TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 93

Page of edition: 95 

Line of edition: 1 
   და მრავალ-გზის მოვიდის უბანსა ურიათასა ენისათჳს ებრაულისა და გამოძიებისათჳს
Line of edition: 2 
   კუართისა უფლისა, რომელ ასმიოდა იერუსალემს ნიაფორისგან, ვითარმედ:
Line of edition: 3 
   "კუართი უფლისა მცხეთელთ ჰურიათა წარუღია-ო". ამისთჳს გამოეძიებდა ჰურიათა
Line of edition: 4 
   მათ თანა, რათა-მცა ცნა რა-მე საქმე კუართისა მის.

Line of edition: 5 
   და პოვა ჰურია ერთი მღდელი, სახელით აბიათარ, და უქადაგა მას და ასულსა
Line of edition: 6 
   მისსა სიდონიას სახარება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი. ხოლო მათ რწმენა და
Line of edition: 7 
   დაემოწაფნეს, იგინი და ექუსნი დედანი სხუანი ჰურიანი. და აღიღეს უღელი სწავლისა
Line of edition: 8 
   წმიდისა ნინოსი თჳნიერ ნათლის-ღებისა, რამეთუ არა / იპოვებოდა მღდელი, რომელმან-მცა
Line of edition: 9 
   ნათელ-სცა, და ფარულად იყვნეს მოწაფე მისი. და ჰყოფდა კურნებათა და
Line of edition: 10 
   საკჳრველებათა ძალითა ქრისტესითა: მრავალნი განრღუეულნი განკურნნა რე-ცა
Line of edition: 11 
   მიზეზითა / წამლისათა.

Line of edition: 12 
   და ესრეთ იქცეოდა მცხეთას ქალაქსა შინა / სამ წელ ოდენ; და მათ ჟამთა შინა
Line of edition: 13 
   იყო შესლვა მირიან მეფისა და ძმის-წულისა მისისა, დიდისა სპარსთა მეფისა, საბერძნეთად,
Line of edition: 14 
   ოდეს კოსტანტინე ბერძენთა მეფემან ძალითა ქრისტესითა და წინამძღურებითა
Line of edition: 15 
   ჯუარისათა იოტნა მეფენი და სპანი მათნი ურიცხუნი მოსრნა.

Line of edition: 16 
   თქუმული აბიათარ მღდელისა
Line of edition: 17 
   რომელი დაემოწაფა წმიდასა და ნეტარსა ნინოს
Line of edition: 18 
   მე, აბიათარ მღდელი, ვიყავ წილით ხუედრებული მის წელიწადისა, ოდეს
Line of edition: 19 
   წმიდა ესე და ნეტარი ნინო მოვიდა მცხეთად. და მას-ვე ჟამსა მოწევნულ იქმნა ჩემდა
Line of edition: 20 
   წიგნი ანტიოქიით ჰურიათაგან მღდელთა, რომელსა შინა წერილ იყო ესრეთ, ვითარმედ:
Line of edition: 21 
   "სამად განხეთქა ღმერთმან მეფობა ისრაელისა. აჰა ესე-რა, წინასწარმეტყუელნი
Line of edition: 22 
   ჩუენნი დასცხრეს, და რომელსა სული აწუევდა, აღესრუ/ლა ყოველი და განვიბნიენით



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.