TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 136

Page of edition: 138 

Line of edition: 1 
   მეფესა ბერძენთასა და ითხოვა მისგან შეწევნა; და აღასრულა თხოვა მისი კეისარმან.

Line of edition: 2 
   მაშინ განდგა და არღარა მისცა სპარსთა ხარკი; და განამრავლნა ჯუარნი, და განაახლნა
Line of edition: 3 
   ეკლესიანი ყოველსა ქართლსა შინა, და აღაშენა ეკლესია ბოლნისისა. და მცირედ-ჟამ
Line of edition: 4 
   მეფობდა და მოკუდა.

Line of edition: 5 
   მეოცდაათე მეფე. მირდატ, ძმა ფარსმან მეფისა. ხოსროიანი
Line of edition: 6 
   და დაჯდა მეფედ ძმა მისი მირდატ, ასულის-წული თრდატისი, ძე ვარაზ-ბაქარისი, მამულად
Line of edition: 7 
   ბაქარიანი, დედულად რევიანი, ორითა-ვე მირიანის ძეთა ნათესავი
Line of edition: 8 
   და იყო ესე მირდატ კაცი ქუელი, მჴ/ედარი შემმართებელი, ურწმუნო და უშიში
Line of edition: 9 
   ღმრთისა, ლაღი და ამპარტავანი, და მინდობილი მჴედრობასა თჳსსა. არა მსახურა
Line of edition: 10 
   ღმერთსა, არ-ცა აღაშენა ეკლესია, არ-ცა-რა მატა შენებულთა, და სილაღითა მისითა
Line of edition: 11 
   მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთს, საზღვარსა ქართლისასა, ხოლო
Line of edition: 12 
   სპარსთა არა მისცემდა ხარკსა. მაშინ სპარსთა მეფემან გამოგზავნა
Line of edition: 13 
   ერის-თავი, რომელსა ერქუა უფრობ, / სპითა ძლიერითა, მირდატის ზედა. მაშინ მირდატ,
Line of edition: 14 
   სილაღითა თჳსითა, არა ჰრიდა სიმრავლესა სპარსთასა, მცირედითა სპითა მიეგება
Line of edition: 15 
   გარდაბანს და ეწყო: იოტეს და შეი/პყრეს სპარსთა; მოვიდეს ქართლად, დაიპყრეს
Line of edition: 16 
   ქართლი და განრყუნნეს ეკლესიანი. ხოლო ნათესავნი მეფეთანი დარჩეს ჴევსა კახეთისასა,
Line of edition: 17 
   და სჳმონ ეპისკოპოსი მათ თანა-ვე. ხოლო მირდატ წარიყვანეს ბაღდადს და მუნ
Line of edition: 18 
   მოკუდა.






Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.