ჭეშმარიტ. ამისთჳს-ცა დიდ იქმნეს იგინი წინაშე მეფისა; და მიუბოძა მათ დაბა,
Line of edition: 2
რომელსა ჰქჳან ციხე-დიდი. არ/ამედ არა ნათელ-იღო ფეროზ, სიძემან მირიან მეფისამან,
Line of edition: 3
რომელსა ჰქონდა რანი ბარდავამდინ მიცემულად მირიან მეფისაგან; არ-ცა ერმან
Line of edition: 4
მისმან ნათელ-იღო, არამედ ჴორციელ ოდენ მსახურებდა მირიან მეფესა.
Line of edition: 5
მაშინ წარავლინა მირიან მეფემან ეპისკოპოსი იოვანე და მის თანა წარჩინებული
Line of edition: 6
ერთი წინაშე კოსტანტინე მეფისა, და ითხოვა ნაწილი ძელისა ცხოვრებისა,
Line of edition: 7
რომელი მას ოდენ ჟამსა გამოეჩინა ღმრთის-მოყუარესა ელენე დედოფალსა. და ითხოვნა
Line of edition: 8
მღდელნი მრავალნი, რათა განავლინნეს ყოველთა ქალაქთა და ადგილთა და
Line of edition: 9
ნათელს-ცემდენ ერსა, რათა მსწრაფლ ნათელ-იღოს ყოველმან სულმან ქართლ/ისამან.
Line of edition: 10
და ითხოვნა ქვით-ხურონი აღშენებისათჳს ეკლესიათა.
Line of edition: 11
ვითარ მიიწივნეს წინაშე კოსტანტინე კეისრისა, სიხარულით მოანიჭა ნაწილი
Line of edition: 12
ძელისა ცხოვრებისა, და ფიცარნი იგი, რომელთა ზედა ფერჴნი და/მსჭუალულ იყვნეს
Line of edition: 13
უფლისანი და სამსჭუალნი ჴელთანი. და წარმოგზავნნა მღდელნი და ხურონი ფრიად
Line of edition: 14
მრავალნი: რამეთუ კოსტანტინე მეფემან მეფობასა შინა მისსა აღაშენა წმიდა ეკლესია,
Line of edition: 15
/ ტაძარი ღმრთისა ხუთასი. და მოსცა განძი დიდ-ძალი ეპისკოპოსსა იოვანეს და უბრძანა:
Line of edition: 16
"სადა-ცა ჯერ იჩინო ადგილთა ქართლისათა, აღაშენენ ეკლესიანი სახელსა ზედა
Line of edition: 17
ჩემსა; და ნიჭნი ესე დაამკჳდრენ ქალაქთა ქართლისათა".
Line of edition: 18
და წარმოვიდა ეპისკოპოსი და მის თანა მოციქული. და ვითარ მოიწივნეს
Line of edition: 19
ადგილსა, რომელსა ჰქჳან ერუშეთი, და დაუტევნა ხურონი საქმედ ეკლესიისა: დაუტევნა
Line of edition: 20
განძი და სამსჭუალნი უფლისანი და წარმოვიდა. და დაუტევნა წუნდას ხურონი
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.