TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 167
Page of edition: 169
Line of edition: 1
ვითარ-ცა განიღვიძა მეფემან ვახტანგ, მადლობდა ღმერთსა, რომელმან ყოველი-ვე
Line of edition: 2
გამოუცხადა, და მოუწოდა მსწრაფლ პეტრეს და სამოელს, და რქუა: "რა იხილეთ?"
Line of edition: 3
ხოლო მათ რქუეს: "იტყოდე, მეფე: ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით ვდეგით,
Line of edition: 4
რაჟამს შენ საყდართა მსხდომარეთა წინაშე კეისრისა და ღმრთივ-გამომეტყუელისა
Line of edition: 5
სდეგ; და კუალად იგი-ვე დედოფალი ჩუენი დაამშჳდებდა მოძღუარსა მას განძჳნებულსა
Line of edition: 6
შენ ზედა, და მიგცემდა შენ ჴელთა მისთა"
Line of edition: 7
და რქუა მათ მეფემან: "დუმენით, წმიდანო, რამეთუ ყოველი-ვე ჩემ თანა გიხილავს.
Line of edition: 8
აწ ვითარ გნებავს თქუენ ქალაქისა ამის საქმე, რომელი შემუ/სრვად მიწევნულ
Line of edition: 9
არს? ანუ რა ვყოთ ტყჳსა ამისთჳს, რომელი უმეტეს არს ბევრ / ათასისა, რომელი
Line of edition: 10
არს ჴელთა ჩუენთა? აწ უკუე სწ/რაფით განვიდეს აქათ ქადაგი, ვითარმედ სპარსთა
Line of edition: 11
მეფე წარმომართებულ არს ქუეყანად ჯაზირეთად, და გამოვლეს ფილისტიმი კუალსა
Line of edition: 12
მეფისა კეისრისასა, რომელმან მოაოჴრა ქუეყანა სპარსთა, და სპარსთა მეფემან ვერ
Line of edition: 13
უძლო ბრძოლად. ხოლო კეისარმან ვითარ-ცა ცნა, ვითარმედ ჩუენ მოვედით ქუეყანასა
Line of edition: 14
მათსა, მოისწრაფის ბრძოლად ჩუენდა, და ვხედავთ რე-ცა სპარსთა მეფე მოვალს ძალად
Line of edition: 15
ჩუენდა. და ვიცით, ვითარმედ სპანი სპარსთანი სომხითისა და ქართლისა სპათა
Line of edition: 16
უმრავლეს არიან, და არა-ვინ არს ჩუენ შორის ჭეშმარიტი მორწმუნე; რომელნი
Line of edition: 17
დანერგნა მამამან ჩუენმან მირიან, გინა თრდატ, დედით ნათესავმან ჩემმან, აქა ამათ
Line of edition: 18
ყოველთა სარწმუნოება ვიცით, რამეთუ სავსე არს საცთურითა. / ნუ უკუე გამოცხადებასა
Line of edition: 19
საქმისა ჩემისასა განწყრეს დედის ძმა ესე ჩემი, და ვეწყვნეთ ურთიერთას და
Line of edition: 20
ვიქმნეთ საცინელ ყოველთა მტერთა ჩუენთა. არამედ ესე ვყო, რე-ცა მოვიდენ სპანი
Line of edition: 21
ჩუენნი / და მაუწყონ ჩუენ მოსლვა კეისრისა, და მას ზედა უკუ-ვრიდოთ ჩუენ.
Copyright
TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.