TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 79

Page of edition: 81 

Line of edition: 1 
   და უმრავლესთა მათგანთა ჴელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა ნათელ-იღეს. და წარვიდეს
Line of edition: 2 
   ესე ყოველნი მონასტერსა თჳსსა. და იყო მათ თანა წმიდა ნინო ორ წელ.

Line of edition: 3 
   მათ დღეთა შინა გამოგზავნნა კეისარმან ძებნად ქალისა ქმნულ-კეთილისა და
Line of edition: 4 
   შუენიერისა, რათა-მცა უპოვეს ღირსი ცოლად მისა. და ვითარ მოიწივნეს მონასტერსა
Line of edition: 5 
   მას ქალწულთასა მეძიებელნი იგი, და იხილეს რიფსიმე, და განიცადეს ხატი მისი
Line of edition: 6 
   და გამოიკითხეს გუარი მისი, რამეთუ არა-ვინ იყო მსგავსი რიფსიმესი სახითა. და
Line of edition: 7 
   გამოსახეს ხატი მისი ფიცარსა ზედა, და წარგზავნეს წინაშე კეისრისა. სთნდა კეისარსა და
Line of edition: 8 
   აღივსო სიხარულითა, და განაწესა აღსრულება / ქორწილისა. მრავლითა
Line of edition: 9 
   სიხარულითა, რომლისთჳს-ცა მსწრაფლ წარავლინნა მოციქულნი და განმგებელნი
Line of edition: 10 
   ყოველთა შინა საბრძანებელთა მისთა, რათა ყოველნი ძღუნითა შემოკრბენ და დიდითა
Line of edition: 11 
   სიხ/არულითა მოვიდენ ბრძანებასა / მეფისასა და ქორწილსა სამეუფოსა.

Line of edition: 12 
   ხოლო იხილეს რა ყოვლად წმიდათა მათ დაფარული იგი მანქანება მტერისა
Line of edition: 13 
   და ისარნი მისნი განჴურვებულნი, რომლითა-იგი ისწრაფდა სისრად წმიდათა ქალწულთა, იურვოდეს, რამეთუ
Line of edition: 14 
   ჭური რისხჳსა იპოვა მეფე, ვითარ-ცა გუელი რომელ
Line of edition: 15 
   სამოთხესა შინა მსახრველ ექმნა, ეგრეთ-ვე აქა მსგავსად მისსა უსჯულო ესე, რომელსა
Line of edition: 16 
   აქუნდა შეგინებული თაყუანის-ცემა ბილწთა და საძაგელთა კერპთა.

Line of edition: 17 
   ხოლო იხილეს რა ნეტარმან რიფსიმე, გაიანე და სხუათა მათ წმიდათა და ყოვლად
Line of edition: 18 
   ქებულთა დედათა განსაცდელი ესე მათ ზედა მოწევნულად, მაშინ მოიჴსენეს მათ



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.