TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 203

Page of edition: 205 

Line of edition: 1 
   რომელი მისცა ვახტანგ. და დასხდეს წუ/ნდას ქალაქსა ზაფხულის, და ზამთრის იყვნიან
Line of edition: 2 
   ოძრჴეს. და არა ეწოდა მათ მეფედ, არამედ ერის-თავთა-მთავრად, და იყვნეს მორჩილებასა
Line of edition: 3 
   ძმისა მათისა დაჩი მეფისასა.

Line of edition: 4 
   ხოლო ამან დაჩი მეფემან იწყო / შენებად ქართლისა, რამეთუ მოოჴრებულ
Line of edition: 5 
   იყვნეს ყოველნი ჴევნი ქართლისანი, თჳნიერ კახეთისა და კლარჯეთისა და ეგრისისა.

Line of edition: 6 
   და გ/ანასრულნა ზღუდენი ტფილისისანი, და, ვითა ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა
Line of edition: 7 
   სახლად სამეუფოდ.

Line of edition: 8 
   და მოკუდა პეტრე კათალიკოსი და დაჯდა სამოელ. და მეფემან მას მიათუალა
Line of edition: 9 
   მცხეთა, რამეთუ ეგრე ებრძანა მეფესა ვახტანგს. ამან-ვე მეფემან დაჩი დაჰპატიჟა მთეულთა კახეთისათა, რათა აღიარონ ქრისტე, ხოლო მათ არა
Line of edition: 10 
   ინებეს, და განდგეს ყოველნი ნოპატელნი.

Line of edition: 11 
   ხოლო ორთა-ვე მათგან ძეთა ვახტანგისთა, ნაშობთა ბერძნისა ცოლისათა, მოკუდა
Line of edition: 12 
   რომელსა ერქუა ლეონ, და დარჩა მირდატ ოდენ. ამას მირდატს დაევაჭრა ძმა მისი
Line of edition: 13 
   დაჩი: მეფემან გაუცვალა ქუეყანა, და აღიღო მირდატისგან ეგრის-/წყალსა და კლისურასა
Line of edition: 14 
   შუა, მირდატის დედული საზღვარი საბერძნეთისა, და მისცა ნაცვლად ჯავახეთი
Line of edition: 15 
   ფარავნითგან მტკურამდე. დაიპყრა მირდატ, ძემან ვახტანგისმან, ფარავნითგან და
Line of edition: 16 
   ტასისკარითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა, და ერისთავობდა მუნ; და იყო მორჩილ
Line of edition: 17 
   დაჩი მეფისა, ძმისა თჳსისა. ამან აღაშენა ჯავახეთს ეკლესია წყაროსთავისა და მოკუდა
Line of edition: 18 
   დაჩი მეფე.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.