TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 114

Page of edition: 116 

Line of edition: 1 
   კოსტანტინე მეფემან წიგნი ლოცვისა და / კურთხევისა ღმრთისა მადლობისა. და წარმოსცა
Line of edition: 2 
   ჯუარი და ხატი მაცხოვრისა, და მის თანა ნიჭი დიდი. და ელენე დედოფალმან
Line of edition: 3 
   მოუწერა წიგნი ქებისა და ნუგეშინის-ცემისა.
Line of edition: 4 
   "მოიწია იოვანე ეპისკოპოსი და მის თანა მღდელნი და დიაკონნი და მოციქულნი
Line of edition: 5 
   მცხეთად, და აღივსნეს სიხარულითა მეფე და დედოფალი და ყოველი ერი მათი,
Line of edition: 6 
   რამეთუ სურვიელ იყვნეს ყოველნი-ვე ნათლის-ღებისათჳს. მაშინ მსწრაფლ გაგზავნა
Line of edition: 7 
   ბრძანება მირიან მეფემან ყოველთა თანა ერის-თავთა, სპასალართა და ყოველთა პირთა
Line of edition: 8 
   სამეფოსათა მოწოდებად წინაშე მისსა; და მსწრაფლ მოიწივნეს ყოველნი ქალაქად.

Line of edition: 9 
   "მაშინ ნათელ-იღო მეფემან ჴელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა, და შემდგომად დედოფალმან
Line of edition: 10 
   და შვილთა მათთა ჴელსა ქუეშე მათ მღდელთა / და დიაკონთასა. და შემდგომად
Line of edition: 11 
   ამისსა აკურთხეს მდინარე მტკუარი, და ეპისკოპოსმან შემზადა ადგილი ერთი,
Line of edition: 12 
   მიწურვით ჴიდისა კარსა / მოგუეთისასა, სადა ყოფილ იყო სა/ხლი ელიოზ მღდელისა,
Line of edition: 13 
   და მუნ ნათელს-ცემდა წარჩინებულთა თჳთოსა და ეწოდა ადგილსა მას მთავართა
Line of edition: 14 
   სანათლო. ხოლო ქუემოთ მისსა, მდინარისა-ვე პირსა, ორგან, ორნი იგი მღდელნი
Line of edition: 15 
   და დიაკონნი ნათელს-ცემდეს ერსა. და მიატყდებოდა ერი იგი ურთიერთას მოსწრაფებით
Line of edition: 16 
   და ევედრებოდეს მღდელთა, რათა პირველად მას ვის-მე ნათელს-ცეს. და ესრეთ
Line of edition: 17 
   სურვიელ იყო ერი იგი ნათლის-ღებისათჳს, რამეთუ ესმინა ქადაგება წმიდისა ნინოსი,
Line of edition: 18 
   რომელსა იტყჳნ: "ყოველმან რომელმან არა ნათელ-იღოს, არა პოვოს მან ნათელი
Line of edition: 19 
   საუკუნო" და ამისთჳს მოსწრაფე იყვნეს ნათლის-ღებად ყოველნი იგი. და ესრეთ
Line of edition: 20 
   სახედ ნათელ-იღეს ყოველმან ერმან და სიმრავლემან ქართლისამან, თჳნიერ ხოლო
Line of edition: 21 
   არა ნათელ-იღეს მთიულთა კავკასიანთა, არ-ცა მოვიდეს მოფენასა მას ნათლისასა,
Line of edition: 22 
   არამედ დაადგრეს ბნელსა შინა ჟამ რა-ოდენ/-მე. და ჰურიათა მცხეთელთა არა-ვე ნათელ-იღეს,
Line of edition: 23 
   გარ/ნა ბარბიანთა ნათელ-იღეს ორმოცდაათმან სახლმან და იქმნეს ქრისტიანე



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.