TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 99

Page of edition: 101 

Line of edition: 1 
   რომელ "არს მახლობელად ნაძჳსა მის ლიბანით მოღებულისა და მცხეთას დანერგულისა
Line of edition: 2 
   და აღორძინებულისა". რამეთუ მრავალ-გზის ბრძანა დედამან ჩუენმან, წმიდამან
Line of edition: 3 
   ნინო, რათა-მცა მოვიძიეთ სამოსელი იგი, გარნა მას-ცა ესდენ მიეთხრა: "არს
Line of edition: 4 
   ადგილი იგი, რომელსა ზედა ენანი კაცთანი არა დადუმნენ გალობად ღმრთისა მიმართ".

Line of edition: 5 
   ხოლო სახლი ელიოზისი / იყო ქალაქსა დასავალით, წიაღ მოგუთასა, ჴიდსა ზედა.

Line of edition: 6 
   მათ დღეთა შინა მრავალ-გზის იხილა ჩუენება წმიდამან ნი/ნო მცირედსა მას
Line of edition: 7 
   მირულებასა მისსა მუჴლთა მისთა ზედა, რე-ცა მოვიდიან მფრინველნი ცისანი, ფერითა
Line of edition: 8 
   შავნი, და შთავიდიან მდინარესა მას შინა, განიბანნიან და განსპეტაკნიან, და აღვიდიან
Line of edition: 9 
   სამოთხესა მას, ბაბილოსა მოისთულებდიან და ყუავილსა მას ძოვდიან, და ესრეთ
Line of edition: 10 
   მოწლედ და სურვილით წმიდისა ნინოსდა მივლენ, რე-ცა მისი არს სამოთხე იგი,
Line of edition: 11 
   გარე მოადგიან ჟივილით შუენიერად. ესე უთხრა წმიდამან ნინო მოწაფესა თჳსსა
Line of edition: 12 
   სიდონიასა, ასულსა აბიათარისსა. ხოლო სიდონია რქუა წმიდასა ნინოს: "უცხოო და
Line of edition: 13 
   აქა შობილო ტყუეო და / ტყუეთა მჴს/ნელო, უწყი, რამეთუ შენ მიერ მოიწია ახალი
Line of edition: 14 
   ესე ჟამი, და შენ ძლით ისმის ამბავი იგი ძუელი, მამათა ჩუენთა ნაქმარი ზეცისა
Line of edition: 15 
   მის კაცისა ზედა, უბრალოსა მის სისხლისა უსამართლოდ დათხევა, რომლითა-ცა იქმნა
Line of edition: 16 
   ჰურიათა სირცხჳლი: ცის-კიდეთა განბნევა, მეფობისაგან დაცემა, ტაძრისა მის წმიდისა
Line of edition: 17 
   მიღება, ერისა უცხოსა წოდება და დიდება მათი მათდა მიცემად: იერუსალემ, იერუსალემ,



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.