TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 222

Page of edition: 224 

Line of edition: 1 
   სპანი ურიცხუნი, და წარმოემართა სპარსეთად ძებნად ძელისა ცხოვრებისასა. და
Line of edition: 2 
   მოვიდა პირველად ქართლს,
Line of edition: 3 
   {სამცხეს, და ესმა სასწაულთ-მოქმედება ხატისა მის, რომელი წმიდასა ღმრთის-მშობელსა
Line of edition: 4 
   გამოესახა და მიეცა პირველ-წოდებულისა ანდრიასთჳს, და მას მოესვენა და დაესვენებინა მცირესა
Line of edition: 5 
   ეკუდერსა შინა აწყუერს. მოვიდა კეისარი ერაკლე ხილვად და თაყუანის-ცემად ხატისა მის.

Line of edition: 6 
   მაშინ იწყო ერაკლე აწყუერს დიდისა საყდრისა საძირკუელისა ჩაგდებად და შენებად, ვიდრემდის
Line of edition: 7 
   მიერითგან განსრულდა მორწმუნეთა კაცთა მიერ, და მიერ შექმნეს საეპისკოპოსოდ.}
Line of edition: 8 
   ამან სტეფანოზ არა ინება განდგომა სპარსთაგან, და განამაგრნა ციხე-ქალაქნი,
Line of edition: 9 
   და დადგა ტფილისსა შინა. მოვიდა ერაკლე მეფე და მოადგა ტფილისსა. ხოლო სტეფანოზ
Line of edition: 10 
   იყო ქუელი მჴედარი და შემმართებელი; დღეთა ყოველთა გამოვიდის / კართა
Line of edition: 11 
   ქალაქისათა, და ებრძოდის ბერძენთა. მაშინ უკუე მას წყობასა შინა ჩამოაგდეს სტეფანოზ
Line of edition: 12 
   და მოკლეს. და დაიპყრა კეისარმან ტფილისი.

Line of edition: 13 
   ხოლო ციხესა კალისასა დარჩეს კაცნი, და არა მოერთნეს მეფესა; და ციხით
Line of edition: 14 
   გამოღმართ ციხის-თავმან აგინა მეფესა და რქუა: "ვაცისა წუერნი გასხენ და ვაცბოტისა
Line of edition: 15 
   კისერი გათქს". მაშინ ბრძანა მეფემან: "დაღაცათუ კაცმან ამან ბას/რობით
Line of edition: 16 
   მრქუა მე ვაცბოტობა, არა არს ცუდ სიტყუა მისი". და მოიღო წიგნი დანიელ, და
Line of edition: 17 
   პოვა მას შინა წერილი ესრეთ: "გამოვიდეს ვაცი დასავლისა, და შემუსრნეს რქანი
Line of edition: 18 
   ვერძისა აღმოსავლისანი". მაშინ განიხარა მეფემან და დაიდასტურა, რამეთუ ყოველი-ვე
Line of edition: 19 
   განემარჯუებოდა სპარსთა ზედა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.