TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 77

Page of edition: 79 

Line of edition: 1 
   ნიაფორისაგან, მაშინ შეწირა ღმრთისა მადლობა და აკურთხა. და კუალად ჰკითხა მას,
Line of edition: 2 
   თუ "სადა არს ჩრდილოსა. იგი ქუეყანა, სადათ-იგი მოსრულთა მათ ჰურიათა წილ
Line of edition: 3 
   ხუდა და წარიღეს სამოსელი იგი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი". მიუგო და რქუა
Line of edition: 4 
   სარა ნიაფორმან, ვითარმედ: "არს აღმოსავლეთით ქალაქი სახელით მცხეთა, ქუეყანა
Line of edition: 5 
   ქართლისა და სომხითისა - მთეულეთი საწარმართო, არამედ ჟამსა ამას უჟიკთა საჴელმწიფოდ
Line of edition: 6 
   შექმნილ არს იგი".

Line of edition: 7 
   ხოლო მათ დღეთა შინა მოვიდა დედა-კაცი ვინ-მე ეფესოთ თაყუანის-ცემად წმიდისა
Line of edition: 8 
   აღდგომისა, და ჰკითხვიდა დედა-კაცსა მას სარა ნიაფორი, ვითარმედ: "ელენე დედოფალი ეგრეთსა-ვე ცთომილებასა და ბნელსა შინა არს-ა"? ხ/ოლო მან
Line of edition: 9 
   რქუა ესრეთ,
Line of edition: 10 
   ვითარმედ: "მე ვარ მჴევალი მათი და მეცნიერი განზრახვასა მათსა ყოველსა, ცხადსა
Line of edition: 11 
   და დაფარულსა, და უწყი მე მისი, რამეთუ აქუს მას დიდი წადიერება ქრისტეს სჯულისა
Line of edition: 12 
   და ნათლის-ღებისათჳს".

Line of edition: 13 
   ხოლო ესმა რა ესე დედა-კაცისა მისგან წმიდასა ნინოს, რქუა ნიაფორსა ესრეთ,
Line of edition: 14 
   ვითარმედ: "წარმგზავნე მე და მივიდე წინაშე დედოფლისა ელენესსა, ნუ უკუე მივიახლო
Line of edition: 15 
   მის წინაშე სიტყჳს-გებად ქრისტესთჳს. ხოლო / ნიაფორმან აუწყა პატრიაქსა
Line of edition: 16 
   წადიერება ესე და საქმე ნინოსი. ხოლო დედის-ძმამან მოუწოდა წმიდასა ამას ნინოს,
Line of edition: 17 
   დის-წულსა თჳსსა, და დაადგინა იგი აღსავალსა წმიდისა საკურთხევლისასა; და დასხნა
Line of edition: 18 
   ჴელნი მისნი წმიდანი მჴართა მისთა ზედა, სულთ-ითქუნა ცად მიმართ სიღრმითა
Line of edition: 19 
   გულისა მისისათა და თქუა: "უფალო, ღმერთო საუკუნეთაო, ჴელთა შენთა შევვედრებ



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.