226  
Line of ed.: 1        
და ესე-ვითარითა სიკუდილითა წარეგნეს სტეფანოზ და მსახურნი მისნი. ამისთჳს
Line of ed.: 2     
უყო ესე ღმერთმან მთავარსა მას სტეფანოზს, რამეთუ არა მინდობითა ღმრთისათა
Line of ed.: 3     
ცხოვნდებო/და: მორწმუნეთა ემტერებოდა და ურწმუნოთა მოყურობდა.

Line of ed.: 4        
მაშინ კუალად წარიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა: სპერი და ბოლო კლარჯეთისა,
Line of ed.: 5     
ზღჳს-პირი. და შვილნი სტეფანოზისნი დარჩეს კლდეთა შინა კლარჯეთისათა,
Line of ed.: 6     
სხუა ყოველი ქართლი დაიპყრა ადარნასე ბაკურის ძემან მთავრობით, და მეფობისა
Line of ed.: 7     
სახელი ვერ-ცა მან იკადრა. და ერის-თავნი იგი თჳს-თჳსსა საერისთოსა შინა
Line of ed.: 8     
მკჳდრობდეს შეუცვალებელად, და მორჩილებდეს ადარნასე მთავარსა.



Line of ed.: 9  
ჩანართი


Line of ed.: 10        
და მოკუდა კათალიკოსი ბართლომე, და ამან ადარნასემ დასუა კათალიკოსად იოანე.



Line of ed.: 11  
ჩანართი (Bbkp)


Line of ed.: 12        
და წარგზავნეს ანტიოქიას და მის თანა მონაზონი ერთი მოციქულათა-ცა და საკურთხეველათა-ცა.
Line of ed.: 13     
რამეთუ განწესებულ იყო კურთხევა ანტიოქიით კათალიკოსისა, და ვერ-ღა-რა-ვის ჴელეწიფებოდა
Line of ed.: 14     
სლვად გზასა ანტიოქიისასა. ამისთჳს დიდი ზრუნვა აქუნდა ქართველთა. ხოლო დღეთა
Line of ed.: 15     
თეოფილაკტე ანტიოქელ პატრიაქისა წარავლინნეს მოციქულნი და მივიდეს წინაშე თეოფილაკტე
Line of ed.: 16     
ანტიოქელ პატრიაქისა, და მიუთხრეს ნეტარსა თეოფილაკტეს, ვითარმედ დიდსა ჭირსა
Line of ed.: 17     
შინა არიან ქრისტიანენი, მკჳდრნი ქართველთა სოფლებისანი, რამეთუ დღითგან ნეტარისა
Line of ed.: 18     
ანასტასი მღდელ-მოწამისათა არა კურთხეულ არს სიძნელისათჳს გზათასა. ხოლო მან ჰყო
Line of ed.: 19     
საზოგადო კრება, და განაჩინა ბჭობითა კრებისათა, მთავარ-ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და
Line of ed.: 20     
ეპისკოპსთა თჳსთა თანა, რათა შეკრბებოდენ ეპისკოპოსნი სამრევლოსა მისისანი და აკურთხევდენ
Line of ed.: 21     
კათალიკოსსა ჟამითი-ჟამად, რომელი-ცა საღმრთომან მადლმან უჩუენოს მათ და რომელი
Line of ed.: 22     
გამოირჩიონ და სთნდეს მეფესა და ეპისკოპოსთა, და ერსა და მოყუასთა მის ეკლესიისათა. და
Line of ed.: 23     
შეუქმნა მათ აღწერილი მოსაჴსენებელი თავისა თჳსისათჳს და მუნ შემოკრებულისა კრებისათჳს
Line of ed.: 24     
და ჴელთ-დასხმულ ჰყო ერთი ორთა მათ მისსა მოვლინებულთა მონაზონთაგანი, სახელით იოანე,
Line of ed.: 25     
მის ჟამისა კათალიკოსად მათდა. ხოლო ამას ანტიოქიის კრებასა შინა გაპატიოსნდა და განთავისუფლდა
Line of ed.: 26     
მათგან კათალიკოსი. რამეთუ ჴელ-ქვეით აღარ არის პატრიაქთა, აღარ-ც
Page of ed.: 227   Line of ed.: 1     
აკურთხევენ, არამედ თჳსნი ეპისკოპოსნი აკურთხევენ და მიერითგან განეფინა ქუეყანასა
Line of ed.: 2     
ზედა, ვითარმედ განთავისუფლდა კრებასა შინა ანტიოქიისასა.



Line of ed.: 3  
ჩანართი (Bbkp)


Line of ed.: 4        
მაშინ უკუე იოანე გუთელ ეპისკოპოსი თჳსისა სამწყსოსა და ერისა მიერ მოივლინა
Line of ed.: 5     
ქართლად, და ქართლისა კათალიკოსისა იოანეს მიერ მიიღო ჴელთ-დასხმა მცხეთას, რამეთუ
Line of ed.: 6     
მას ჟამსა საბერძნეთისა კერძონი ხატთა ბრძოლისა წვალებასა დაეპყრნეს.

Line of ed.: 7        
და შემდგომად რა-ოდენისა ჟამისად მოკუდა კუალად კათალიკოსი იოანე და ამან-ვე ადარნასემ
Line of ed.: 8     
დასუა ბაბილა.

Line of ed.: 9        
ხოლო ერაკლე მეფე შევიდა სპარსეთს, და მოკლა ხუასრო მეფე, და წარიღო
Line of ed.: 10     
ბაღდადი, და წარმოიყვანა ძელი ცხოვრებისა. უკ-მოიარა გზა ქართლისა-ვე მეშჳდესა
Line of ed.: 11     
წელსა, რაჲთგან ჩაევლო. // და ეკლესია ჯუარისა პატიოსნისა და სიონი ტფილისისა
Line of ed.: 12     
განესრულნეს ადარნასე ქართლისა მთავარსა.

Line of ed.: 13        
მაშინ ერაკლე მეფემან წარიხუნა მანგლისით და ერუშეთით ფერჴთა ფიცარნი
Page of ed.: 228   Line of ed.: 1     
და სამსჭუალნი უფლისა ჩუენისა იესოს ქრისტესნი, რომელნი მოცემულ იყვნეს კოსტანტინესგან
Line of ed.: 2     
მირიანისდა.

Line of ed.: 3        
შეწუხნა ადარნასე ქართლისა მთავარი, და ევედრებოდა კეისარსა, რათა არა
Line of ed.: 4     
წარიხუნეს ნიჭნი ი/გი ღმრთისა-მიერნი. არა ისმინა კეისარმან ვედრება მისი და
Line of ed.: 5     
წარიხუნა.

Line of ed.: 6        
ხოლო ამის ადარნასეს-ზე გარდაიცვალნეს სამნი კათალიკოსნი: იოვანე, ბაბილა
Line of ed.: 7     
და თაბორ.

Line of ed.: 8        
მოკუდა ადარნასე, და დადგა ძე მისი სტეფანოზ.



King: 42 
Line of ed.: 9  
მეორმოცდაორე მთავარი ქართლისა, სტეფანოზ, ძე ადარნასე მთავრისა. ხოსროიანი


Line of ed.: 10        
ესე სტეფანოზ იყო უმეტეს ყოველთა ქართლის მეფეთა და მთავართა მორწმუნე
Line of ed.: 11     
და განმწმედელი სჯულისა, მაშენებელი ეკლესიათა. და მან მოადგნა ზღუდენი ეკლესიასა
Line of ed.: 12     
ჯუარისა პატიოსნისასა, და აღაშენნა დარბაზნი, და დაუწერა კრება ყოველთა
Line of ed.: 13     
პარასკევთა, და მუნ შეკრბიან ყოველნი ეპისკოპოსნი და მღდელნი მის ადგილისა და
Page of ed.: 229   Line of ed.: 1     
არისანი კათალიკოსის თანა, წინაშე პა/ტიოსნისა ჯუარისა; ადიდიან პარ/ასკევი, ვითარცა
Line of ed.: 2     
დიდი პარასკევი ხოლო საკათალიკოსოსა არიან კრებანი ყოველთა ხუთშაბათთა და
Line of ed.: 3     
ადიდიან წმიდა სიონი, ვითარცა დიდსა ხუთშაბათსა, საიდუმლოსა თანა ჴორცითა და
Line of ed.: 4     
სისხლითა ქრისტესითა. ხოლო მცხეთას საეპისკოპოსოსა არნ ყოველთა სამშაბათთა
Line of ed.: 5     
კრება და ჴსენება პირველ-მოწამისა სტეფანესი და ყოველთა მოწამეთა, დიდისა მისგან
Line of ed.: 6     
ძლიერებისა სპარსთასა რომელ წამებულ იყვნეს, და აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისა,
Line of ed.: 7     
რომელმან მოაქცი/ვნა უმრავლესნი მთეულნი არაგუსა აღმოსავლითნი. ხოლო პატიოსანი
Line of ed.: 8     
გუამი მისი დადვეს მცხეთას, საეპისკოპოსოსა, სამარხავსა ეპისკოპოსთასა. და დღესასწაულსა
Line of ed.: 9     
მისსა უფროს ყოველთა დღესასწაულთასა შეკრბიან და ადიდებდიან ღმერთსა.

Line of ed.: 10        
მათ ჟამთა გამოჩენილ იყო მოჰამად, ნათესავი ისმაელისი, მოძღუარი სარკინოზთა
Line of ed.: 11     
სჯულისა, და ყოველი არაბია და იამანეთი დაიპყრა. და მოკუდა იგი, და
Line of ed.: 12     
დადგა მის / წილ აბობიქარ, და შევიდა სპარსეთს. რამეთუ ვინათგან შესრულ იყო
Line of ed.: 13     
ერაკლე მეფე სპარსეთს, და განერყუნა სპარსეთი; და არღარა-ვინ იყო წინა-აღმდგომი
Line of ed.: 14     
სპარსეთს. ამან აბობიქარ აგარიანმან დაიპყრა / სპარსეთი, შევიდა ბაღდადს და მძლავრობით
Line of ed.: 15     
დაატეობინა უმრავლესთა ცეცხლის-მსახურება, და მოაქცივნა სარკინოზად. და
Line of ed.: 16     
მოკუდა იგი, და დადგა მის წილ ომარ, და უმეტეს განძლიერდა იგი.

Page of ed.: 230  
Line of ed.: 1        
უთხრეს მეფესა ერაკლეს, ვითარ შემოვლენ აგარიანნი შამად და ჯაზირეთად,
Line of ed.: 2     
რომელ არს შუა-მდინარე. და გამოვიდა ერაკლე ფილისტიმად, რათა-მცა ეწყო მუნ.
Line of ed.: 3     
ხოლო იყო მუნ მონაზონი ვინ-მე, კაცი ღმრთისა, და მან რქუა მეფესა: "ივლტოდეთ,
Line of ed.: 4     
რამეთუ უფალმან მისცა აღმოსავლ/ეთი და სამხრეთი სარკინოზთა, რომელ არს თარგმანი
Line of ed.: 5     
მისი სარას ძაღლთა". და მონაზონისა მის სიტყჳთა ესე უთხრეს ერაკლე მეფესა
Line of ed.: 6     
ვარსკულავთ-მრიცხველთა და სრულთა მისანთა. აღაშენა ერაკლე მეფემან სუეტი და
Line of ed.: 7     
დაწერა მას ზედა: "მშ/ჳდობა შუა-მდინარეო და ფილისტიმო, ვიდრემდის წარჴდეს
Line of ed.: 8     
შჳდნი შჳდეულნი". შჳდეულისათჳს ესრეთ პოვეს ჟამი განსაზღვრებული ფილოსოფოსთა
Line of ed.: 9     
ჰერმის ტრისმეჯისტონის წიგნთა შინა სარკინოზთათჳს, რომელ არს ორას
Line of ed.: 10     
ორმოცდაათი წელი.

Line of ed.: 11        
მოჰმადის გამოჩინებამდე ალექსანდრეს წელთაგან იყო ცხრაას ოცდაშჳდი წელი
Line of ed.: 12     
ალექსანდრესი.

Line of ed.: 13        
მაშინ ყოველნი / ნათესავნი ბერძენთანი წარჩინებულნი ჰფლვიდეს ქუეყანათა
Line of ed.: 14     
შინა განძთა, რათა რაჟამს გამოვიდენ, პოვნენ განძნი იგი და არღარა ნახონ ჭირი
Line of ed.: 15     
წაღებისა და კუალად გამოღებისა.

Page of ed.: 231  
Line of ed.: 1        
და აღმოვლო ერაკლე კეისარმან გზა რანისა და მეორედ შემოვიდა ქართლად,
Line of ed.: 2     
და რქუა ნათესავსა სპარსთასა, რომელნი შემოლტოლვილ იყვნეს სარკინოზთაგან:
Line of ed.: 3     
"უკეთუ უწყით, ვითარმედ დასრულდა მეფობა თქუენი; დაუტევეთ ჩრდილო და შემოვედით
Line of ed.: 4     
ჩუენ თანა". და მათ დაუტევეს ქუეყანა ესე, და დაფლ/ნეს განძნი მათნი; რომელნი-მე
Line of ed.: 5     
წარჰყვეს და რომელნი-მე დადგეს, და შეიტანნეს ყოვლისა საგანძურისა / გუჯარნი.
Line of ed.: 6     
და რა გუჯარი დაწერეს, აღწერეს ნათესავი თჳსი და ქუეყანა, და დადვეს, რათა ოდეს
Line of ed.: 7     
მოვიდენ ბერძენნი, მით გუჯრითა მოიძივნენ ნათესავნი მათნი და თჳთოეულად განუყონ
Line of ed.: 8     
ქუეყანა და განძი.



Line of ed.: 9  
ჩანართი (Bbp)


Line of ed.: 10        
მოკუდა კათალიკოსი თაბორ და დასუეს კათალიკოსად სამოელ.

Line of ed.: 11        
ამისა შემდგომად გარდაჴდეს რა-ოდენი-მე წელნი. ქრისტეს აქეთ ქ^ნვ იქმნა კრება მეექუსე,
Line of ed.: 12     
რ^ო წმიდათა მამათა კოსტანტინეპოლის შინა, მეათსამმეტესა წელსა პოღონატი კოსტანტინეს
Page of ed.: 232   Line of ed.: 1     
მეფობისასა. რომელი იყო მამა იუსტინიანესი, რომლისა წინა-მძღუარ იყვნეს თეოდორე და
Line of ed.: 2     
გიორგი ხუცესნი და იოანე დიაკონი, ადგილის-მცველნი აღათონ ჰრომთა პაპისანი, და გიორგი
Line of ed.: 3     
კოსტანტინეპოლელი, თეოფანე ანტიოქელი. ამის კრებისა მიერ ბრძანეს ესრეთ წმიდისა ეკლესიისა
Line of ed.: 4     
საქართველოსათჳს, რომელ არს წმიდა მცხეთა, რათა იყოს სწორ პატივითა ვითარცა
Line of ed.: 5     
წმიდანი სამოციქულო კათოლიკე ეკლესიანი, საპატრიაქონი. და იყოს კათალიკოსი ქართლისა
Line of ed.: 6     
სწორი პატრიაქთა თანა, და აკურთხევდეს, მწყსიდეს და განაგებდეს სიმართლით მთავარ-ეპისკოპოსთა,
Line of ed.: 7     
მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა, და სამწყსოსა თჳსსა ქართლსა გამოღმა-გაღმა
Line of ed.: 8     
კახეთსა, შაქსა, შირვანსა და მიდგმით-წამოვლით მთისა ადგილისათა, სუანეთისა და ჩერქეზის
Line of ed.: 9     
საზღვრამდის, სრულიად ოვსეთსა და ყოველსა ზემო-ქართლსა სამცხე-საათაბაგოსა. "მისთჳს
Line of ed.: 10     
მიგჳთვლია საქართველოს ეკლესიანი, მას ჰმონებდენ, და მის ჴელ ქუეშე იყვნენ, და სჯულსა მისსა
Line of ed.: 11     
ერჩდენ, და მისგან იმწყსებოდენ.და მიგჳცემია ჴელმწიფება შეკრვისა და განჴსნისა: რომელი
Line of ed.: 12     
შეკრას, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნას ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა
Line of ed.: 13     
შინა ხოლო პირველითგან ანტიოქიის კრებისა მიერ განპატიოსნებულ იყო, და ამ კრებისა
Line of ed.: 14     
მიერ დაგჳმტკიცებია პატრიაქად, რამეთუ ნუ იქმნებინ მიტროპოლიტი, ნუ-ცა ეპისკოპოსი კათალიკოსისა
Line of ed.: 15     
შეუნდობრად. ხოლო უკეთუ ვინ-მე იკადროს კათალიკოსისა წინა-აღდგომა, მთავარ-ეპისკოპოსმან
Line of ed.: 16     
გინა მიტროპოლიტმან, ანუ ეპისკოპოსმან, ანუ დაიპყრას ხარისხი და ეკლესია
Line of ed.: 17     
ძალითა, კათალიკოსისა უკითხავად და შეუნდობელად, ანუ იკურთხოს მეფე გინა მთავარნი,
Line of ed.: 18     
ანუ მთავარ-ეპისკოპოსნი და მიტროპოლიტ-ეპისკოპოსნი, განიკუეთენ. ხოლო ოდეს-ცა ენებოს
Line of ed.: 19     
შემზადება და კურთხევა მირონისა, აკურთხოს თჳსსა ეკლესიასა".

Line of ed.: 20        
რამეთუ მრავალნი მრავალ-გზის ამათ პირთათჳს გუკითხვიდეს, და დავბრკოლდებოდით
Line of ed.: 21     
ჩუენ უმეცრებით. და ესე მცირედნი სიტყუანი, ვითარცა თესლის-მკრებელმან მიმოგანთესულნი
Line of ed.: 22     
წმიდათა წერილთაგან, ერთად შემოვკრიბენ ჯერ-ჩინებითა შენითა, კაცო ღმრთისაო.

Line of ed.: 23        
ხოლო სტეფანოსს ესხნეს ორნი ძენი არჩილ და მიჰრ. და განუყო ყოველი
Line of ed.: 24     
ხუასტაგი სამეფოსა მისისა, საგანძური ოქროსა და ვეცხლისა და თუალთა პატიოსანთა:
Line of ed.: 25     
და ნახევარი წარიღო ქუეყანასა ეგრისსა და წარიყვანა ძე თჳსი პირმშო მიჰრ;
Line of ed.: 26     
და ნახევარი საქონ/ელისა მისისა მისცა არჩილს, უმრწემესსა ძესა თჳსსა. ხოლო არჩილ
Page of ed.: 233   Line of ed.: 1     
დაჰფლა საგანძური უფროსი ჴევსა კახეთისასა; ხოლო სამსახურებელნი ოქროსა და
Line of ed.: 2     
ვეცხლისანი ჴევსა უჯარმოსასა, და საგანძურნი ქართლისა და ჯავახეთისანი დასხნა
Line of ed.: 3     
გორს, რომელი მან-ვე ერაკლე განაჩინა სამალავად განძთა მათთჳს, რომელნი თანა
Line of ed.: 4     
ვერ წარჰქონდეს. სახელი გორისა მის არს ტონთიო, რომელ არს თარგმანებით "მთა
Line of ed.: 5     
ოქროსა". და დასუა მას ზედა ტილისმი, რათა ვერ/ვინ შეუძლოს გამოღებად ხოლო
Line of ed.: 6     
საგანძურნი ყოველთა ქართლისა ეკლესიათანი დაფლნა აჩრდილსა დიდისა სიონისასა
Line of ed.: 7     
მცხეთას. და შემდგომად მცირედთა / ჟამთა შევიდა არჩილ-ცა ეგრად-ვე

Line of ed.: 8        
და მუნ ყოფასა შინა მოკუდა სტეფანოზ, მთავარი ქართლისა, და მის წილ მეფე იქმნა
Line of ed.: 9     
ძე მისი მირ.



King: 43 
Line of ed.: 10  
მეორმოცდასამე მეფე. მირ. ძე სტეფანოზ მთავრისა. ხოსროიანი


Line of ed.: 11        
რამეთუ მოიწია ამირა აგარიანი ქართლად, რომელსა ერქუა მურვან ყრუ, ძე
Line of ed.: 12     
მომადისი, რომელი წარმოევლინა ეშიმს, ამირმუმლსა ბაღდადელსა, ძესა აბდალ-მელიქისსა,
Line of ed.: 13     
ნათესავისაგან ამათისა. ამისთჳს ეწოდა მეორედ ყრუ, რომელ არა მიითუალვიდა
Line of ed.: 14     
სიტყუასა განმზრახთასა.



Line of ed.: 15  
ჩანართი (Tk)


Line of ed.: 16        
ხოლო რაჟამს აღიღო მთავრობა სპარსთა და არაბთა, და აღძრა ყოველი თესლ-ტომი
Line of ed.: 17     
აგარიანთა, და განილაშქრა ქრისტეანეთა ზედა, და აღაოჴრა და მოსრა, და ტყუე ყო ქუეყანა
Page of ed.: 234   Line of ed.: 1     
საბერძნეთისა და სასომხითოსა ვიდრე ზღუადმდე, და მოეფინა, ვითარცა ღრუბელი ბნელისა,
Line of ed.: 2     
სიმრავლითა, ვითარცა მკალი და მუმლი, არეთა ჩრდილოსათა, და დაფარა პირი ქუეყანისა.

Line of ed.: 3        
და ყოველნი მთავარნი და პატიახშნი, ნათესავნი ერის-თავთა და წარჩინებულთანი
Line of ed.: 4     
/ შეიმეოტნეს კავკასიად, და დაიმალნეს ტყეთა და ღრეთა. და მოვლო ყრუმან ყოველი
Line of ed.: 5     
კავკასია, და დაიპყრა კარი დარიელისა და დარუბანდისა, და შემუსრნა ყოველნი
Line of ed.: 6     
ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა.



Line of ed.: 7  
ჩანართი (Tk)


Line of ed.: 8        
და მოვიდა სამცხეს და დაიბანაკა არეთა ოძრჴისათა რამეთუ იყო მაშინ ქალაქი იგი სახელოვანი, ძველ
Line of ed.: 9     
ნაქმართა მისთათჳს. მაშინ უკუე აღიძრა და წარმოვიდა სამცხით და წარმოემართა
Line of ed.: 10     
ქუეყნად არგუეთად და წინა-მბრძოლნი და რჩეულნი წარმოვიდეს. მაშინ იყვნეს დიდნი
Line of ed.: 11     
და დიდებულნი ტომებითა მთავარნი, ქართველნი, სანახებისგან ქუეყანისა არგუეთისა, დავით
Line of ed.: 12     
და კოსტანტინე. მაშინ იყვნეს შეკრებილ და რჩეულ, და ფრთხილ. ხოლო იხილეს რა წარმართთა
Line of ed.: 13     
დავით და კოსტანტინე, აღიზახნეს ვითარცა მჴეცთა, და მოერთნეს. ხოლო დავით
Line of ed.: 14     
განაძლიერა გუნდი თჳსი, და უშიშ ყვნა იგინი, აღიზახა ვითარცა ლომმან და აოტა, და განაბნივნა
Line of ed.: 15     
იგინი, ურიცხჳ მოსრეს, და აღუდგინა ძლევა ქრისტეანეთა. მაშინ მეოტნი უკუნ-იქცეს
Line of ed.: 16     
და მიუთხრეს მურვან ყრუსა, რა იგი მოწევნულ იყო მათ ზედა, ვითარმედ წინა-მბრძოლნი
Line of ed.: 17     
ლაშქარნი რჩეულნი ყოველნი მოსრნეს შეშის-მსახურთა. ხოლო მან პირსა თჳსსა იკრნა ჴელნი
Line of ed.: 18     
თჳსნი და თქუა, ვითარმედ "ვინ არს მკადრე, რომელ-მცა წინა-აღუდგა დიდსა მოციქულსა მოამედს, დედის
Line of ed.: 19     
ძმასა ჩემსა". ესე თქუა და შეუძახა ყოველსა-ვე სიმრავლესა წარმართთასა, და
Line of ed.: 20     
წარმოემართნეს, ვითარცა ქვიშა სიმრავლითა, და მოვიდა ქუეყანად არგუეთისა, და შეიცვეს
Line of ed.: 21     
ტყე და ველნი, მთანი და ბორცუნი, და შეეწყუდივნეს ჴელსა წარმართთასა ერნი ქრისტეანეთანი,
Line of ed.: 22     
/ რამეთუ რომელნი-მე ტყეთა დაიმალნეს და რომელნი-მე მოსრნეს. დავით და კოსტანტინე
Line of ed.: 23     
და სხუან[ნი] ვიეთნი-მე შემდგომნი მათნი შეპყრობილ იქმნნეს. მაშინ, ვითარცა ეუწყა
Line of ed.: 24     
შეპყრობა მათი, (მაშინ) აღიტყუელნა ჴელნი და ადიდა დიდად დედის ძმა თჳსი მოამედ და
Line of ed.: 25     
სჯული მისი, გამარჯუებისა მისთჳს. ხოლო ვითარცა დაიბანაკეს, დაჯდა საყდართა ზედა, მიიყვანეს
Line of ed.: 26     
დავით და კოსტანტინე წინაშე ყრუსა, და წარადგინეს ჴელ-შეკრული უსჯულოსა მის.
Line of ed.: 27     
ხოლო ქრისტეს აღსარებისათჳს იწამნეს წმიდანი ესე და მრავალნი სატანჯველნი თავს-ისხნეს,
Line of ed.: 28     
და მერმე შთაყარნეს ტბასა მას, და თჳთ ივლტოდეს მტარვალნი, შეშინებულნი ჴმისა მისგან
Line of ed.: 29     
წმიდათა მათთჳს მოწამეთა, რომელ ისმოდა ზეცით. მაშინ უღმრთომან არა თავს იდვა.

Line of ed.: 30        
და ვითარ ცნა, რამეთუ მეფენი ქართლისანი და ყოველნი ნათესავნი მათნი
Line of ed.: 31     
წარვიდეს ეგრისად და მუნით კუალად მიიცვალნეს აფხაზეთად, შეუდგა კუალსა მათსა
Page of ed.: 235   Line of ed.: 1     
და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და სიმაგრენი / ეგრისის ქუეყანისანი. და ციხე იგი
Line of ed.: 2     
სამ-ზღუდე, რომელ არს ციხე-გოჯი, შემუსრა, და შევლო ზღუდე იგი საზღვარი
Line of ed.: 3     
კლისურისა. და მოსლვასა მისსა კათალიკოსი იყო თაბორ.

Line of ed.: 4        
და ვითარცა შევლო ყრუმან კლისურა, რომელი მას ჟამსა იყო საზღვარი / საბერძნეთისა
Line of ed.: 5     
და საქართველოსა, და შემუსრა ქალაქი აფშილეთისა ცხუმი. და მოადგა ციხესა
Line of ed.: 6     
ანაკოფისასა, რომელსა შინა არს ხატი ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისა, არა
Line of ed.: 7     
კაცობრივითა ჴელითა დაწერილი, არამედ ზეგარდამო, რომლისათჳს არა-ვინ უწყის -- ვინა
Line of ed.: 8     
იგი მოსრული იპოვა თავსა ზედა მის გორისასა, / რომელსა მოსდგამს სამხრით
Line of ed.: 9     
ზღუა და ჩრდილოთ ჭალაკი მწყურნები. მუნ შინა იყვნეს მაშინ მეფენი ქართლისანი
Line of ed.: 10     
მირ და არჩილ; ხოლო მამა მათი გარდაცვალებულ იყო და დამარხულ ეგრსა შინა.
Line of ed.: 11     
და ერის-თავი კეისრისა ლეონ შესრულ იყო ციხესა შინა სობღისასა, რომელ არს
Line of ed.: 12     
გარდასავალსა ოვსეთისასა. და ვერ-ვინ შემძლებელ იყო წყობად ყრუსა, რამეთუ იყვნეს
Line of ed.: 13     
სპანი მისნი უფროს და უმრავლეს ჭალაკთა ეგრისათა.

Line of ed.: 14        
ხოლო ამან-ვე ყრუმ შეიპყრა და აწამა წმიდა დავით და კოსტანტინე, რომელთა წამებასა
Line of ed.: 15     
ვრცელად მოგჳთხრობს ცხოვრება მათი.

Page of ed.: 236  
Line of ed.: 1        
და ჩუენ პირველი-ვე სიტყუა ვიწყოთ.

Line of ed.: 2        
მაშინ ვითარ იყვნეს ციხესა მას შინა ანაკოფისასა, მუნ მივიდა მურვან ყრუ და უწყო
Line of ed.: 3     
ბრძოლა მეფეთა მათ.

Line of ed.: 4        
/ მაშინ რქუა არჩილ ძმასა თჳსსა მირს: "მიწყუდეულ არს ციხე-ქალაქი ესე შემუსრვად. და
Line of ed.: 5     
უკეთუ შეგჳპყრნენ ჩუენ ჴელად, გამოიკითხნეს ყოველნი საგანძურნი ნამალევნი,
Line of ed.: 6     
რომელნი იგი დავფლენით ქუეყანასა ჩუენსა, მონაგებნი მირიან ღმრთივ-განბრძნობილისანი, და
Line of ed.: 7     
კუალად ვახტანგ ღმრთივ-განბრძნობილისა მეფისანი, და
Line of ed.: 8     
ყოველთა შვი/ლთა მათთანი, რომელთა გუშვნეს ჩუენ. და იგი-ცა ითხოვოს, რომელი
Line of ed.: 9     
დამალა ერაკლე მეფემან, რომლისა აღწერილი ყოველი დავდევით ორთა მათ თანა
Line of ed.: 10     
გჳრგჳნთა ზურმუხტისა და იაგუნდისა / ძოწეულისათა, რომელნი იგი გამოიტანნა
Line of ed.: 11     
მამამან ჩუენმან, დიდმან მეფემან ვახტანგ, ინდოეთით და სინდეთით, დავფლენით იგი
Line of ed.: 12     
უჯარმოს, მახლობელად შორის ორთა მათ კოშკთა უმცველოთა, და ყოველი იგი
Line of ed.: 13     
აღწერილ არს გონებასა ჩემსა. და შენ წარიხუენ ორნი იგი გჳრგჳნნი, ოქროსა და
Line of ed.: 14     
ანთრაკისანი: ერთი მირიან მეფისა და ერთი ვახტანგისი, რომელი მოუძღუნა სპარსთა
Line of ed.: 15     
მეფემან ვახტანგს, ყოველსა თანა ოქროსა და ვეცხლსა, რომელი აჰკიდა სატჳრთავსა
Line of ed.: 16     
ხუთასსა და მკჳრცხლსა ორიათასსა; და / შენ და მამამან ჩუენმან დასდევით იგი ქუთათისს
Line of ed.: 17     
და ციხე-გოჯს. ხოლო მე გჳრგჳნნი იგი ჩემნი და გუჯარნი ტყჳვისანი მარტოდ
Line of ed.: 18     
დავსხენ. აწ, უკეთუ მოვკუდეთ, განძი იგი ყოველი უცნაურად დარჩეს, და
Line of ed.: 19     
გამოსლვასა ბერძენთასა ძიება ყოს კეისარმან ნათესავისა ჩუენისათჳს, და მოსცეს
Line of ed.: 20     
მეფობა და განძი-ცა იგი. აწ უკუე არა ვიქმნეთ ჩუენ მიზეზ მოოჴრებისათჳს ქართლისა
Line of ed.: 21     
და საბერძნ/ეთისა, არამედ განვიდეთ და ვეწყუნეთ ზღჳთ-კერძოსა ამას გუერდსა
Line of ed.: 22     
შინა. და თუ ენებოს ღმერთსა, ერთითა იოტოს ათასი და ორითა ბევრი".

Page of ed.: 237  
Line of ed.: 1        
და / მივიდეს წინაშე წმიდისა მის ხატისა ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისასა,
Line of ed.: 2     
თაყუანის-ცეს შევრდომით და იტყოდეს: "განვალთ სასოებითა ძისა შენისა და ღმრთისა
Line of ed.: 3     
ჩუენისათა, რომელი იშვა შენგან, მისა შეწირე ოხა ჩუენთჳს, და თანა-მავალ მეყავ
Line of ed.: 4     
ჩუენ წყალობა შენი". და იყო მათ თანა სიმრავლე მცირედ ტაძრეულისა მათისა და
Line of ed.: 5     
ნათესავი ერის-თავთა და პატიახშთა, ათასი ოდენ, ხოლო სპათაგან აფხაზთა მბრძოლი
Line of ed.: 6     
ორი ათასი. და ვიდრე განთენებამდე მოავლინა / უფალმან სარკინოზთა ზედა

Line of ed.: 7        
რისხვა ერსა და ბანაკსა და ეტლებსა მისსა ზედა რამეთუ აბაშთა ნათესავი იყო დაბანაკებული
Line of ed.: 8     
მდინარესა მას ზედა, რომელსა რქჳან აბაშ[ა], ხოლო უნები და ეტლები მდინარისა
Line of ed.: 9     
კიდესა, რომელსა რქჳან ცხენის-წყალი. და იქმნეს სასწაულნი ზეგარდამო, ქუხილნი და ელვანი;
Line of ed.: 10     
და

Line of ed.: 11        
ხორშაკი ბღუარისა, და გუემნა იგინი სატლითა სისხლისათა. და ეჩუენა მას
Line of ed.: 12     
ღამესა არჩილს ანგელოზი უფლისა, რომელმან რქუა მას: "წარვედით და ეწყუენით
Line of ed.: 13     
აგარიანთა, რამეთუ მიმივლენია მათ ზედა გუემა სასტიკად მომსრველი, კაცითგან
Line of ed.: 14     
მიპირუტყუთამდე. და გან-რა-ხჳდეთ, გესმეს ბანაკით მათით ჴმა ვაებისა და ტირილისა.
Line of ed.: 15     
ხოლო თქუენ მჴნე იყვენით და განძლიერდით სასოებითა ღმრთისათა". და
Line of ed.: 16     
ვითარცა განთენდებოდა, ისმა ბანაკით მათით ჴმა ტირილისა და გოდებისა.

Line of ed.: 17        
/მაშინ უკუე განვიდეს სასოებითა ღმრთისათა წყობად მათდა: და ეწყუნეს, და
Line of ed.: 18     
მოსცა უფალმან ძლევა / მცირედთა ერთა ქრისტეანეთა; და მოსწყდა სატლითა სარკინოზთაგან
Line of ed.: 18     
ოცდათხუთმეტი ათასი, ხოლო მახჳლითა-სამი ათასი. და იწყლა მირ
Line of ed.: 20     
მაზრაკითა ფერდსა, ხოლო ქრისტიანეთაგან მას დღესა შინა მოკლეს კაცი სამოცი,
Line of ed.: 21     
და სარკინოზთა ცხენი დაეცა ვითარცა ჭალაკი და ჩაჰყრიდეს ყოველსა მას ზღუად.

Page of ed.: 238  
Line of ed.: 1        
მაშინ იხილა აგარიანმან ვინ-მე ჩუენება, რომელსა ეტყოდა რე-ცა მოციქული მათი:
Line of ed.: 2     
"მოუცემია ღმერთსა ძლევა ჩუენდა ვიდრე აღსრულებადმდე ათთა მეფეთა, / ვითარცა
Line of ed.: 3     
რქუა აბრაამს და აგარს ღმერთმან, არამედ ეკლესიათა წმიდათა და კაცთა ღმრთის-მსახურთა
Line of ed.: 4     
ეკრძალებოდეთ, ვითარცა იგი გამცენ კურანსა შინა ჩემსა". მსწრაფლ აღიყარნეს
Line of ed.: 5     
და უკუნ-იქცეს კუალსა-ვე თჳსსა. და ვითარცა აღიარეს ციხე-გოჯი, და დაიბანაკეს
Line of ed.: 6     
წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა, და გარდამოჴდა წჳმა ფიცხელი,
Line of ed.: 7     
აღდგეს მდინარენი სასტიკად; და მიმართა უმცროსმან წყალმან სპასა აბაშთასა, და
Line of ed.: 8     
წარიღო მათგან მ/კჳრცხლი ოცდასამი ათასი. და მიმართა უფროსმან წყალმან მჴედართა,
Line of ed.: 9     
რომელთა-იგი ბანაკი იყო უჭალავე, რომელნი/მე ივლტოდეს ადგილითა და
Line of ed.: 10     
რომელნი-მე ხეთა ზედა გაჴდეს, და წარიღო ცხენი ოცდათხუთმეტი ათასი. და მიერითგან
Line of ed.: 11     
სახელ-ედვა ორთა მათ მდინარეთა: ერთსა ცხენის-წყალი და ერთსა აბაშა.

Line of ed.: 12        
და ვითარცა იხილა ესე ყოველი მურვან ყრუმან, მოწევნული მის ზედა, ფრიად აბრალა
Line of ed.: 13     
[თავსა] თჳსსა [და] განმზრახთა მისთა იწროსა და მაღნარსა ამას ქუეყანასა მოსლვისათჳს, და
Line of ed.: 14     
აღიძრა და დაიბანაკა პიტიოტას, ზღჳს-პირს, ქალაქსა, რომელსა ჰქჳან ცხუ[მი].

Line of ed.: 15        
და აღიყარა მუნით და შემოვლო გზა გურიისა. და განვლეს სპერისა, და სიმრავლისაგან
Line of ed.: 16     
არა შეჩენილ იყო დაკლება. ხოლო უწინავე დასჭრეს კუდები ცხენთა
Line of ed.: 17     
მათთა, რამეთუ თიჴისაგან ვერ ითრევდეს.

Page of ed.: 239  
Line of ed.: 1        
და ჩაიარა უღმერთომან მურვან ყრუ ზღჳს-პირი და გამოიხუნა ციხენი და ქალაქნი
Line of ed.: 2     
ზღჳს-პირისანი, და ოჴერ და უ[ვ]ალ ყო ყოველი ქუეყანა ზღჳს პირისა, ვიდრემდის მიიწია
Line of ed.: 3     
ქალაქსა მას, რომელ არს კოსტანტინეპოლე, და დაიბანაკეს, რომელსა ხალკიდონ ჰქჳან რამეთუ
Line of ed.: 4     
არს მუნ ზღუა იწროდ წარმდინარე და არა აქუს ტანი სიფართისა. ამისთჳს განიზრახა
Line of ed.: 5     
უგუნურმან და უგონებომან ყრუმან, რათა ქვითა აღავსოს ზღუა და სავალ ყოს, რათა ფრჴივ
Line of ed.: 6     
განიყვანოს ერი თჳსი ზღუასა ზედა, და ესრეთ გამოიღოს ქალაქი კოსტანტინეპოლე. არამედ
Line of ed.: 7     
ღმერთმან ცუდ ყო განზრახვა მისი, ეწია რისხვა ღმრთისა; რამეთუ დაიწვა მწუხრი მრთელი,
Line of ed.: 8     
და განთიად იპოვა მკუდარი, მოძაგებული და დავიწყებული ყოველთა მიერ. და ვითარცა იხილეს
Line of ed.: 9     
ესე სპათა მისთა, განიბნივნეს და ლტოლვილნი წარვიდეს ქუეყანად / თჳსად.

Line of ed.: 10        
ხოლო იქმნა მას ჟამსა განრყუნილ ქუეყანა / ქართლისა, სომხითისა და რანისა
Line of ed.: 11     
და არღარა იპოვებოდა ნაშენები, არ-ცა საჭამადი კაცთა და პირუტყუთა ყოვლად-ვე. და
Line of ed.: 12     
წარავლინეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა მირ და არჩილ და ლეონ, ერის-თავმან
Line of ed.: 13     
აფხაზეთისამან, და აუწყეს ესე ყოველი, რა-ცა იქმნა ღმრთისა მიერ ჴელითა
Line of ed.: 14     
მათითა. ხოლო მან წარმოსცა ორი გჳრგჳნი და გუჯარი მირსა და არჩილს, და
Line of ed.: 15     
მოსწერა მათ თანა, ვითარმედ: "თქუენი იყო მეფობა, სიმჴნე და სიბრძნე ქართლსა
Line of ed.: 16     
შინა. აწ დაღაცათუ იდევნებით ჩუენ / თანა /მსახურებისათჳს ჯუარისა, მოქცევასა ჩუენსა,
Line of ed.: 17     
ვითარცა აღმითქუა ჩუენ ღმერთმან, ჩუენ თანა-ვე იდიდნეთ. არამედ დაადგერით სიმაგრეთა
Line of ed.: 18     
შინა თქუენთა, ვიდრემდის წარჴდეს წელიწადნი მათნი სამასნი; რამეთუ ორას
Line of ed.: 19     
მეერგასესა წელსა განივთოს მეფობა მათი და განსრულებასა მესამასისა წლისასა მოეცეს
Line of ed.: 20     
ძალი მეფობასა ჩუენსა, და შევმუსრნეთ აგარიანნი, და ყოველნი მათნი ამაღლებულნი
Line of ed.: 21     
დამდაბლდენ, და ჩუენ თანა მადიდებელნი ამაღლდენ".

Line of ed.: 22        
და მოუწერა ლეონს ესრე სახედ: / "ყოვლად-ვე საზღვართა ქართლისათა ჩუენგან
Line of ed.: 23     
ქმნილ არს ვნება და მეფეთა მათთაგან ჩუენდა მომართ თანა-დადგომა და რგება. აწ
Line of ed.: 24     
ესე მესამე მსახურება და რგება დადვეს ჩუენ თანა საყდარსა ამას სამეუფოსა: პირველად
Page of ed.: 240   Line of ed.: 1     
ნათელი მიიღეს ჴელსა ქუეშე ჩუენსა; კუალად შემუსრვისაგან დაარჩინეს დიდი ქალაქი
Line of ed.: 2     
პონტოსა, და შორის ჩუენსა და შორის სპარსთა ყვეს მშჳდობა. რამეთუ იგი-ვე ვახტანგ
Line of ed.: 3     
მეფე შუამდგომელ იქმნა, და ჴრმლითა მისი/თა უკ-მოუღო სამეფოსა ამას პალესტინე
Line of ed.: 4     
და ორი ნაწილი ჯაზირეთისა. აწ თუ-მცა ღმერთსა არა მაგათ მიერ დაებრკოლა
Line of ed.: 5     
ბორ/ოტი ეგე მტერი, შემო-მცა-სრულ იყო ვიდრე კოსტანტინეპოლედმდე, და შვილთა
Line of ed.: 6     
შორის ნებროთისთა წარჩინებულ ყვნა ღმერთმან ეგენი, რამეთუ არა მოაკლდეს ნათესავსა
Line of ed.: 7     
მაგათსა ბრძენი გულის-ხმის-მყოფელი და მბრძოლი, ვითარცა ესე მოგჳთხრობს
Line of ed.: 8     
ჩუენ აღწერილი გუჯარი, რომელსა შინა აღწერილ არიან მეფენი, წარჩინებულნი
Line of ed.: 9     
ტომებით და სოფლებით მათით. ხოლო შენდა მიბრძანებიეს ერისთაობა აფხაზე/თისა
Line of ed.: 10     
შენ და შვილთა შენთა და მომავალთა შენთა მიუკუნისამდე. არამედ კეთილად პატივს-ცემდი
Line of ed.: 11     
მეფეთა და ერთა მაგათ ქართლისათა, და ამიერითგან ნუ-ღა-რა-მცა ჴელგეწიფების
Line of ed.: 12     
ვნებად მათდა და საზღვართა მათთა ეგრისათა, ვიდრემდის იყვნენ მანდა ანუ განვიდენ
Line of ed.: 13     
მანდით.

Line of ed.: 14        
ხოლო მირ დამძიმდა წყლულებისა მისგან მოსიკუდიდ, და რქუა ძმასა თჳსსა
Line of ed.: 15     
არჩილს: "მე ესე-რა წარვალ, ძმაო, მამათა ჩუენთა თანა; არამედ წარმეც და დამფალ
Line of ed.: 16     
საფლავსა მამათა-ვე ჩუენთა თანა და შენ გაუწყო ადგილი საგანძურთა ჩუენთა ნამალევთა სადა
Line of ed.: 17     
არს. და არა მივის ძე-წული შვილი მკჳდრად, არამედ მისხენ შჳდნი
Line of ed.: 18     
ქალნი. აწ შენ ხარ მკჳდრი სახლისაგან მეფობისა ჩ/უენისა, მირიან მეფისა. და შენ
Line of ed.: 19     
თჳთ უწყი, ვითარმედ ქალი, შვილი ჩუენი, არა მივსცით ერის-თავთა ჩუენთა ცოლად.
Line of ed.: 20     
ანუ მივსცით მეფეთა, ანუ მო-ვინ-მე-ვიდის სპარსთაგან ნათესავი მეფეთა, ვითარცა
Page of ed.: 241   Line of ed.: 1     
ფეროზ, რომელსა მისცა მირიან მეფემან. ასული მისი ცოლად. და ჩუენ შემცირებულ
Line of ed.: 2     
ვართ, რამეთუ შენ ხარ უცოლო, და მე ვარ უძეო. აწ / რათგან მოიყვანნიან მამათა
Line of ed.: 3     
ჩუენთა ცოლნი ასულნი ერის-თავთა ჩუენთანი, მისცენ მათ ასულნი ჩემნი და განუყვენ
Line of ed.: 4     
მათ ქუეყანანი ქართლისანი: ნახევარი შენ და ნახევარი მათ ხოლო საუხუცესოდ
Line of ed.: 5     
რომელ მქონდა, მომიცემია შენდა, და გქონდეს საუხუცესოდ: ეგრისი, სუანეთი,
Line of ed.: 6     
თაკუერი, არგუეთი და გურია. ხოლო კლარჯეთი და შუა მთიულეთი მიეც ასულთა
Line of ed.: 7     
ჩემთა, რათა მუნ შინა იყვნენ ჟამთა ამათ ბოროტთა. და მამა-ცა ჩუენი მოკუდა შფოთსა
Line of ed.: 8     
ამას შინა და ვერ წარვეცით იგი მცხეთას, წარსცენ ძუალნი მისნი და დაჰფლენ
Line of ed.: 9     
საყდარსა ქუთათისსა, რათა იპოვოს იგი საწამებელად სამკჳდროსა ჩუენისა, და შენ
Line of ed.: 10     
დაადგერ აქა და ემოყურებოდი ბერძენთა, ვიდრემდის გან/ქარდეს ბნელი ესე".

Line of ed.: 11        
და მოკუდა მირ, და წარმოსცეს მცხეთ/ას, და დაფლეს ზემოსა ეკლესიასა, შესავალსა
Line of ed.: 12     
კარისასა.

Line of ed.: 13        
და დაჯდა მის წილ მეფედ ძმა მისი-ვე არჩილ.



King: 44 
Line of ed.: 14  
მეორმოცდაოთხე მეფე, არჩილ, ძე სტეფანოზ მეფისა და ძმა მეფისა მირისა,
Line of ed.: 15  
ხოსროიანი


Line of ed.: 16        
ხოლო არჩილ მოუწოდა ერის-თავთა ქართლისათა, და მისცნა ძმის-წულნი მისნი:

Line of ed.: 17        
ერთი მისცა მამის ძმის-წულსა მისსა, შვილსა გუარამ კურაპალატისასა, რომელსა
Line of ed.: 18     
ჰქონდა კლარჯეთი / და ჯავახეთი;

Line of ed.: 19        
მეორე მისცა პატიახშსა, ნათესავსა ფეროზისსა, რომელი მთავრობდა თრიალეთს,
Line of ed.: 20     
ტაშირს და აბოცს;

Line of ed.: 21        
მესამე მისცა ნერსეს ნერსიანსა რომელი-იგი იყო წარჩინებული ვახტანგ მეფისა.

Page of ed.: 242  
Line of ed.: 1        
მეოთხე მისცა ადარნასეს ადარნასიანსა, და ორთა-ვე ამათ განუყო ზენა სოფელი,
Line of ed.: 2     
რომელ არს ქართლი;

Line of ed.: 3        
მეხუთე მისცა ვარზმანს, და მისცა კოტმანითგან ქურდის-ჴევამდე; იყო ესე
Line of ed.: 4     
ვარზმან ნათესავი სპარსთა ერის-თავისა ბარდაველისა, რომელი იყო დედის მამა ვახტანგ
Line of ed.: 5     
მეფისა;

Line of ed.: 6        
მეექუსე მისცა ჯუანშერს ჯუანშერიანსა, რომელი-იგი იყო ნათესავი მირიან
Line of ed.: 7     
მეფისა, შვილთაგან რევისთა, და მისცა ჯუარი და ხერკი, და ყოველი მთიულეთი,
Line of ed.: 8     
მანგლისის ჴევი და ტფილისი.

Line of ed.: 9        
ხოლო ნაწილი არჩილისი იყო განზოგებით გამონაყოფი ყოველთა / ამათ ჴევთაგან.
Line of ed.: 10     
და ვითარ იხილეს, რამეთუ ჯუანშერს უმეტესი ნაწილი მისცა, დაუმძიმდა
Line of ed.: 11     
მცირედ რა-მე სხუათ/ა მათ. და განუტევნა მთავარნი ესე ცოლებით-ურთ თჳს-თჳსად
Line of ed.: 12     
ადგილად.

Line of ed.: 13        
ხოლო არჩილ მოუწოდა ლეონს და რქუა: "კურთხეულ იყავ შენ უ/ფლისა მიერ,
Line of ed.: 14     
რამეთუ კეთილად იღუაწე სტუმრობა ჩუენი, და დამიცვენ ჩუენ ადგილთა შენთა მშჳდობით:
Line of ed.: 15     
გარნა აწ უწყიეს შენება ადგილთა ჩუენთა კლისურითგან აღმართ. წარვალ და
Line of ed.: 16     
დავეშენები ციხე-გოჯს და ქუთათისს. აწ ითხოვე თავისა შენისათჳს რა გნებავს ჩემგან,
Line of ed.: 17     
ნაცვლად კეთილისა მსახურებისა შენისა".

Line of ed.: 18        
ხოლო ლეონ რქუა: "მომცა მე კეისარმან ქუეყანა ესე მკჳდრობით კეთილად
Line of ed.: 19     
სიმჴნითა თქუენითა. ხოლო ამიერითგან არს ესე მამულობით სამკჳდრებელ ჩემდა
Line of ed.: 20     
კლისურითგან ვიდრე მდინარედმდე დიდად ხაზარეთად, სადა დასწუდების წუერი კავკასიისა
Line of ed.: 21     
ამის. შემრთე მეცა მონათა შენთა თანა, რომელნი-ესე დღეს ღირს ყვენ შვილად
Line of ed.: 22     
და ძმად შენდა. არა მინდა ნაწილი შენგან, არამედ ჩემი-ცა ესე შენდა-ვე იყოს".

Line of ed.: 23        
მაშინ მისცა ლეონს ცოლად ძმის-წული მისი გუარანდუხტ და გჳრგჳნი იგი, რომელი
Page of ed.: 243   Line of ed.: 1     
ბერძენთა მეფესა წარმოეცა მირისთჳს. და ყვეს აღთქმა და ფიცი საშინელი, ვითარმედ
Line of ed.: 2     
არა იყოს მტერობა შორის მათსა, არამედ ერჩდეს ლეონ არჩი/ლს ყოველთა დღეთა
Line of ed.: 3     
მისთა.

Line of ed.: 4        
წარმოვიდა არჩილ და დაემკჳდრა ეგრისს ვიდრე შორაპნადმდე და განაგნა ყოველნი
Line of ed.: 5     
ციხენი და ქალაქნი, და აღაშენა ციხე საზღუარსა ზედა გურიისა და საბერძნეთისასა. და
Line of ed.: 6     
წარჴდა ამათ შინა წელიწადი თორმეტი, და იწყო შენებად ქართლმან.
Line of ed.: 7     
ხოლო განრყუნილ იყო საყოფელად მცხეთა. გარდამოვიდა არჩილ ეგრისით, და დაჯდა
Line of ed.: 8     
ნაციხარსა ჴიდრისასა.

Line of ed.: 9        
მაშინ მოვიდა მისა მთავარი ერთი, რომელი იყო ნათესავისაგან დავით წინასწარმეტყუელისა,
Line of ed.: 10     
სახელით ადარნასე, ძმის-წული ადარნასე ბრმისა, რომლისა მამა მისი
Line of ed.: 11     
მზახებულ იყო ბაგრატონიანთად-ვე, და ბერძენთა მიერ დადგინებულ იყო ერის-თავად
Line of ed.: 12     
არეთა სომხითისათა, და ტყვეობასა მას ყრუისასა შთასრულ იყო იგი შვილთა
Line of ed.: 13     
თანა გუარამ კურაპალატისთა კლარჯეთს, და მუნ დარჩომილ იყო. ითხოვა არჩილისგან
Line of ed.: 14     
და რქუა: "უკეთუ ინებო და / მყო მე ვითარცა მკჳდრი შენი, მომეც ქუეყანა".
Line of ed.: 15     
და მისცა შულავერი და არტანი.

Line of ed.: 16        
ამისა შემდგომად მოვიდა არ/ჩილ კახეთად, და ყოველთა ტაძრეულთა მისთა
Line of ed.: 17     
მიუბოძა / კახეთი, და აზნაურ ყვნა იგინი, აღაშენა ეკლესია საძმორს, შეირთო ცოლი
Line of ed.: 18     
ასული გუარამ კურაპალატისა, რომელი იყო შვილთაგან ვახტანგ მეფისათა, ბერძნის
Line of ed.: 19     
ცოლისა ნაშობთა და დაჯდა / წუქეთს, და აღაშენა კასრი, და ჴევსა ლაკუასტისასა
Line of ed.: 20     
აღაშენა ციხე. და პოვნა წუქეთს მთავარნი, რომელთადა მიებოძა ვახტანგ მეფესა
Line of ed.: 21     
წუქეთი, და იყო მაშინ რომელი ერისთავობდა თუშთა და ხუნზთა ზედა და ყოველთა
Line of ed.: 22     
წარმართთა მის მთისათა, სახელით აბუხუასრო, და არა ინება მისგან წაღებად წუქეთი.
Page of ed.: 244   Line of ed.: 1     
და აღაშენა ციხე-ქალაქი ერთი ნუხპატს ორთა წყალთა შუა. ხოლო ნუხპატელნი უწინარეს
Line of ed.: 2     
იყვნეს კაცნი წარმართნი და მჴეცის-ბუნებისანი, არამედ ყრუსა მოესრა სიმრავლე
Line of ed.: 3     
მათი. და იძულებით მონათლნა არჩილ იგინი.

Line of ed.: 4        
განძლიერებულ იყვნეს სარკინოზნი ქუეყანასა რანისასა; დაეპყრათ გაზირი და
Line of ed.: 5     
სომხითი, და ჰბრძოდა მასლამა ბერძენთა. ხოლო ძმის-წულნი ადარნასე ბრმისანი,
Line of ed.: 6     
რომელთა დასწუნეს მამის ძმასა თუალნი, / წარმოვიდეს ტარონით შაკიხად, სამნი
Line of ed.: 7     
ძმანი, და დაემკ/ჳდრნეს მუნ, ბრძანებითა არჩილისითა, რამეთუ ყოველი პირი კავკასიისა,
Line of ed.: 8     
რანით კერძი, უმკჳდრო ქმნილ იყო. ხოლო ჰერეთი და კახეთი ჭალაკთა და
Line of ed.: 9     
ტყეთაგან უკეთუ დარჩომილ იყო, და დაემკჳდრნეს სამნი-ვე იგი ძმანი ვიდრე გულგულამდის.

Line of ed.: 10        
მას-ვე ჟამსა პატიახშნი ვინ-მე არა შეეშუნეს კლარჯეთს, სხუად / წარვიდეს ნახევარნი
Line of ed.: 11     
მათგანნი, და შეიპყრეს კლდე ერთი ტაოს, რომელსა ერქუა კალმახი, და აღაშენეს
Line of ed.: 12     
ციხედ. ხოლო ნახევარნი მოვიდეს კახეთად არჩილის თანა. ერთსა მათგანსა
Line of ed.: 13     
მისცა ცოლად ნათესავისაგან აბუხუასროსა, რამეთუ დაქურივებულ იყო იგი და არა
Line of ed.: 14     
ესუა ქმარი, და მიუბოძა წუქეთი ციხით და კასრით-ურთ. ჟამთა მათ დაეცადნეს სარკინოზნი
Line of ed.: 15     
შემოსლვად ქართლად ყრუსა წარსლვითგან წელიწადსა ორმოცდამეათესა. აქა
Line of ed.: 16     
ჟამამდე არღარა შემოვიდოდეს, არამედ მიიღებდეს ხარკსა ერის-თავთაგან.

Line of ed.: 17        
და ესხნეს არჩილს ძენი ორნი: ჯუანშერ და იოვანე, და ასულნი ოთხნი: გუარანდუხტ,
Line of ed.: 18     
მარიამ, მირანდუხტ და შუშან.

Line of ed.: 19        
ესე არჩილის წამება, და მეფეთა ცხოვრება, და ნინო/ს მიერ
Line of ed.: 20     
ქართლის მოქცევა ლეონტი მროველმან აღწერა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.